5 საათის წინ
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა
5 საათის წინ
ეროვნული ბიბლიოთეკა და ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ციფრულ ეკოთეკასა და ეკობიბლიოთეკას შექმნიან
5 საათის წინ
ლევან დავითაშვილი – ღვინის ინდუსტრიისთვის წლევანდელი სეზონი რთული იქნება – რთველი კარგად იქნება ორგანიზებული, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება
5 საათის წინ
ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში ინტენსიურად ინფექცია არ ცირკულირებს, რაც კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რომ ისევ დავიწყოთ დიდი ქორწილები, შეკრებები, დღეობები
1 დღის წინ
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება

„რუსთავი 2“-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა დღეს იგეგმება. შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ჯარჯი აქიმიძემ ითხოვა.

შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ უცნობია.

ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.

როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განახადა, ისინი ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. „იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე“, – აღნიშნა დავით დვალმა.

Please follow and like us: