• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა სჭირდება თბილისს?

7 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები
A A
რა სჭირდება თბილისს?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორც წესი, ქვეყნის დედაქალაქში ადამიანები მთელი ამ ქვეყნის მასშტაბით იყრიან ხოლმე თავს. გამონაკლისი არც თბილისია. ყველა ქალაქში არის შესაძლებელი, ძალიან ბევრი რამ გააკრიტიკო. ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები სიანტერესო პასუხებს სცემენ კითხვაზე – რა სჭირდება თბილისს?

თიკო

თბილისს და არა მარტო თბილსს, აკლია საკუთარ ქალაქზე შეყვარებული ხალხი, რომელიც  ამ ქალაქს მოუფრთხილდება და ეცდება, უკეთესობისკენ შეცალოს ის  თუნდაც იმით, რომ არ დაანაგვიანოს; იმით, რომ ეზოებში ბეტონის ავტოფარეხების მაგივრად ხეები დარგოს და გამწვანებული სივრცე შეუქმნას საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს. ყველაფერს მთავრობა ვერ და არც გააკეთებს და, როგორც ამბობენ, “სახლი ეზოდან იწყება“. სიყვარულით დამოკიდებულება კიდევ ყველაფერს შეცვლის.

გიორგი

იმით დავიწყებ, რომ ჩვენს დედაქალაქში, ნელ-ნელა, ბევრი რაღაც კეთდება. შესაბამისი პროექტები ბოლომდე ნამდვილად მიდის. რა სჭირდება თბილისს? მგონია, რომ ჩვენი ქალაქი ფერებს არის მოკლებული და, თითქოს, ცა მუდამ მოღრუბლულია. გამწვანების პრობლემებსა და მთვრიან ქუჩებს რომ თავი დავანებოთ, ნამდვილად ასეა – რეგიონებში გაცილებით მეტი ფერადი ადამიანი და გაღიმებული სახეა. არ მინდა, ასეთი რადიკალური ვიყო, მაგრამ, აშკარად, უფერულობა განსაკუთრებით დედაქალაქისთვის არის დამახასიათებელი. მე ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ.

ნათია

გადაადგილების პრობლემა მუდმივად იარსებებს, სანამ ამ ყველაფერს არ მიექცევა ყურადღება. მაღალჩინოსნებმა რა იციან, მართლა კონტეინერში გამომწყვდეული ცხვრებივით რომ ვცხოვრობთ.უპირველეს ყოვლისა, სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაა საჭირო. ეს ეხება როგორც მეტროს, ისე – ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს. დილით მეტროთი მგზავრობა არის სრული კოშმარი. დაახლოებით, ნახევარი წელია, რაც სამუშაოდ „ისთ ფოინთის“ ფილიალიდან საბურთალოზე გადამიყვანეს. დილით მიწევს სირბილი, რომ კონკრეტულ მატარებელს მივუსწრო, რადგან ძალიან აგვიანებს  მოსვლას(ვარკეთილში), მერე დიდხანს დგას და ამის გამო მუდმივად აგვიანებს ის ხალხი, ვინც დილით სამსახურში უნდა იყოს. სხვა თემაა, რა პირობებში ვმგზავრობთ – ვინ მაწვება უკნიდან და ვის აქვს ხელი გადახვეული, ვეღარ ვიგებ. ვაგონიდან რომ გამოვდივარ, გული მერევა. სადგურის მოედანზე 20-22 წუთი აწერია ხოლმე მაშინ, როცა დილით, მაქსიმუმ, 2-3 წუთში ერთხელ უნდა მოდიოდეს მატარებელი. ასობით ადამიანი დგას და ელოდება. პირველ ორ მატარებელში შეუძლებელია ხოლმე შესვლა. ავტობუსი ყველაზე მეტად მეზიზღება. მუდმივად ვიჭყლიტები და ოდნავ გამოძრავების საშვალებაც არ გაქვს. საჭიროა უფრო მეტი ავტობუსიც, სამარშრუტო ტაქსიც და ასევე მეტროში არსებული ტექნიკური პრობლემების გამართვა, რადგან მხოლოდ თბილისელები არ ცხოვრობენ თბილისში და არ არის სამყოფი მათი რაოდენობა.

ახლა რომ ვფიქრობ, თითმის, არაფერი გვაკლია. გასართობ-საგანმანათლებლო სივრცეებით სავსეა ქალაქი და ტურისტები მუდმივად აღფრთოვანებული არიან თბილისით. ვისურვებდი უფრო მეტად გამწვანებას, სამუშაო სივრცეების შექმნას, რადგან უამრავი ადამიანი დღემდე ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას. კიდევ ერთი რამ, რაზეც მუდმივად მეფიქრება, ძველი თბილისის უბნები და სახლებია, რომლებიც წარსულის ერთგვარი გადმონაშთია. თბილისს სჭირდება ეს სახლები და მათი იერ-სახე უნდა შენარჩუნდეს.

თბილისს სჭირდება ნაკლები საცხოვრებელი კორპუსი – დღეს უკვე წარმოუდგენელი სიტუაციაა, ზოგადად, კორპუსები იმდენად ახლოს არის აშენებული, ერთიდან მეორეში შესაძლებელია ხელის გაწვდენა და ჩამორთმევა. უკვე უამრავი კორპუსი აშენდა და შესაძლებელია ბინის არჩევა.არ ვარ მშენებლობების წინააღმდეგი, მაგრამ ასე ახლოს – რა უბედურებაა. არ სჭირდება თბილისს ამდენი კორპუსი, ისედაც სისავსეა.ცალკე თემაა შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. უკვე რამდენი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა მცირედ შეცდომასაც კი. ყოველთვის ეჭვით ვუყურებ შენობებს, რომელთა სართულებზეც მუშები გადი-გამოდიან.თბილისს სჭირდება რეკრეაციური ზონები – ბოტანიკური ბაღივით, ვაკის პარკივით – აი, სულ თითზე შეიძლება ჩამოთვალო, ოღონდ უნდა იყოს საზოგადოებრივი და, რაც მთავარია, უფასო.

გიორგი

ყველამ ვიცით, რომ ტრანსპორტის მოძრაობა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი ის ორი მთავარი პრობლემაა, რომელიც დღეს თბილისისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვან პრობლემად თბილისელების „თბილისელობას“ დავასახელებ. „ტეხავს“, რომ „დედაქალაქელობა“ დღესაც ძალიან მოდაშია. არადა, ნებისმიერ ქალაქს, უპირველესად, ბუნებრივი და ალალი ადამიანები უხდებიან – არც კონტინენტს აქვს მნიშვნელობა და არც – რეგიონს.

ხატია

თბილისს სჭირდება ჰაერი, რომ ისუნთქოს – უჰაერობისგან დედაქალაქმა ფერი იცვალა. თბილისს სჭირდება განვითარება ისე, რომ არ დაკარგოს თბილი(სი). ჭრელი ქუჩები მომღიმარე ადამიანებით. თბილისი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მინის ქალაქი. მაღალი მინის შენობები ყველაზე პრიმიტიული რამაა, რაც კი მინახავს. არ უნდა იყოს კოლბაში გამომწყვდეული – უჟანგბადო სხეულებით გატენილი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

ShareTweet

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა
ახალი ამბები

ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა

12/18/2025
„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა
ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

12/02/2025
“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი
ახალი ამბები

“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი

11/08/2025

საინტერესო

უკრაინის პრემიერი გადადგა

უკრაინის პრემიერი გადადგა

13 years ago
სირიასა და ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო წმიდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

10 years ago
“ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე”

“ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე”

11 years ago
„უახლოეს ხანში პარტიის ახალი რესურსი იქნება წარდგენილი“ – გია ვოლსკი

გია ვოლსკი: პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოპულისტური იქნება

9 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by