• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ჰოლოკოსტი არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის თეატრში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლ კობახიძემ დამსწრეებს მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და თანადგომას გამოხატავს ებრაელი ერის მიმართ.

„დღეს, 1 მაისს ებრაული სამყარო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ამ დარბაზში იმყოფებიან ის ადამიანები, რომელთა წინაპრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ჰოლოკოსტის სისასტიკე. საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ამ საკაცობრიო ბოროტების მსხვერპლთა ხსოვნას და გამოხატავს თანადგომას მათი შთამომავლების და მთლიანად, ებრაელი ხალხის მიმართ. ჰოლოკოსტი ანუ შოა, როგორც მას ებრაულად უწოდებენ, არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის ცალკეული გამოვლინებები სწორედ ამ ავადსახსენებელი სენის გამოვლენის გამოძახილია.

მისივე თქმით, დიდი დაცემის შემდეგ, ებრაელმა ხალხმა ფეხზე დადგომა და საკუთარ მიწაზე მსოფლიოს ერთერთი წარმატებული სახელმწიფოს შექმნა შეძლო. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ებრაელი თემი საქართველოს ეროვნული ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„მინდა, ჩვენს ისრაელელ სტუმრებს, ჩვენს მეგობრებს ვუთხრა, საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და იმავეს გრძნობდა ებრაელი ხალხისგან. საქართველო იყო პირველი რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში, რომელმაც კარი გაუღო მსოფლიო ებრაულ სააგენტოს – სოხნუთს და დაიწყო დიდი ალია. ეს არც არის გასაკვირი – ებრაელი თემი ხომ საქართველოს ეროვნული ისტორიის განუყოფელი ნაწილია! ჩვენ 26 საუკუნის მანძილზე ერთმანეთს ვეხიდებოდით, ვავსებდით და ვამდიდრებდით ერთმანეთის კულტურას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ურთიერთობების სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავებაზეც და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისრაელთან ურთიერთობას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„მინდა, მივესალმო ამ ღონისძიების ორგანიზატორს „ისრაელის სახლს“ და აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანი რგოლია საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში. ჩვენი სახელმწიფო ისრაელთან ურთიერთობებს პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ კონტექსტში, სითბოთი ვიხსენებ 2017 წელს, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს, რომელიც ჩემი პირველი ოფიციალური ორმხრივი ვიზიტი იყო პარლამენტის თავმჯდომარის რანგში. სწორედ ასეთ კავშირებზე, მემკვიდრეობაზე, ისტორიულ მეხსიერებაზე დაყრდნობით უნდა განვავითაროთ საქართველო-ისრაელის სამომავლო ურთიერთობები ქართველი და ებრაელი ხალხის საკეთილდღეოდ. ქედს ვიხრი ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ებრაელების ხსოვნის წინაშე. ქედს ვიხრი გმირი ებრაელი ხალხის წინაშე“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქნესეთის მმართველი კოალიციის ლიდერმა, დავიდ ბიტანმა, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ხილიკ ბარმა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ. ხსოვნის საღამოზე გაიმართა „ისრაელის სახლისა და ქნესეთის თაოსნობით, ქართველი შინდლერის, იერუსალიმის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად „მართლად“ აღიარებული სერგი მეტრეველის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, ასევე, ჰოლოკოსტისა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ღონისძიებას, რომელიც „ისრაელის სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, დეპუტატები, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

შსს-მ დევნილთა მიმართ თაღლითობის მცდელობის ფაქტი აღკვეთა

11 years ago

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილი მოინახულა

11 years ago

„ადამიანის უფლებების ცენტრმა“ ტელეკომპანია „ტაბულას“ უჩივლა

11 years ago
შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს – მარიუპოლის საზღვაო ქვეითების მეთაური მსოფლიო ლიდერებს მიმართავს 

შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს – მარიუპოლის საზღვაო ქვეითების მეთაური მსოფლიო ლიდერებს მიმართავს 

5 years ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by