• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნათია თურნავა – „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ნათია თურნავა – „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ლენტეხში მოსახლეობის აზრი გაყოფილია ორად, არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა და არის მეორე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს ამ საკითხზე კომუნიკაცია.

„ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან შესახვედრად, გვინდოდა გვესაუბრა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის“ მშენებლობამ და დიალოგის რეჟიმში მოგვესმინა თუნდაც მწვავე შენიშვნები, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებდით. თუმცა, დავინახეთ, რომ აზრი არის გაყოფილი ორად – არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა, მოსმენა და კითხვების დასმა ჰესის მშენებლობის საკითხებზე, ასევე არის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ჩვენ მოვერიდეთ დაპირისპირებას, ამის ესკალაციას და გადავწყვიტეთ, რომ გადავდოთ საჯარო განხილვა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის მოადგილე პრემიერის მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბართან ერთად „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვისთვის დღეს ლენტეხში იმყოფებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„პროექტის დამუშავება ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ჩატარდა ბევრი შეხვედრა, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორთან, რომელმაც აიღო ბევრი ვალდებულება – მაგალითად, სრულიად უარი თქვა ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე და მზად არის, რომ შემოიყვანოს გვირაბის გამყვანი მანქანა. ასევე ვალდებულებები აიღო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ეს არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც ისედაც საფრთხის ქვეშ არის ადგილობრივი მოსახლეობა და ჰესის მშენებლობის პროცესში ეს საფრთხე მოიხსნება, ასევე დაწესდება მუდმივი მონიტორინგი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ინვესტორი ასევე გეგმავს შექმნას სპეციალური სოციალური ფონდი, რომელიც მართვაში გადაეცემათ ადგილობრივებს და ამ ფონდში არსებული თანხა, დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება ადგილობრივ ბიუჯეტზე, საიდანაც შესაძლებელია ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტის დაფინანსება.

„მიუხედავად ამისა, მზად ვართ, რადგან კიდევ არის გარკვეული შეკითხვები, მათ ვუპასუხოთ. დღეს ლენტეხში ჩამოვედით არა იმისთვის, რომ დავაანონსოთ მშენებლობის დაწყება, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, საჯარო განხილვის რეჟიმში გვქონოდა კომუნიკაცია და გაგვეცა მათ კითხვებზე პასუხები. ამიტომ, სიმართლე რომ ვთქვა, არ მესმის, როცა გარკვეულ ჯგუფს არ აქვს დიალოგის სურვილი. მსურს, მათ მივმართო, რომ შემოვიდნენ კომუნიკაციაში, დასვან მწვავე შეკითხვები და მიიღონ პასუხები“ – აღნიშნა თურნავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სავარაუდოდ, როდის და სად შეიძლება გაიმართოს მომავალი შეხვედრა, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ მთავრობა არ ერიდება დისკუსიას, მათ შორის, მწვავე კამათს.

თურნავას განცხადებით, შეხვედრა უნდა ჩატარდეს ადგილზე, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა, რომელმაც, ერთი მხრივ, თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს, ხოლო მეორე მხრივ, მიიღოს ის სიკეთე, რასაც მოიტანს ჰესის მშენებლობა.

„ვფიქრობთ, რომ კვლავ ჩამოვალთ აქ და მეტი კომუნიკაციით, მეტი ახსნა-განმარტებით მივაღწევთ შედეგს“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილმა მონაკოს პრინცი საქართველოში დაპატიჟა

10 years ago
“ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის თაობაზე”

“2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე”

11 years ago

ჩინეთი უზბეკეთში 15 მილიარდით შედის

13 years ago
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას

10 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by