კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის მეგობარია კომპანია ჯეოსელი.
2017 წლის 27 თებერვალს, 19:00 საათზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს, რომელიც NASA-ში, აშშ–ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში.
ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. დღეს, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისია გამოავლენს უფროსკლასელებისაგან შემდგარ სამ საუკეთესო გუნდს, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წელს გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში.
კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. წელს, კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში, კონკურსის მეგობარი კომპანია ჯეოსელი. კონკურსის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ღონისძიებას დაესწრებიან და გამარჯვებულებს ჯილდოს გადასცემენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი იან კელი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი თეიმურაზ მურღულია.
2016 – 2017 წლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 67 სკოლის 85 გუნდმა. ფინალში გავიდა 13 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015-16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. წინა კონკურსებში გამარჯვებულმა გუნდებმა „მულტიკლიმატიზატორი“ და „სოლარი“ მონაწილეობა მიიღეს, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის ცენტრში, ფლორიდაში.













