საფოსტო მომსახურების სერვის ცენტრები, შაბათს, ერთი დღით არ იფუნქციონირებენ, ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ საქართველოს ფოსტიდან აცნობეს.
“საფოსტო სერვისების მომხმარებელს ვაცნობებთ, რომ 18 ოქტომბერს, 18:00 საათიდან, იგეგმება ფოსტის პროგრამის მიგრაციის საბოლოო ეტაპი, რაც გამოიწვევს პროგრამის გათიშვას. შედეგად, საფოსტო მომსახურების სერვის ცენტრები ერთი დღით შაბათს, 19 ოქტომბერს არ იფუნქციონირებს. სამუშაო პროცესი ორშაბათს, 21 ოქტომბერს განახლდება. საქართველოს ფოსტა ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხებისთვის”,-აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.
18.10.13