• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, June 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტრაგედია “უგმიროდ”, ანუ ხარვეზები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ტრაგედია “უგმიროდ”, ანუ ხარვეზები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ტრაგედიები გმირების გარეშე, დანაშაულები დამნაშავეების გარეშე, კითხვები უპასუხოდ და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო უამრავი პრობლემითა თუ ხარვეზით – ეს დღევანდელი სოციალური სურათის მცირე ფრაგმენტია, რომელიც მეტნაკლები სიცხადით წარმოადგენს არსებულ რეალობას .
არის დილემები და არის კლასიკური დილემები, რომლებიც არასდროს კარგავენ აქტუალობას. მათ შორისაა ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში არსებული კითხვები და პასუხები, რომელიც ფურცლებზე და კანონმდებლობაში სრულყოფილია, თუმცა ნაკლებად ეფექტური პრაქტიკაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკაში ცვლილებების შემდეგ ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებები დაიხურა, შეიცვალა დაფინანსების წესი, დეინსტიტუციონალიზაციის სახელით დაიხურა წლების წინ დიდი ფსიქიატრიული დაწესებულებები, თუმცა დღემდე მოქმედში მდგომარეობა მძიმე და პირობები ბენეფიციარებისთვის არაადამიანურია. გატარებულმა რეფორმებმა და პოლიტიკაში შეტანილმა ცვლილებებმა თავიდანვე დააფიქრა დარგის ექსპერტები , რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ზოგადი პროფილის კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა სავალალო შედეგებს მოიტანდა სერვისების განვითარების კუთხით . ამავდროულად გადატვირთავდა დიდ ფსიქიატრიულ კლინიკებს, რაც სერვისის დროულად მიწოდებას შეუქმნიდა საფრთხეს.

ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ამ არც ისე სახარბიელო წინასწარმეტყველებამ იჩინა თავი. გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებში არც ისე ცოტა გამოერევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. თუმცა ამის მიღმა კვლავ სისტემური პრობლემებია საძებნი.
თუნდაც ბოლო შემთხვევა განვიხილოთ, როდესაც 29 წლის ბიძამ 12 წლის ძმისშვილი სასტიკად მოკლა, მამა კი ცემა. როგორც ბრალდებულის მეგობრები აცხადებენ, მამაკაცი შესაბამის დაწესებულებაში მიიყვანეს, რადგან ბოლო პერიოდში მისი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა თანხის გადაუხდელობისა და ადგილების არქონის გამო ის კვლავ სახლში დააბრუნეს.

2014 წლის 15 ივნისს, თბლისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, ჟორჟოლიანების სახლში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 4 წლის ნინო ჩიჟუკი ფსიქიკური პრობლემების მქონე 28 წლის ბიძამ შანდლის თავში ჩარტყმით მოკლა.
ესაა სწორედ დანაშაულები დამნაშავეების გარეშე. ესაა სწორედ სისტემა პასუხისმგებლობისა და კითხვები პასუხების გარეშე.

„თბილისი თაიმსი „ ამ თემაზე ესაუბრა დარგის ექსპერტს , ფსიქიატრს ქეთევან სილაგაძეს .

„ ბოლო წლებში ნამდვილად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია ფსიქიკური სფეროს განვითარების კუთხით. სათემო სერვისების განვითარება წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული, ერთერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ კუთხით დაფინანსებაც გაიზარდა და ბოლო წლებში სხვადასხვა სერვისის განვითარებაც მოხდა.
ამასთან სათემო მომსახურების განვითარება არ ნიშნავს სტაციონარული სერვისის უგულვებელყოფას. ერთერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს მონაცემების შეგროვების და სტატისტიკური ანალიზის არსებობის სიმწირე. დაგეგმარება და გათვლა მაშინ იქნება ეფექტური, როდესაც ზუსტად იქნება შეფასებული და სწორი მონიტორინგისა და აუდიტის სისტემა იარსებებს. საჭიროებების შეფასება ძალზედ მნიშვნელოვანია სამომავლო გეგმის დასახვისთვის, ხოლო უკვე არსებული სერვისების აუდიტი და მონიტორინგი აუცილებელია იმ ხარვეზების დასადგენად და ეფექტურად გამოსწორებისათვის, რაც იმპლიმენტაციის პროცესში არსებობს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა ნაკლებადაა სადავო, უბრალოდ სასურველი იქნება სპეციალისტები და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები ერთ ენაზე საუბრობდნენ. იგრძნობა ერთგვარი გაურკვევლობა, რადგან სპეციალისტებს უჭირთ მენეჯმენტის ენაზე საუბარი და გაგება, ხოლო მმართველი სტრუქტურებისთვის აუცილებელია ყველაფერი თვლადი და ზომვადი იყოს. შეფასება, აუდიტი და მონიტორინგი ,ალბათ, ეს არის გამოსავალი პოლიტიკის დახვეწისათვის
ბოლო დროს მომხდარ ფაქტებზე და დანაშაულებრივ ქმედებებზე სრულ ინფორმაციას არ ვფლობ, ამიტომაც არაეთიკურად მიმაჩნია სრული ანალიზის გარშე შეფასების გაკეთება. სამწუხაროდ, აი ასეთი ზერელე დამოკიდებულება ბევრი ჟურნალისტის თუ სხვა პირის მხრიდან, რომელიც დეტალური, სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის გარკვევის გარეშე აკეთებს კომენტარს თუ დასკვნას, დიდ ზიანს აყენებს ფსიქიატრიას და ამძაფრებს სტიგმას ამ დარგის მიმართ, რასაც სწორედ სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ინფორმაციული დეფიციტი ეს უდიდესი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მცდარი ინფორმირება კიდევ უფრო დიდ პრობლემად მიმაჩნია. პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიის თაობაზე ერთ და ორ ადამიანს კი არ უნდა დაეკისროს, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა (ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, ოჯახის წევრები, მხარდამჭერი პირები, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ა.შ) უნდა ვიგრძნოთ.

სტატისტიკური მონაცემებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი (განსაკუთრებით შშმპ სტატუსის მქონე) გაცილებით ნაკლებ დანაშაულს სჩადის, ვიდრე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების არმქონე ადამიანი. დაავადების სწორი მართვა, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ადექვატურ მედიკამენტოზურ მკურნალობას, არამედ ფსიქოგანათლებას და ოჯახის წევრებთან მუშაობას, სწორედ პრევენციულ ღონისძიებებსაც მოიცავს. მოგეხსენებათ ფსიქიკური დაავადებების ნაწილი ქრონიკული მდგომარეობებია, რაც ნიშნავს, რომ პაციენტებს დინამიკური და უწყვეტი, ჰოლისტიკური მეთვალყურეობა ესაჭიროებათ. ასეთი მეთვალყურეობის არსებობის შემთხვევაში გამწვავების რისკიც დაიკლებს და მისი დროული კუპირებაც გამარტივდება.

დროულად აღმოჩენილი მკურნალობით სწორედ, რომ არ ვარღვევთ პაციენტის უფლებებს. ვფიქრობ, გამოსავალი არის საზოგადოების განათლებაში ამ სფეროს შესახებ, მათ ჩართულობაში და ფსიქიატრიის იზოლაციისა და სტიგმის შემცირებაში. თავად ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებსაც მეტი ძალისხმევა მოეთხოვებათ, რომ მათი საქმიანობის შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს და ეს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება,იყოს სწორი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული.
ახალგაზრდების დაინტერესება და საგანმანათლებლო პროექტების წახალისება ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ფსიქიატრია უნდა გაფართოვდეს და ვიწრო წრეში არ უნდა რჩებოდეს. მთელს მსოფლიოში პირველადი ჯანდაცვის სისტემაში აქტიურად განიხილება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები, ვფიქრობ, აქაც დადგა დრო, რომ ფსიქიატრიამ გააფართოოს საზღვრები.“

ავტორი: ანა ურუშაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებთან კამათს აზრი არ აქვს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებთან კამათს აზრი არ აქვს

3 years ago
“შეგვიძლია განვიხილოთ სასტუმროების გახსნა, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე” – თურნავა

“შეგვიძლია განვიხილოთ სასტუმროების გახსნა, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე” – თურნავა

5 years ago

“ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია”

10 years ago
ალბანეთის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცდილებას ეცნობა

ალბანეთის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცდილებას ეცნობა

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by