• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვა სვეტიცხოველში, აღსაყდრების დღეს

7 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვა სვეტიცხოველში, აღსაყდრების დღეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენ წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამათმთავრისა.

მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.

მუხლს ვიხრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას.

თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის – ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება: უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს.

ქართველ ერს დღემდე შერჩა ცხოვრების ორომტრიალისაგან გამობრძმედილი მრავალმხრივი შინაგანი ენერგია. ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ მასზე ღვთით მინიჭებული ეს დიდი მადლი და შევეცადოთ, რომ ხალხმა სასახელოდ გამოიყენოს იგი, ქრისტეს მრძღვრება, რომელიც თავად მოძღვარმა საკუთარი სისხლით დაწერა, და სისხლით დაიცვა ჩვენმა ერმა, ისევე ძვირფასი და ისეთივე გზის მაჩვენებელია დღეს ჩვენთვის, როგორიც იყო წარსულში. ქართველმა ერმა დღესაც სარწმუნოების მადლითა და ღვთისაგან მინიჭებული ენერგიით უნდა იბრძოლოს მშვიდობის, სიკეთისა და დიდი მომავლისათვის. სარწმუნოების სიყვარული ქართველი ერისა, მისი სულიერი ენერგიიდან გამომდინარეობდა და იმავე ენერგიით უნდა შეიცნოს დღევანდელმა ქართველმაც „ახალი აღთქმის“ სიბრძნე. ამ სიბრძნით შეიარაღებულმა ისწავლოს, იშრომოს და იცხოვროს, რომ მის ცოდნას და ცხოვრებას ღვთის ზეგარდმო ნათელი ადგეს და ამავ კურთხეული ქვეყნიდან ემზადებოდეს მომავალი, მარადიული ცხოვრებისათვის.

ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანულ სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის პირველი საზრუნავი.

ჩვენი მომავალი საქმიანობა ვრცელი და მრავალმხრივი უნდა იყოს. აქ უმთავრესი აღვნიშნე მხოლოდ. მაგრამ ცოტა რამ სხვა საკითხებზეც უნდა ვთქვათ…

ჩვენ ვემსახურებით სიკეთეს… წარმოუდგენელია ქრისტიანი სიკეთის გარეშე… ვერც სიყვარული, ვერც სასოება ვერ იარსებებს სიკეთის გარეგან. ვერც სათნოება და ვერცა მშვიდობა ვერ დამყარდება კაცთა შორის, სიკეთის გარეშე. სიკეთის მადლი უნდა დამკვიდრდეს და განმტკიცდეს ჩვენს ერში. და არა მარტო ჩვენს ერში! უკეთურობა უნდა მოვსპოთ. სიკეთის ნათელი უნდა უძღვოდეს მუდამ ჩვენს საქმიანობას.

უნდა მევეხო შრომის საკითხსაც… შრომის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. ვერც მშვიდობას მოვიპოვებთ შრომის გარეშე, ვერც სარწმუნოებას განვიმტკიცებთ, ვერც სასოებას მოვუმზადებთ რაიმე საფუძველს, ვერც სიყვარულს მივწვდებით. დიდი ილია ჭავჭავაძე თავის „აჩრდილში“ კავკასიონის თეთრი მთებიდან ადიდებდა შრომის სუფევას და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ისე ავამაღლოთ მოყვასთა სულიერი სისპეტაკე, რომ შრომა ყველასათვის მომავლისა და სასოების წყაროს წარმოადგენდეს.

ჩვენ, იმისათვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ წმინდა ეკლესიის მომავალი საქმიანობა, შინაგანი მთლიანობა გვჭირდება. ასეთი მთლიანობის აუცილებლობა აწუხებდა ალბათ მოციქულ პავლეს, როდესაც კორინთელებს მისწერა: „ხოლო გლოცავთ თქვენ, ძმაო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რაითა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქვენ შორის წვალებაი, არამედ იყავით განმტკიცებულნი მითვე გონები თა და მითვე მეცნიერებითა“ (1 კორინ. 1,10). იქ, სადაც მთლიანობა ირღვევა, ირღვევა ერთმანეთის სიყვარულიც, ძირი ეთხრება სასოებასაც, სუსტდება სარწმუნოებაც. გამთიშველობა იგივე ცოდვა და ბოროტებაა და ჩვენი წმიდათაწმიდა ვალია, არ დავუშვათ ასეთი ბოროტება. ჩვენ მუდამ ერთად უნდა ვიყოთ, მამათმთავარი და მღვდელმთავრები, პატიოსანი მღვდლები და ყველა მსახური ეკლესიისა; ჩვენ გარშემო კი, ჩვენთან ერთად უნდა იდგეს ყველა მორწმუნე ქრისტიანი. და როდესაც არამორწმუნე დაინახავს ასეთ მთლიანობასა და სიტკიცეს, ისიც მოაკითხავს ჩვენს ურღვევლობას, ეზიარება იმ სიბრძნეს, რომელსაც მაცხოვარმა „ახალი აღთქმა“ უწოდა.

მაშ ასე, შრომასა და ბრძოლაში გამობრძმედილო, ქრისტეს სჯულის ერთგულო ძვირფასო სამწყსოვ!

შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ… რომ ქართული ეკლესიების ზარების რეკვა წინანდებურად ომისა და უბედურების მაცნე კი არ ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის, არამედ სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის, შრომისა და სიკეთის ზეიმისა. „მადლი უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღმრთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისაი თქვენ ყოველთა თანა, ამინ“ (2 კორინ. 13,13).”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

თამაზ ურთმელიძემ, “რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების შუამდგომლობა ზიანის ანაზღაურებაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა

11 years ago

“თბილისი პანორამის” დღემდე უცნობი სკანდალური დეტალები

12 years ago
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარის მიღება შეეძლებათ

9 years ago
პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მაღალი მოთხოვნა მზარეულის სპეციალობაზე დაფიქსირდა

პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მაღალი მოთხოვნა მზარეულის სპეციალობაზე დაფიქსირდა

9 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by