• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩაძირულ ძველრომაულ გემზე ასამდე უცნაური ამფორა აღმოაჩინეს

7 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
ჩაძირულ ძველრომაულ გემზე ასამდე უცნაური ამფორა აღმოაჩინეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ესპანეთის კუნძულ მალიორკის სანაპიროს სიახლოვეს, არქეოლოგებმა უიშვიათესი განძი აღმოაჩინეს. საქმე ეხება არა ოქრო-ვერცხლს, არამედ გამომწვარი თიხისგან (ტერაკოტა) დამზადებულ ქოთნის მსგავს 93 ჭურჭელს, იგივე ამფორას, რომლებიც 1700 წლის წინ ჩაძირულ რომაულ გემში იპოვეს.

ულამაზეს ამფორათა უმეტესობა ჯერ კიდევ ხელუხლებელი და დალუქულია, შესაბამისად, არის შანსი, რომ შემონახული იყოს შიგ არსებული შემცველობაც.

ჩაძირული გემი ნაპირიდან სულ რაღაც 50 მეტრში აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფელიქს ალარკონმა ზღვის ფსკერზე კერამიკის ნამტვრევები შენიშნა.

იმის გამო, რომ ობიექტი ქალაქ კან-პასტილიის პოპულარული ტურისტული პლაჟის სიახლოვეს იყო, ესპანეთის მთავრობამ ბალეარის კუნძულების საწყლოსნო არქეოლოგიის ინსტიტუტს გათხრების სასწრაფოდ დაწყება დაავალა.

შედეგად, მეცნიერებმა მიაგნეს პატარა, 10 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გემს, რომელშიც სათუთად იყო ჩალაგებული ამფორები. სავარაუდოდ, ის სავაჭრო ხომალდი უნდა ყოფილიყო, რომელსაც საქონელი პირენეს ნახევარკუნძულსა და რომს შორის გადაჰქონდა; კუნძული მალიორკა სწორედ მათ შორის მდებარეობს.

იმის გამო, რომ ამფორების უმეტესობა დაუზიანებელია, არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ნავის ჩაძირვის მიზეზი ცუდი ამინდი არ უნდა ყოფილიყო. განიხილება ორი მთავარი ჰიპოთეზა — გემი ან როგორღაც გაიხვრიტა, ან ეკიპაჟის წევრებს შორის ატეხილი შეხლა-შემოხლის გამო გადაყირავდა.

შეიძლება, ჩაძირვის მიზეზი ვერც ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ ამფორები უთუოდ გვეტყვიან, რა საქონელი გადაჰქონდა გემს.

ამოფრების წარმომავლობიდან გამომდინარე, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მათში საკვები პროდუქტებია, მაგალითად, ღვინო, ზეითუნის ზეთი ან რომში ფრიად მიღებული ფერმენტირებული თევზის სოუსი სახელად გარუმი, პირენეს ნახევარკუნძულის პროვინცია ლუზიტანიიდან.

ამოფრები ჯერ არ გაუხსნიათ და ამჟამად მალიორკის მუზეუმში, წყლით სავსე აუზებში ინახება, რათა მოხდეს გამტკნარება.

ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ზღვის წყლის მარილის კრისტალებმა შეიძლება მათი დამსხვრევა გამოიწვიოს.

„ამფორები 1700 წლის განმავლობაში იყო წყალქვეშ და არ გვსურს, რომ რაიმე შეცდომა დავუშვათ. მათზე ამოტვიფრული წარწერების გაშიფვრის შემდეგ ბევრ გავიგებთ ვაჭრების, მათი პროდუქტებისა და მარშრუტის შესახებ“, — ამბობს არქეოლოგი კიკა კოლი.

კვლევის დასრულებას და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას არქეოლოგები უახლოეს რამდენიმე თვეში ვარაუდობენ.

აღსანიშნავია, რომ ჩაძირული გემი ადგილზე დატოვეს, როგორც ისტორიული ძეგლი.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო : 1tv.ge

Share2Tweet1

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by