• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“აღდგომა-დღე,მაუწყებელი სიკვდილის დამარცხებისა და ადამიანთა მომავალი აღდგომისა მარადიული ცხოვრებისთვის”-დეკანოზი შიო ბაკურია

7 years ago
კატეგორია: რელიგია, საზოგადოება
A A
“აღდგომა-დღე,მაუწყებელი სიკვდილის დამარცხებისა და ადამიანთა მომავალი აღდგომისა მარადიული ცხოვრებისთვის”-დეკანოზი შიო ბაკურია
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს რამდენიმე დღეში ვიდღესასწაულებთ. მის მნისშვლობასა და თანმდევ ტრადიცებთან დაკავშირებით გვესაუბრა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური – დეკანოზი შიო ბაკურია.

მოგესალმებით მამაო!  უპირველესად დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. რადგანაც აღდგომის მარხვის პერიოდში ვიმყოფებით, მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება განვუმარტოთ ამ მარხვის თავისებურებები და რა გამოარჩევს მას სხვა მარხვებისგან?

-მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ აღნიშნული საკითხით დაინტერესებისთვის.მარხვა განუყოფელი ნაწილია საეკლესიო ცხოვრებისა და მისი ისტორია ჯერ კიდევ ადამიანის სამოთხეში ყოფნისას დაიწყო,როდესაც ღმერთმა ჩვენს პირველმშობლებს,ადამსა და ევას მოუწოდა არ ეჭამათ კონკრეტული ხის ნაყოფი. იგი თავშეკავების გარემოა და მორწმუნე ადამიანისათვის წარმოადგენს განწმენდის,საკუთარი თავის უკეთ შემეცნების,სინანულის და სულიერი პროგრესის საშუალებას.ეკლესიის დღევანდელ პრაქტიკაში, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა მარხვაა დაწესებული.ესენია,ოთხშაბათისა და პარასკევის,დიდი მარხვის,ასევე შედარებით გვიან დადგენილი,შობის,პეტრე-პავლობის და მარიამობის მარხვები,არსებობს ერთდღიანი მარხვებიც…მათ შორის გამორჩეულია წინა სააღდგომო მარხვა,რომელსაც ეკლესიამ დიდი და წმინდა უწოდა თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო.იგი ერთ ორმეოცს ანუ 40 დღეს და ვნების შვიდეულს მოიცავს.ეს არის დრო, როდესაც მთელი კაცობრიობა უდიდესი მოვლენის, უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოლოდინშია. 40 დღე შეგვახსენებს,რომ უფალმა იესო ქრისტემ გამოცდამდე სწორედ ამდენი დღის განმავლობაში იმარხულა უდაბნოში.უძველესი წყაროები გვატყობინებენ, რომ დიდი მარხვა ეკლესიას ჯერ კიდევ მოციქულთა დროს დაუდგენია.ამ დღეებში ქრისტიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ავადმყოფებს, პატიმრებს,შეჭირვებულ ადამიანებს,გამორჩევით ზრუნავენ მოყვასზე.გამორჩეულია დიდი მარხვის მსახურებებიც თავისი არასაზეიმო  ხასისთით.ცნობილი საეკლესიო მოღვაწე,ნეტარი ავგუსტინე  მოგვიწოდებს,რომ ორმოცდღიანი მარხვის ჟამს მაინც გავეცალოთ ამქვეყნიურ საცდურს, ხორციელ ტკბობას, გართობასა და ხუმრობებს, ამაოდ მეტყველების ნაცვლად წმინდა წერილს მივუახლოვდეთ, დავიმშვიდოთ სული და  მარადიულ ნათელსა და სიბრძნეს ვეზიაროთ.

რა განსხვავებაა აღდგომასა და სხვა ქრისტიაულ დღესასწაულებს შორის?

-ნებისმიერი დღესასწაული გამორჩეულია ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანისათვის,რადგან მასში მონაწილეობა თითოეულ მორწმუნეს საშუალებას აწლევს არა მარტო  გაიაზროს და შეიგრძნოს კაცობრიობის ხსნის საღვთო ისტორია,არამედ თანამონაწილეც გახდეს მისი.შეიძლება ითქვას,რომ აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია თავისი მნიშვნელობით. ეს არის დღე,მაუწყებელი სიკვდილის დამარცხებისა და ადამიანთა მომავალი აღდგომისა მარადიული ცხოვრებისთვის. დიახ,იესო ქრისტეს აღდგომამ კაცობრიობას აუწყა,რომ სიკვდილი დაიძლია და დასაბამი დაედო მკვდართა აღდგომას,რომელიც მოხდება მისი მეორედ მოსვლის ჟამს.ამიტომ სწავლება იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქრისტიანული მოძღვრების ერთ-ერთი საფუძველია.წმინდა პავლე მოციქული გვახსენებს, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ქვაკუთხედია ჩვენი რწმენისა: ,,უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი” (1კორ. 15,14).აქედან გამომდინარე ეკლესია განსაკუთრებული,საზეიმო განწყობით აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

რატომაა აღდგომის დღესასწაული გაზაფხულზე, რატომაა მოძრავი და რაზეა დამოკიდებული აღდგომის თარიღის გამოთვლა?

– ეკლესიაში არსებობს გარდამოცემა,რომ აღდგომა სწორედ გაზაფხულზე მოხდა.გაზაფხული წელიწადის გამორჩეული დროა.ამ დროს ხდება ერთგვარი განახლება ბუნებისა,გამოღვიძება…აღდგომის აღნიშვნა დაკავშირებულია ძველი აღთქმის პასექთან,რომელიც იყო დღესასწაული ისრაელი ერის გამოხსნისა ეგვიპტელთა ტყვეობიდან და იგი მთვარის კალენდრით იდღესასწაულებოდა, ანუ იყო მოძრავი. ახალი აღთქმის პასექმა (აღდგომამ) შეცვალა ძველი და იგი არის სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან გამოხსნის დღესასწაული.მისი აღნიშვნის დრო დაადგინა პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელიც 325 წელს ჩატარდა ქალაქ ნიკეაში. ამ დადგენილებით, აღდგომა იზეიმება გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობის) შემდგომ, პირველი სავსემთვარეობის მომდევნო კვირას. ეს ხდება 4 აპრილიდან 8 მაისამდე (ძველი სტილით – 22 მარტიდან 25 აპრილამდე) აღნიშნული მეთოდით,აღდგომის თარიღის დადგენამ წარმოაჩინა,რომ იგი სულიერი გაგრძელებაა ძველი აღთქმის პასექისა. ანუ თუ პასექი იყო ხორციელი ირაელის ხორციელი გამოხსნა – ახალი აღთქმის პასექი,ანუ აღდგომა სულიერი ისრაელის,ანუ ქრისტიანთა სულიერი გამოხსნაა. აღდგომა იმიტომ კი არ არის მოძრავი, რომ თარიღი არის უცნობი, არამედ იმიტომ, რომ იგი არის ახალი აღთქმის პასექი.

აღდგომის ცნობილი ატრიბუტია წითელი კვერცხი. საიდან მოდის კვერცხის შეღებვის ტრადიცია და არის თუ არა დღესასწაულის თანადროული?

-უნდა ითქვას რომ ეს უწყინარი ტრადიცია კვერცხის წითლად შეღებვისა სავარაუდოდ ხალხური ჩვეულებიდან დამკვიდრდა ეკლესიაში,სავარაუდოდ გვიან შუა საუკუნეებში და მას ლიტურგიული,ღვთისმსახურებითი დანიშნულება არ გააჩნია.რაც შეეხება კითხვას,არის თუ არა იგი აღდგომის თანადროული,ეს არ დასტურდება საისტორიო წყაროებით,თუ არ ჩავთვლით ზეპირ გადმოცემას წმ.მარიამ მაგდალინელის შესახებ,სადაც საუბარია წმ.მარიამისა და იმპერატორ ტიბერიუსის შეხვედრაზე.წმინდანი იმპერატორს ქრისტეს აღდგომას ულოცავს ამ მოვლენის ჭეშმარიტების დასადასტურებლად კვერცხი გაწითლდება….თუმცა ისტორიული წყაროები დუმან ამ ფაქტის შესახებ.ეკლესია ციცხალი ორგანიზმია და შესაძლოა გვიანდელ მოვლენას,ქმედებას თუ ნივთს მიენიჭოს სიმბოლური გააზრება.წითლად შეღებილი კვერცხი,გახდა სიმბოლო მაცხოვრის მიერ ჯვარზე დაღვრილი სისხლით,კაცობრიობისთვის მარადიული სიცოცხლის მინიჭებისა…

საქრთველოში მრავალი ადამიანი გადის აღდგომას საფლავზე. გთხოვთ, რომ განგვიმარტოთ ეკლესიურად სწორი დამოკიდებულება.

-დიახ,ჩვენთან ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გასვლა.უმეტესწილად ამ დროს ადგილი აქვს გლოვას,რაც ნიშნავს იმას რომ ადამიანებს ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული,რატომ მიდიან მიცვალებულთან და რა კავშირი აქვს აღდგომას მათთან.უნდა ითქვას,რომ მიცვალებულის საფლავზე მისვლა ნებისმიერ დროს შეიძლება,თუმცა ადამიანს უ.და ჰქონდეს გააზრებული,რატომ მიდის.მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და მოძღვრებაში,უდიდესი ადგილი უჭირავს ესქატოლოგიას,ანუ სწავლებას მაცხოვრის მეორედ მოსვლის და მკვდართა საყოველთაო აღდგომის შესახებ,ამიტომ ქრისტიანები განსაკუთრებულად ეპყრობიან საფლავებს და მიცვალებულებს.მთელი წლის განმავლობაში,არის კონკრეტული დღეები,როდესაც იხსენიებს ეკლესია მიცვალებულებს,აღასრულებს წირვა-ლოცვებსა და პანაშვიდებს მათ სახელზე.ხსენებული მსახურებები სრულდება დიდ მარხვაშიც.აღდგომის დღესასწაულზე,მართებულია ადამიანები წაბრძანდნენ ტაძარში და მონაწილეობა მიიღონ სააღდგომო ღვთისმსახურებაში და თუ სურვილი აქვთ საფლავზე მიბრძანდნენ მეორე დღეს,დიდ ორშაბათს,რათა მიულოცონ და ახარონ თავისთვის ძვირფას ადამიანებს ქრისტეს აღდგომა,როგორც დასაბამი მათი მომავალი აღდგომისა.მიუღებელია ასეთ დროს გლოვა ან ღრეობა საფლავზე,ქრისტიანები სიხარულით არიან ამ დროს აღსავსენი და ამას გადასცემენ არამხოლოდ იმათ ვისაც ხედავენ,არამედ იმათაც ვისაც ახლა ვერ ხედავენ,თუმცა მომავალში იხილავენ აუცილებლად…

ჩვენი მკითხველი არ არის მხოლოდ ეკლსიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ადამიანები. რა გზავნილს, სხვაგვარად რომ ვთქვათ რა იმპულსს მიაწვდით ამ კატეგორიის ადამიანებს სააღდგომოდ?

-ყოველი ადამიანი ფიქრობს ისეთ გარდაუვალ მოვლენაზე,როგორიცაა სიკვდილი,გარდაცვალება.ფიქრობს და ინტერესდება იმით,თუ რა იქნება შემდეგ,მომავალში?სწორედ ამ მომავალს გვიქადაგებს ეკლესია,რომლის მთავარი მიზანია ამ სამყაროში ხსნის და გადარჩენის,ღმერთთან ერთობის და მომავალი სასუფევლის ხარება, ქადაგება.ამ მომავალს მადლისმიერად განიცდიან, აგემოვნებენ მორწმუნენი,როდესაც მონაწილეობენ წმ.ევქარისტიის საიდუმლოში,რაც ნიშნავს ზიარებას ქრისტეს სისხლთან და ხორცთან,და შესაბამისად თანაზიარებას ღმერთთან.აღდგომის დღესასწაულის სულიერი გააზრება ადამიანს ეხმარება უკეთ გაიგოს ცხოვრების საზრისი და ეცადოს ქონდეს ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა,რაც მხოლოდ ეკლესიის წიაღში ყოფნითაა შესაძლებელი,ვინაიდან არ არსებობს ქრისტე ეკლესიის გარეშე და არ არსებობს განღმრთობა,ღმერთთან შეერთება ქრისტეს გარეშე,ღმერთთან ურთიერთობაც მხოლოდ ეკლესიის წიაღში ყოფნით ხორციელდება…

დიდი მადლობა და დაგვლოცეთ.

-ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,თქვენ და თქვენს მკითხველს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და მარადიულ სიხარულს გისურვებთ!

ავტორი: გრიგოლ ჭეჟია

Share3Tweet2

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026

საინტერესო

„პარლამენტის თავმჯდომარეობა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, ვერ შევძლებდი“

მუნიციპალური პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმა გაიზრდება

8 years ago
ქართული ღვინის საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს

ქართული ღვინის საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს

8 years ago
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ჩაერთოს

დღეს ახალი საეკლესიო წელი დაიწყო

10 years ago
“ამბობენ, ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდაო” – ვინ არის ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული არასრულწლოვანი

“ამბობენ, ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდაო” – ვინ არის ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული არასრულწლოვანი

2 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by