• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წმინდა გიორგის ცხოვრება, არის მოწოდება ჩვენთვის, რომ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად ბოროტების წინააღმდეგ ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში-მეუფე შიო

7 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
წმინდა გიორგის ცხოვრება, არის  მოწოდება ჩვენთვის, რომ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად ბოროტების წინააღმდეგ ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში-მეუფე შიო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წმინდა გიორგი შეეწეოდა ჩვენს ჯარს ბრძოლის დროს, ამიტომაც განსაკუთრებული სასოება და სიყვარული გვაქვს მის მიმართ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას, წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეუფე შიომ მართლმადიდებელ მრევლს წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

„გილოცავთ გიორგობას, გადმოგცემთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, დალოცვას. შეგვეწიოს მისი მადლი, ლოცვა და ჩვენც მივულოცოთ მას ეს შესანიშნავი დღე და ვუსურვოთ მას და მისი ლოცვა-კურთხევით და წინამძღოლობით, სრულიად საქართველოს გადარჩენა, შეწევნა და აღორძინება”, – ბრძანა მეუფემ.

მან დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„დღეს არის საოცარი დღე. ქართველებისთვის განსაკუთრებული მფარველი გახლავთ წმინდა გიორგი, ვინაიდან ჩვენ ერს, ისტორიის მანძილზე, ყოველთვის უწევდა უთანასწორო ბრძოლა. ამ უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენ ძალიან ხშირად ვიმარჯვებდით არა ადამიანური ძლიერებით, არამედ ღვთის შეწევნით და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წმინდა გიორგი შეეწეოდა ჩვენს ჯარს ბრძოლის დროს, ამიტომაც განსაკუთრებული სასოება და სიყვარული გვაქვს მის მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა დღესაც გრძელდება და ყოველთვის იყო, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. სულიერი ბრძოლაც ხომ უთანასწოროა. წმინდა გიორგი, ჩვენ ყოველთვის გვამხნევებს, რომ შესაძლებელია სულიწმინდის მადლით, დამარცხება ბოროტების.

წმინდა გიორგიც ხომ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის გველეშაპი, რომელიც მან განგმირა. ჩვენს ხატებზე ის გამოსახულია, როგორ მხნე, ვაჟკაცი რაინდი, რომელიც კლავს, გმირავს ამ გველეშაპს და გადაარჩენს ქალწულს, დიდებულის ქალიშვილს. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ხატებაზე, თუ რაოდენ ახლოსაა ჩვენს ცხოვრებასთან, როგორ ჰგავს ის ადამიანის ცხოვრებას, იმიტომ, რომ ბოროტება უმეტესად გარეთაა, მაგრამ ჩვენს შიგნითაც არის ეს ბოროტება და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენში ის კეთილი ნაწილი, კეთილი მხარე, რომელიც დაიცვა წმინდა გიორგიმ. რა არის ღვთისა, რა არის ის, რაც უნდა შევიდეს სასუფეველში, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ეს არის კეთილშობილება, სიწმინდისკენ სწრაფვა, ეს არის ღმერთისკენ სწრაფვა და ბევრი სიკეთე, რომელიც ჩვენში არის ჩადებული”, – ბრძანა მეუფემ.

მეუფე შიოს თქმით, თითოეულ ადამიანს, მეორე მხარეც აქვს ბოროტების სახით.

“არის მეორე მხარეც, ბოროტიც. ეს არის ჩვენი დაცემული ბუნება, ეს არის ბოროტი სულები, ეს არის ასევე ბოროტი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მოსპონ ეს ყველაფერი, ყველაფერი კარგი ჩვენში, ჩვენს შინაგან ცხოვრებაში, ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში, ჩვენს საერო ცხოვრებაში, რომ განადგურდეს ყოველივე სიკეთე, ყოველივე ღვთაებრივი, ამაღლებული და აღმატებული”, – ბრძანა მეუფემ.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, წმინდა გიორგის ცხოვრება, ჩვენთვის ერთგვარი მოწოდებაა, რომ ბოროტების წინააღმდეგ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად.

„ასევე ჩვენში არის ის რაინდული სულიც, რომელიც მზად არის, რომ ამხედრდეს და საბრძოლველად გამოვიდეს, რომ დაიცვას ეს სიწმინდე და შეებრძოლოს ბოროტებას, ჩვენს გულშიც და გარეთ ცხოვრებაშიც. ამ ყველაფერზე ვფიქრობთ დღეს ჩვენ და ეს წმინდა გიორგის პიროვნება, მისი ცხოვრება, არის ერთგვარი მოწოდება ჩვენთვის, რომ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად ბოროტების წინააღმდეგ ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში. ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს, რომ ამ ბრძოლაში, როგორც მან გაიმარჯვა და განგმირა გველეშაპი, ჩვენს ცხოვრებაშიც გაიმარჯვოს იმ წმინდა და კეთილმა ნაწილმა, რომელიც არის ღმერთის მიერ შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად. სულიწმინდის მადლის გარეშე, შეუძლებელია ამ ბრძოლის წარმართვაც და ამ ბრძოლაში გამარჯვებაც”,- ბრძანა მეუფემ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

კახა კალაძე – ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება

კახა კალაძე – ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება

7 years ago
“შეგვიძლია, თავად ჩამოგიყვანოთ ქარავანი სასურველ ადგილას”-კომფორტული ქარავანი თავგადასავლების  მოყვარულებისთვის

“შეგვიძლია, თავად ჩამოგიყვანოთ ქარავანი სასურველ ადგილას”-კომფორტული ქარავანი თავგადასავლების მოყვარულებისთვის

8 years ago

მარეკ დუდაევი რომელსაც 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თავისუფალია

13 years ago
15 წლის გოგოს ბიძა წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა – რა წერია ბიძის მიმოწერაში

3 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში ქობულეთის შემოვლით გზაზე

3 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by