• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნეტა შემეძლოს სიბერის შეჩერება: ბებია და შვილიშვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანეს

7 years ago
in პერსონა
A A
ნეტა შემეძლოს სიბერის შეჩერება: ბებია და შვილიშვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანეს
16
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გივიკო და ნათკა დღეს ინტერნეტ-სივრცეში ყველაზე პოპულარული ბებია-შვილიშვილია. ვიდეოებს, რომლებსაც გივიკო საყვარელ ბებიას ყოველდღიურად უღებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ტვირთავს, ასი ათასობით ნახვა აქვს.

დამეთანხმებით, ბებია-ბაბუების შვილიშვილებისადმი სიყვარული განსაკუთრებული გრძნობაა. ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ბებია-ბაბუები მზად არიან ყველაფერი დათმონ შვილიშვილებისთვის. უანგაროდ გაიღონ მსხვერპლი მათი ბედნიერებისთვის, კეთილდღეობისთვის. ასეა ნათელა ბებოც, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს შვილიშვილები. თუმცა ზოგჯერ  უბრაზდება კიდეც გივიკოს. ეს მაშინ, როცა ნათკა ბებოს ვიდეოებს ინტერნეტში „წერს“.

– სამწუხაროდ, „უდიპლომო სასიძო“ ვარ. ძალიან მინდოდა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ოჯახური პირობებიდან გამომდინარე ვეღარ გავაგრძელე. ვმუშაობ კულტურის ცენტრში, როგორც მომღერალი და სხვადასხვა ღონისძიების წამყვანი. ასევე სხვადასხვა ქალაქებში მაქვს ივენთები. ვცხოვრობ გურიაში, ჩოხატაურის რაიონში. ეს არის ყველაფერი, რაც ჩემ შესახებ შემიძლია გითხრათ.

– თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ, სად გაიზარდეთ, როგორი ბავშვი იყავით?

– დავიბადე და გავიზარდე ჩოხატაურის რაიონში, აქ დავამთავრე სკოლა. აქტიური ბავშვი ვიყავი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე. სულ სიმართლის სადარაჯოზე ვიდექი.

– ბებია ბავშვობაშიც ისე ძლიერ გიყვარდათ, როგორც ახლა?

– კი, ბებია ყოველთვის ძალიან მიყვარდა. უბრალოდ მაშინ სოციალური ქსელი არ იყო, ამიტომ მხოლოდ მეზობლები და ახლობლები ხედავდნენ ჩვენ დიდ სიყვარულს. ძალიან ლამაზი გოგო იყო ჩემი ნათკა. ნეტავ შემეძლოს სიბერის შეჩერება, ნეტა შემეძლოს მისგან მისი დაცვა. ბევრი სირთულე გამოიარა, მაგრამ ხშირად მიფიქრია, შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ყოველთვის, როცა უარყოფით პასუხამდე მივდივარ, ბებია და ბაბუა მახსენდება. ბაბუა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. არ ვიცი რამდენი წელი იცხოვრეს ერთად. ფაქტია, ძალიან ბევრი… არც ის ვიცი, რა პრობლემები ჰქონდათ, რაზე კამათობდნენ, უფიქრიათ თუ არა დაშორებაზე. ვიცი მარტო ის, რომ ბებია დღემდე ძალიან თბილად იხსენებს და ამბობს, რომ საუკეთესო ქმარი ჰყავდა და რაც ის გარდაიცვალა, თავადაც აღარ ცოცხლობს. ხშირად მიყვება ხოლმე, როგორ უყვარდა ბაბუას და როგორ ვერ უბედავდა თქმას. როგორი წყვილი იყო, როგორი ოჯახი შექმნეს და როგორ ზრდიდნენ შვილებს. მე ბაბუა თეთრი თმით და წვერით მახსოვს. უზომოდ თბილი ადამიანი იყო, ისეთი თბილი, რომ აგრესია ვერასოდეს ვერ გაგიჩნდებოდა. და კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, ყოველთვის, როცა ბებიას თვალებში ბაბუის გახსენებაზე მომდგარ ცრემლს ვხედავ, ვხვდები, რომ შეიძლება.

– ხშირად გაძლევთ ბებია რჩევა-დარიგებებს?

– კი, საკმაოდ ხშირად.

– და რამდენად ხშირად ითვალისწინებთ?

– შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ყოველთვის ვითვალისწინებ. ერთხელ მითხრა, იმაზე ნერვიულობის ნაცვლად, რაც შესაძლოა არ მოხდეს, გიჯობს ის დააფასო და შეირგო, რაც ახლა გაგაჩნიაო და ყველა ის სიმდიდრე ჩამომითვალა, რაც მართლაც გამაჩნია: ჯანმრთელობა, ძმა, მშობლები, ნიჭი, მეგობრები.

ჩემი დილა იწყება ყავასთან და ბებიასთან ერთად მისი რჩევებით, რომელიც არის იმედებით, სიყვარულით სავსე. ნამეტანი ბედნიერი ადამიანი ვარ. მსოფლიოში საუკეთესო ბებიას შვილიშვილი ვარ. გათენება მიხარია მასთან ერთად.

– ხშირად გიბრაზდებათ?

– მხოლოდ მაშინ, როცა გაიგებს, რომ ფეისბუქზე „დავწერე“.

– ახლა მასთან ერთად ცხოვრობთ?

– კი, მასთან ერთად ვცხოვრობ. მენანება და ძალიან მტკივა მის გარეშე გატარებული ყოველი დღე.

– თქვენ გარდა სხვა შვილიშვილი თუ ჰყავს და მათთან როგორი დამოკიდებულება აქვს?

– კი, ჩემ გარდა კიდევ სამი შვილიშვილი ჰყავს და მართლა ყველა ერთნაირად ვუყვარვართ.

– სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული ბებია-შვილიშვილი ხართ. რამ განაპირობა თქვენი პოპულარობა და ბებია როგორ შეხვდა ამ ამბავს, უკითხავთ ხოლმე კომენტარებს?

– არ ველოდი ამხელა სითბოს, სიყვარულს, ამდენ დადებით ემოციას. ძალიან დიდი მადლობა ყველას. გაუცნობლად მეძვირფასება ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემთვის ერთი თბილი სიტყვა ემეტება. 2015 წლიდან დღემდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი მათბობს და მახარებს. რაც შეეხება ნათკას, მიხარია, რომ ზუსტად დავანახე ხალხს ჩვენი სიყვარული და მისი საოცარი ადამიანობა. უფრო მეტად ბედნიერი ვარ, რომ ჩემზე მეტად უყვართ და ელოდებიან.

– არაჩვეულებრივად მღერით. თქვენი ნიჭის შესახებაც მოგვიყევით. სიმღერას რა ადგილი უკავია თქვენ ცხოვრებაში, რამდენი წლიდან მღერით და ახლა სად მოღვაწეობთ?

– დიდი მადლობა, მიხარია ეს შეფასება. პატარა ასაკიდან ვმღერი. სიმღერა ჩემი სულის ნაწილია, ძალიან მეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მტკივა, როცა დეპრესიას ვებრძვი. ახლა დროებით ვისვენებ, რადგან ეს დრო ყველაზე ძვირფასია და ნათკას სჭირდება.

– როცა ბებია თქვენს სიმღერას უსმენს, ალბათ ძალიან ამაყობს…

– ამაყობს და ძალიან ბედნიერია. დასტურად ვიდეოც შემიძლია გამოგიგზავნოთ…

წყარო: sputnik-georgia.com

Share6Tweet4

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

10 years ago
“არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ”

“არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ”

2 years ago
საპატრიარქომ მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადება გაავრცელა

საპატრიარქომ მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადება გაავრცელა

12 years ago
ამერიკული რესტორნების ქსელი მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს

ამერიკული რესტორნების ქსელი მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს

10 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by