• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს კარიტასი“ გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კამპანიას „ჯანმრთელი დაბერებას“ უერთდება

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველოს კარიტასი“ გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კამპანიას „ჯანმრთელი დაბერებას“ უერთდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს კარიტასი“ უერთდება გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კამპანიას „ჯანმრთელი დაბერება“ და მის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.

როგორც „საქართველოს კარიტასში“ განმარტავენ, კამპანიის მიზანი ჯანმრთელი სიბერის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის განმავლობაში, „საქართველოს კარიტასი“ შეეცდება მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რომელიც სიბერეს თან სდევს და მისცეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება დავძლიოთ ისინი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჯანსაღ დაბერებას განსაზღვრავს როგორც პროცესს, რომლიც ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ფუნქციონირების შენარჩუნებაში, რათა ხანდაზმულ ასაკში ის ფიზიკურად მხნე და სოციალურად აქტიური დარჩეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული აქვს რეკომენდაციები და მსოფლიოში ჯანსაღი სიბერის პროპაგანდას აქტიურად ეწევა.

„ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ხანდაზმულ ასაკშიც იცხოვროს აქტიური ცხოვრებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ფიზიკურად აქტიურ ხანდაზმულებს სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე ფიზიკურად პასიურ ხანდაზმულებს. ხოლო დაავადებები, რომლებიც შესაძლოა, ასაკში განვითარდეს, სათანადო ყურადღების მიქცევის შემთხვევაში, არ უშლის ხელს ჯანსაღი დაბერების კონცეფციას. კონცეფცია ჯანსაღი სიბერის შესახებ გულისხმობს ისეთი პირობების და შესაძლებლობების შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს პიროვნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავდეს მისთვის ფასეული საქმიანობით.

ჯანსაღი დაბერება ნიშნავს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ორგანიზმის შესაძლებლობების ოპტიმიზირებას, რომელიც ხელს შეუწყობს ხანდაზმული ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე სოციალურ აქტიურობას, რაც თავის მხრივ, დაეხმარება მას, დისკრიმინაციის გარეშე დარჩეს საზოგადოების აქტიურ წევრად, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ხანდაზმულ ასაკში როგორც ფიზიკურ, ასევე, ემოციურ ცვლილებებთან შეგუება და გაცნობიერებაა. ხანდაზმულ ასაკში უფრო ხშირად კარგავენ საყვარელ ადამიანებს, დამოუკიდებლობას, სოციალურ სტატუსს. დანაკარგების შეგუება და ფიზიკური და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება შესაძლებელია ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვით, ფიზიკური აქტივობით, ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ტკივილის მართვით, ძილის რეჟიმის მოწესრიგებით, იმუნური სისტემის მოწესრიგებით.

ჯანმრთელი სიბერის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გონების ვარჯიში, რადგან სხეულთან ერთად ტვინიც მუდმივად საჭიროებს აქტიურ რეჟიმში ყოფნას. კროსვორდები, ფაზლები, გონების თამაშები, ახალი ენის შესწავლა მნიშვნელოვანად ეხმარება გონებას უნარების შენარჩუნებაში. პოზიტიური აზროვნება და ცვლილებებთან შეგუება, ახალი მიზნების დასახვა ასევე მნიშვნელოვნად ეხმარება ხანდაზმულებს ჰქონდეთ აქტიური და ნაყოფიერი ცხოვრება. რაც ყველაზე მთავარია, ხანდაზმულებმა საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას ყურადღება მუდმივად უნდა მიაქციონ და დროულად მიმართონ ექიმს. ამ და სხვა საჭირო რეკომენდაციებსა და ინფორმაციას „საქართველოს კარიტასი“ მოსახლეობას სპეციალისტების დახმარებით მიაწვდის.

წლის განმავლობაში დაიგეგმება არა ერთი აქტივობა, რომელშიც კარიტასის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას გერონტოლოგები მიიღებენ და მოსახლეობას საჭირო და ღირებულ ინფორმაციას მიაწვდიან მედიის საშუალებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

ვიქტორ იანუკოვიჩი ძალის გამოყენებას აპირებს

13 years ago
ბელარუსებისთვის გენეტიკურ დონეზე მიუღებელია ომი – ლუკაშენკო 

ბელარუსებისთვის გენეტიკურ დონეზე მიუღებელია ომი – ლუკაშენკო 

5 years ago

ვიქტორ დოლიძე: „არავის უნდა ჰქონდეს საფუძველი, რომ თქვას არ ვიცოდი და წავედი სამუშაოდ“

10 years ago

დემოკრატიისა და თანასწორობის ფორუმი გაიმართება

12 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by