• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბავშვისთვის მამის ან დედის გარეშე ცხოვრება უფრო სტრესულია, ვიდრე ერთ ოჯახად ცხოვრების დროს მისი დასჯა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ბავშვისთვის მამის ან დედის გარეშე ცხოვრება უფრო სტრესულია, ვიდრე ერთ ოჯახად ცხოვრების დროს მისი დასჯა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და განვითარებას. თუმცა, სამწუხაროდ სულ უფრო ხშირდება ბავშვთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას. დადგენილია, რომ ძალადობის ან ტრავმის ზემოქმედება გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფ ბავშვის ტვინზე. იმ ბავშვების თავის ტვინი, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის ან ხანგრძლივი უგულებელყოფის სახით, მთელ თავიანთ რესურსებს გარემოში არსებული საფრთხის დაძლევასა და გადარჩენაზე ხარჯავენ. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ხათუნა მაღლაკელიძეს ესაუბრა, იმ ძირითად მიზეზებსა და პრობლემებზე, რის გამოც მშობლები ხშირად გაუცნობიერებლადაც კი ძალადობენ ბავშვებზე.

 რა ფაქტორებითაა ძირითადად ძალადობა გამოწვეული?

თუ გადავხედავთ სასამართლო პრაქტიკას, საგრძნობლად არის მომატებული ძალადობის შემთხვევები. პირველ რიგში, ალბათ, განათლებას აქვს არსებითი მნიშვნელობა და მასთან ერთად ყოველდღიურ ყოფას, იმ სოციუმს, სადაც ადამიანს უწევს ყოველდღიური ცხოვრება. განათლება უნდა ჰქონდეს მშობელს – შვილის აღზრდისას და მასთან უნდა იურთიერთოს , როგორც ზრდასრულთან. არ უნდს მოხდეს ბავშვის აზრის იგნორი. ეს მასში იწვევს გაღიზიანებას და პროტესტს. არამედ, მშობელს უნდა ჰქონდეს იმდენი განათლება, რომ შეეძლოს შვილისთვის იმის ახსნა, რა არის მისთვის სასიკეთო და რა საზიანო. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მოქალაქეთა სტატუსს ასაკის შესაბამისად. 18 წლამდე პირი არის არასრულწლოვანი და მას სამოქალაქო ურთიეეთობაში წარმოადგენს კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი. ამიტომ მშობელს დიდი როლი აქვს შვილის აღზრდაში და მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირს მშობელი წარმოადგენს სხვადასხვა ურთიერთობაში, მისი ნების გათვალისწინებასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა, განსაკუთრებით 7 წლიდან. სამწუხაროა, მაგრამ მშობლები ხშირად არასწორად იყენებენ შვილებს სასამართლო დავების დროს, რითაც შვილებს ამყოფებენ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ.

 მშობლები ხშირად გაუაზრებლადაც კი ძალადობენ ბავშვზე, რა მიზეზით შეიძლება აიხსნას მშობელთა მუდმივი უკმაყოფილება შვილებისადმი და შემდგომი ძალადობა?

ჩემს პრაქტიკაში ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევები და ყოველთვის ვცდილობ დავა დავასრულო არა მშობლის ინტერესიდან გამომდინარე (მიუხედავად იმისა რომ მის ინტერესს წარმოვადგენ და ფაქტობრივად მისი დაქირავებული ვარ) არამედ ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით. საკითხი ეხება განქორწინების დროს მშობლის უფლების გამოყენებას შვილთან ურთიერთობისას. ორი ზრდასრული ადამიანი ვეღარ ცხოვრობს ერთად, სხვადასხვა მიზეზის გამო და ამას ეწირება ბავშვის ინტერესი, რადგან ხშირ შემთხვევაში იმ მშობელს, რომელთანაც აღარ ცხოვრობს შვილი, სასამართლო წესით უწევს ბავშვის ნახვის უფლების მოპოვება. მე ვთვლი, რომ ეს არის საკუთარ შვილზე ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც საგრძნობლად ანგრევს ადამიანის ფსიქიკას და მუდმივად გაჰყვება მას. შვილს ორივე მშობელი უყვარს და ერთ-ერთ მშობელს ვერ ნახულობს იმის გამო, რომ ეს მის მეორე მშობელს არ უნდა. მეორე მშობელს კი იმიტომ არ უნდა რომ თავად არის განაწყენებული მეუღლეზე. არ არის აუცილებელი ბავშვს სახეში გაარტყა ან თავში წამოარტყა. მისთვის მამის ან დედის გარეშე ცხოვრება უფრო სტრესულია, ვიდრე ერთ ოჯახად ცხოვრების დროს ბავშვის დასჯა.

თამაშობს თუ არა განათლება ძალადობაში გარკვეულ როლს?

ბავშვზე ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას იწვევს საერთო სოციალური ფონი. დღევანდელობაში, სამწუხაროდ, ყველა გადასულია ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე – სად და როგორ იშოვოს ფული, პური, საკვები და მშობლებს დრო არ რჩებათ შვილებთან ურთიერთობისთვის. თუ დღე უშოვნელიბით დასრულდა, მით უფრო ცუდი. მთელი ჯავრი ოჯახის წევრებზე გადადის და ბავშვი ყველაზე მეტად ხდება ამ დროს ძალადობის მახვერპლი. თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ყველა ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანი მოძალადეა. ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი გვინახავს, სადაც ტკბილად და სიყვარულით იზრდებიან ბავშვები.

ბოლო პერიოდში სამყარო სწრაფი ტემპით ვითარდება, თითქოს დრო აჩქარებულია. ამ დროში დაბადებული ადამიანები ბავშვობიდან მეტად განვითარებულნი არიან და მეტ თავისუფლებას ითხოვენ, ამ ფონზე კი მათ ჰყავთ მშობლები, რომლებიც გაიზარდნენ საბჭოთა განათლების სისტემაში. ძალადობის მომრავლების ძირითადი ფაქტორი ესეცაა. საბჭოთა სისტემაში გაზრდილ მშობლებს არ მოსწონთ შვილების თავისუფალი აზროვნება, ჩაცმულობა, გატაცებები და ინტერესთა კონფლიქტია დროს მშობელი ძალით ცდილობს შვილების დამორჩილებას.

ავტორი : ნინი ჭრიკიშვილი

Tags: ბავშვთა მიმართ ძალადობაძალადობა
Share1Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10 years ago

ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ გაიმართა

10 years ago
Maroon 5 -ის სოლისტი და „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელი, პირველ ბავშვს ელოდებიან

Maroon 5 -ის სოლისტი და „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელი, პირველ ბავშვს ელოდებიან

11 years ago
ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს

დავით სერგეენკო – პარტნიორებს შევთავაზეთ, ცე ჰეპატიტის მედიკამენტების ნაწილი სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა, რადგან ვერ ხდებოდა ათვისება, მათ ხაზი გაუსვეს, რომ უფასო მედიკამენტი ექსკლუზიურად აქვს საქართველოს

7 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by