• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ზაზა ცოტნიაშვილი: საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, სპორტი არ არის ხელმისაწვდომი

7 years ago
კატეგორია: რჩევები
A A
ზაზა ცოტნიაშვილი: საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, სპორტი არ არის ხელმისაწვდომი
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რა იცის საქართველოს მოსახლეობამ სპორტული განათლების შესახებ და რამდენად განვითარებულია სპორტი საქართველოში – ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც, ერთი შეხედვით, ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. თუმცა, ამ მხრივ, სიტუაცია იდეალური არ არის. იმისთვის, რომ ყოველმა ადამიანმა სწორად გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, საჭიროა, ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდეს მას მოცემულობები, რომლებიც მისცემს მოტივაციას, აკონტროლოს დრო, საკუთარი გარეგნობა და ჯანმრთელობა.

სწორედ ამ საკითხების ირგვლივ, „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „განათლების სახლის“ დამფუძნებელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი პასუხობს.

რა დონეზეა სპორტული განათლება ჩვენს ქვეყანაში?

მდგომარეობა საგანგაშოა. საერთოდ, საქართველოში საზოგადოებას წაროდგენა არ აქვს სპორტული განათლების შესახებ. ეს არის სკოლამდელი და სკოლის აღზრდის პრობლემა, სადაც ფიზკულტურის პედაგოგები მიჩნეულნი არიან მეორეხარიხოვან ადამიანებად.სინამდვილეში, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ფიზიკური აღზრდის პედაგოგი არის ნომერი პირველი. პირველ ყოვლისა, სწორედ ეს უნდა გამოსწორდეს. ფიზიკური აღზრდის კულტურა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ერი იქნება ჯანმრთელი, თუ ის იქნება ჯანსაღი, მაშინ ძალიან ბევრი სფერო მოწესრიგდება. მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მძიმე სიტუაციასთან, სადაც ადამიანებს ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ ფიზიკურ აქტივობებზე, სწორ კვებაზე. შედარებით გვიან პერიოდში, როდესაც „მოდაში“ შემოვა ხოლმე, მაშინ წყვეტენ ქალები და კაცები, საკუთარი სხეული აკონტროლონ. აქედან ჩანს, რომ მთლიანი საზოგადოების 90%-ს აქვს პრობლემა სპორტულ განათლებასთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია უმძიმესია, რაც  აისახება არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ – ჯანმრთელობაზე.

გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდი ჰაერია, ამასთანავე, ცუდი ფიზიკური მდგომარეობა იწვევს უარავ დაავადებას. ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველდღიური აქტივობა – იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაავადებები.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ. თეატრმცოდნეა, ნოდარ გურაბანიძე, რომელთანაც მე ვმეგობრობ და მისგან რჩევებს ვიღებ ხოლმე. 89 წლის გახდა რამდენიმე დღის წინ. ეს კაცი ყოველ დილით ჩოგბურთს თამაშობს და შემდეგ ცურავს, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ გამოიყურება. პრაქტიკულად, არც კი აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მე მიმაჩნია, რომ, გარდა კარგი პედაგოგებისა და ტრენინგებისა, სკოლებში კარგი იქნებოდა ამ მიმართულებით საგანგებო საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა.

ვის მიერ უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები?

ეს ხელისუფლების გასაკეთებლია. ამერიკაში გარეუბნები არის ტყეში. აქ ჩოგბურთის კორტები არის სრულიად უფასო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაკავდეს ფიზიკური ვარჯიშებით მაშინ, როდესაც, მაგალითად, თბილისში მშობელმა რომ გადაწყვიტოს, ჩოგბურთზე შეიყვანოს საკუთარი შვილი, ეს დაუჯდება მას კატასტროფულად ძვირი. მთავრობისგან უნდა გადაიდგას აქტიური ნაბიჯები, რომ წრეები იყოს უფასო და ყველასთვის  ხელმისაწვდომი.შესაძლოა, ბავშვები პროფესიონალები ვერ გახდნენ, მაგრამ მათ ჩამოუყალიბდებათ ჯანსაღი ცხოვრების კულტურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რა შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ ფიზიკური დატვირთვის მოცულობამ მოზარდზე უარყოფითად იმოქმედოს?

ზომიერება ყველაფერში აუცილებელია. ძალიან მძიმე ფიზიკური დატვირთვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ამასაც თავისი ცოდნა, განათლება და კულტურა სჭირდება. არ შეიძლება დღეში ერთხელ ვარჯიში და ისიც ძალიან დატვირთული. ეს ყველაფერი უნდა იყო გეგმაზომიერი და კარგად უნდა გადავანაწილოთ. დილის გამამხნევებელი, მსუბუქი ვარჯიში ნებისმიერი ადამიანისთვის არის ძალიან  მნიშვნელოვანი – ყოველდღიურად.

რა მიზეზებს გამოყოფდით, რაც საქართველოში ხელს უშლის სპორტის განვითარებას?

უპირველესად, ხელს უშლის ის, რომ არასწორად ვაფასებთ ფიზიკურ განათლებას  და სპორტის მიმართ დამოკიდებულება არაჯანსაღია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, სპორტი არ არის ხელმისაწვდომი. არ არის შესაბამისი ცოდნა და განათლება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილებს ჩამოუყალიბონ ცხოვრების ჯანსაღი წესის კულტურა. ამასთან დაკავშირებით, მაგალითისთვის, საჭიროა საინფორმაციო აქტივობების მოწყობა, საჯარო ლექციების ორგანიზება და ა.შ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობისა და შესახაბამისი განათლების შესახებ.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share6Tweet4

ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად
ახალი ამბები

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად

05/05/2026
მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
ახალი ამბები

მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

03/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
რამდენად ეფექტურია სარეცხი საპნით კანის დაბანა – ზაზა თელია განმარტავს
ახალი ამბები

რამდენად ეფექტურია სარეცხი საპნით კანის დაბანა – ზაზა თელია განმარტავს

01/03/2026

საინტერესო

გოგი თოფაძე პარლამენტს ტოვებს

გოგი თოფაძე პარლამენტს ტოვებს

11 years ago

რომელი ფარმაცევტული კომპანიის მომსახურებით ხართ კმაყოფილი?

12 years ago
ნოე რამიშვილის პასპორტზე სიმბოლურად ქართული შტამპი დაფიქსირდა

ნოე რამიშვილის პასპორტზე სიმბოლურად ქართული შტამპი დაფიქსირდა

11 years ago
გიორი გაჩეჩილაძემ “მაესტროს” დირექტორის პოსტზე ძმა დაასახელა

გიორი გაჩეჩილაძემ “მაესტროს” დირექტორის პოსტზე ძმა დაასახელა

11 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by