• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მოზელილა”-ნამუშევრები, რომლებსაც მრავალ(ფეროვნება) გამოარჩევს

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“მოზელილა”-ნამუშევრები, რომლებსაც მრავალ(ფეროვნება) გამოარჩევს
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„მოზელილა“ დების  მარიამ  ტივაძე-საური და ხატია  საურის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც  დაახლოებით სამი  წლის წინ  შეიქმნა. გოგონებმა ნამუშევრების შექმნა სპონტანურად გადაწყვიტეს და დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლებში.  „თბილისი თაიმსს“   მოზელილას შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ მარიამ ტივაძე-საური  ესაუბრა.

თქვენ შესახებ რომ მომიყვეთ,  საიდან გაგიჩნდათ იდეა დაგეწყოთ ეს საქმიანობა?

-მე და ჩემმა დამ დავიწყეთ ეს ბიზნესი. ძალიან მოგვწონდა ხელნაკეთი  ფერადი ნივთები და გადავწყვიტეთ თავად გაგვეკეთებინა რაიმე სამკაული.გამოვიწერეთ ყველა ის აუცილებელი მასალა, რაც საჭირო იყო ნამუშევრებისთვის და გავაკეთეთ პირველი აქსესუარი.  ვიდეო გაკვეთილების საშუალებით მალე განვვითარდით და ნამუშევრებიც თანდათან უფრო დაიხვეწა,შესაბამისად მომხმარებლების ინტერესი და ზრდა მოჰყვა.  იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, მალევე მივხვდით, რომ ეს საქმიანობა უნდა გაგვეგრძელებინა აუცილებლად.

ძირითადად რა სახის ნივთებს ამზადებთ?

ნამუშევრებს ვამზადებთ პოლიმერული თიხით, ყველაფრის შეძენა კი საქართველოს ბაზარზე ხდება, რომელიც არაჩვეულებრივი პროდუქციით გვამარაგებს.  წარმოება დავიწყეთ ყელსაბამებით, ბეჭდებით,  სამაჯურებით, ბროშებით, თმისსამაგრებით და მსგავსი აქსესუარებით. დავამზადეთ ჭიქებიც, თუმცა ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია. უახლოეს მომავალში  ვგეგმავთ დავამატოთ  ჩარჩოები და საზაფხულო სათვალეები.

როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია „მოზელილას“ შეძენა ყველასთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ სპეციალური განათლება არ მიგვიღია და ვართ თვითნასწავლები, ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო ხარისხის დახვეწილი ნივთები. ჩვენი მიზანია, ის პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებლებს, რაც მათ უნდათ რომ შეიძინონ საკმაოდ დაბალ ფასად. ხელნაკეთი ნივთი ზოგადად ძვირია როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც არ იქნება გათვლილი მხოლოდ მაღალ სეგმენტზე, ძალიან გვინდა ჩვენი პროდუქციის ყიდვა შეეძლოს ნებისმიერ მომხმარებელს .

რა გამოარჩევს  მოზელილას  სხვებისგან?

ჩვენ ჩვენი მრავალფეროვნება გამოგვარჩევს და ჩვენი სერვისიც. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა-ფერებია, განსხვავებული  ფერები, რომლებსაც ვიყენებთ ნამუშევრების შესაქმნელად, რაც მომხმარებლებს ძალიან მომწონს. ასევე ხარისხი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია-ყველა მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი. გარდა ამისა ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს და გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ჩვენია და სხვა არავინ ამზადებს.

სად არის შესაძლებელი „მოზელილას“ შეძენა ?

ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის შეძენა ფეისბუკის გვერდზე და სხვადასხვა მაღაზიის სტენდთან არის  შესაძლებელი. სეზონურად  ჩავდივართ სხვადსხვა ქალაქში და მაღაზიებს ვთავაზობთ ჩვენს პროდუქციას. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტულ სეზონებზე განსაკუთრებით კარგად იყიდება ჩვენი ნამუშევრები.

როგორია შემოქმედების პროცესი?

ერთ სული მაქვს  ხოლმე, მოვიცალო და დავიწყო ნამუშევრების კეთება, ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც  ნამუშევარი დამსიზმრებია.  აუცილებელია კარგი განწყობა გვქონდეს, იმისთვის რომ შევქმნათ ახალი და განსხვავებული პროდუქცია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი მთავარი მიზანია „მოზელილა“ გახდეს კიდევ უფრო მეტად ცნობილი საქართველოში. შემდეგ უკვე დავიწყებთ ფიქრს პროდუქციის უცხოეთის ბაზარზე გატანისთვის. სამომავლოდ ვგეგმავთ ასევე აეროპორტის მაღაზიების მომარაგებას.

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო გახსნა

9 years ago
მთავრობის გაფრთხილების შემდეგ, დამსვენებლები ბაკურიანს ტოვებენ

მთავრობის გაფრთხილების შემდეგ, დამსვენებლები ბაკურიანს ტოვებენ

6 years ago
უახლოეს მომავალში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

უახლოეს მომავალში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

12 years ago
თქვენ გაებით მახეში

თქვენ გაებით მახეში

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by