• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი

7 years ago
in პერსონა
A A
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
25
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყველაფერი ერთი უბრალო ვარსკვლავით დაიწყო.

შემდეგ  ბევრი შრომით, მონდომებით და გათენებული ღამეებით გაგრძელდა.

დღეს კი მხატვარ ძმებ ვალეტოვებს ბევრი იცნობს, განსაკუთრებით სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომელსაც ერთხელ მაინც თვალში მოხვდებოდათ მათი გვერდი და ის საოცარი ნახატები, რომელსაც თვითნასწავლი ფერმწერები საკმაოდ მოკლე დროში ქმნიან. ანზორი და თემო ბათუმიდან არიან, მხატვრობით გატაცება ოჯახურ მემკვიდრეობად ერგოთ, მხატვარი მამისგან შეიყვარეს საღებავების სუნი და ტილოზე გადატანილი სიფერადე. შემდეგ თვითონაც სცადეს ბედი და დღეს ამ საქმის გარეშე საკუთარი თავი არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია.

ცნობილი თუ უცნობი ადამიანების პორტრეტებს ძმები ვალეტოვები შეკვეთით ხატავენ და თითოეულ მათგანში დიდ ემოციას და გრძნობას დებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელოვნება მართალი საქმეა და არ შეიძლება ტილოზე რამე ყალბი ან ხელოვნური იყოს.

საკუთარი სტილი აქვთ, რეალისტურ პორტრეტებს ძირითადად შავ-თეთრი ტონალობებით აცოცხლებენ და ნატურის ხასიათს განსაკუთრებით გამოკვეთავენ. მოდილიანის არ იყოს, მიაჩნიათ, რომ თვალები სულის სარკეა, სულში ჩაწვდომა კი რეალისტური ნახატის შესაქმნელად აუცილებელი წინაპირობაა.

მე თუ მკითხავთ ეს ენერგიული და პერსპექტიული ძმები, რომლებიც განვითარებას და ტექნიკის დახვეწას სამხატვრო აკადემიაში სწავლით ცდილობენ, სულის მხატვრები არიან. ტილოზე ადამიანების გაცოცხლება კი ნამდვილად, რომ სულაც არაა ადვილი საქმე.

რას ნიშნავს მხატვრობა მათთვის და როგორი სამუშაო გარემო სჭირდებათ ყველაზე ცოცხალი ნახატების დასახატად, ამაზე   „თბილისი თაიმსს“  მხატვარი ძმები ანზორ და თემო ვალეტოვები ესაუბრნენ.

ანზორი :

-პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ხელოვნებით და ჩვენი შემოქმედებით. თვითნასწავლი მხატვრები გახლავართ და სწორედ ხატვა იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, ისევე როგორც პროფესიად.

ხატვა თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ მემკვიდრეობით გვერგო,  მაგრამ ის, საითკენაც  ახლა მივდივართ და საიდანაც აქამდე მოვედით,  დიდი შრომის შედეგია. მამა მხატვარია,  ბავშვობაში პირველად თემომ სცადა ვარსკვლავი დაეხატა და სწორედ მისი ხატვის ტექნიკით აღფრთოვანებულმა  გაგვიზიარა ეს ნამუშევარი.  პირველი ინტერესი სწორედ აქედან გაჩნდა.

ზოგადად რთული ვერ შეიძლება იყოს ის, რაც გიყვარს. მოდილიანმა არა ბუნება, არამედ სული დაინახა. ნახატი, რომელშიც სული დევს იშვიათია და განუმეორებელი ეგზემპლარია ნამდვილად. ჩვენ ვხედავთ ადამიანების ბუნებასა და ხასიათს, როდესაც ვიღებთ შეკვეთებს და ვცდილობთ მთელი გრძნობით ფურცელზე გადავიტანოთ. სიმბოლურ დატვირთვას რაც შეეხება, ეს საზოგადოების მოთხოვნებიდან უფრო მეტად გამომდინარეობს, რადგან პორტრეტის ჟანრი ძალიან პოპულარულია და ბევრს სურს საკუთარი ან ახლობელი ადამიანის ნახატი ჰქონდეს.

რით განვსხვავდებით სხვა ხელოვანებისგან და რა არის ჩვენი ნიშა? ალბათ, სწორედ ის რომ არც არასდროს ვედრებით სხვებს და მათ შემოქმედებას.  მიგვაჩნია,  განსხვავება შედარებითია, არსებობს კარგი და ცუდი ნახატი, მაგრამ არ არსებობს ცუდი მხატვარი. ხატავენ პროფესიონალურად, ხატავენ სულით და არსებობს მხატვრები, რომლებიც ამ ორ დიდ შთაგონებას ერთმანეთს უკავშირებენ. ხალხს კი მივანდოთ იმის არჩევას, რომელს მივეკუთვნებით ჩვენ.

თემო :

-სოციალურმა ქსელმა  დიდი როლი ითამაშა და თამაშობს ჩვენი ნამუშევრების პოპულარიზაციის საქმეში. მართლაც რომ ძალიან გვეხმარება ჩვენი ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაცნობასა და რეკლამირებაში, როგორც  Facebook-ი, ასევე Instagram, flicker-ი, LinkedIn-ი, YouTube-ი და სხვა მრავალი. ამაჟამად ჩვენს ორ PR მენეჯერთან ერთად ვცდილობთ დავხვეწოთ ჩვენი გვერდები და მომსახურება და მუდმივი სიახლეები შევთავაზოთ ჩვენი გვერდების მომხმარებლებს.

რას ნიშნავს მხატვრობა ჩვენთვის? ეს სულის ამოძახილია, გონებისა და სულის თავისუფლებაა, სხვა სამყაროა, რომელიც ჩვენს ნახატებში გამოჩნდება, ნახატებში, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთეულებმა იცის.

არ ვფიქრობთ და არც გვინატრია როდესმე, რომელიმე კონკრეტულ მხატვარი ვყოფილიყავით, მოგვწონს ის ვინც ახლა ვართ. რაც შეეხება მიმდინარეობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს გამოფენაზე იხილავთ ამას უფრო დეტალურად.

როგორია ჩვენი სამუშაო გარემო?  მას  ხშირად ხედავს ჩვენი გვერდის მომხმარებლები. ოთახი სადაც ყველგან ნახატებია, საჭირო განათება, გემოვნებიანი მუსიკა და კომფორტი, რომელიც სხისთვის შეიძლება ქაოსად ჩაითვალოს- ეს ჩვენი გარემოა…

ძმები კარგი მეგობრები და კოლეგები ვართ.  ერთმანეთს ხშირად ვუზიარებთ ჩვენს აზრებს და ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რასაც მამა გვირჩევს. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ როდესაც ჩვენს წინა წლების ნახატებს გადავხედავთ რადიკალური განსხვავება იგრძნობა და უფრო და უფრო ვვითარდებით ტექნიკურად.

სამომავლო გეგმები ბევრი და მრავალფეროვანია, ეს კი ერთერთი რამ იქნება, რასაც საიდუმლოდ დავტოვებთ და მალევე სიურპრიზის სახით შევთავაზებთ საზოგადოებას“.

ავტორი: ანა ურუშაძე

Share10Tweet6

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

CNN: ჩინეთმა რუსეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევაზე მზაობა გამოთქვა

CNN: ჩინეთმა რუსეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევაზე მზაობა გამოთქვა

4 years ago
30 ივნისი ხელნაწერის დღედ დაწესდება

30 ივნისი ხელნაწერის დღედ დაწესდება

11 years ago
კომაროვის კურსდამთავრებული, რომელმაც ამერიკის უნივესიტეტში სრული დაფინანსებით ჩააბარა

კომაროვის კურსდამთავრებული, რომელმაც ამერიკის უნივესიტეტში სრული დაფინანსებით ჩააბარა

5 years ago

ჯონ კერი: „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ”

10 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by