2 დღის წინ
გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან
2 დღის წინ
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოცდების პროცესი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი კომფორტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით
3 დღის წინ
თამარ ჟვანია – თუ ყველა მხარე სრულყოფილად დაიცავს კანონს და ეთიკის ნორმებს, ამ კანონმდებლობის პირობებში გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია
3 დღის წინ
პრემიერი – ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და შრომა მოგვიწევს
3 დღის წინ
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

„25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა  51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

პროკურატურაში გუშინ განაცხადეს, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციისას დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ.

Please follow and like us: