• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სვეტიცხოვლობა – დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა

7 years ago
in რელიგია
A A
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა
11
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სვეტიცხოვლობა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. „თბილისი თაიმსი“ სვეტიცხოვლობის შესახებ სამგორის რაიონის, სოფელ ნასაგურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარ მამა გიორგის ესაუბრა.

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, უშუალოდ სვეტიცხოვლობის ისტორიაზე საუბრამდე წინა მოვლენები გავიხსენოთ, რათა უფრო მარტივად დავაკავშიროთ ერთმანეთთან.

ქართლის ცხოვრების მიხედვით, მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, ებრაელებმა საქართველოში ჩამოაბრძანეს ძველი აღქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე-წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი (სამოსი), მათ იქადაგეს ერთი ღმერთის თაყვანისცემა. ქართველები ებრაელებს ურიებს უწოდებდნენ. საყურადღებოა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე საქართველოში უკვე იცოდნენ ერთი ღმერთის შესახებ, რომლისაც სწამდათ. იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადრეკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. თუმცა მალევე შეიტყვეს, რომ  „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი“. ოცდაცამეტი წლის შემდეგ, ანა მღვდელთმთავარმა ჩვენთან მყოფ მცხეთელ ურიებთან გამოგზავნა მოციქული, რომელმაც შეატყობინა ურიებს რომ იერუსალიმში არსებობდა ადამიანი, რომელიც ქადაგებდა ერთ ღმერთს და ამიტომ იმართებოდა საბჭო. საქართველოდან ურიებმა გაგზავნეს ლონგინოზი და ელიოზი.

ამ დროისთვის არსებობდა ებრაელთა 12 ტომი, ერთ-ერთი იყო სამღვდელო ტომი, რომლის წევრიც იყო ელიოზის დედა, შესაბამისად ელიოზის იერუსალიმში წასვლა არ არის შემთხვევითი. მოგეხსენებათ უფლის წამების შემდეგ ებრაელებმა მისი ტანსაცმელი განიყვესო, თუმცა როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, კვართი უნდა ყოფილიყო მთლიანი და სასწაულებრივად იგი ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად და წამოასვენეს ქართლში. როცა მაცხოვარი გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, „საშინელითა კრჩხილებითა“ და დაიძახა, რომ მათ დაღუპეს მაცხოვარი და დაღუპეს ერი. ამის თქმის შემდეგ იგი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო როდესაც ელიოზი და ლონგიზოლი მცხეთაში შემოვიდნენ მათ შეეგებათ ელიოზის და-სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელს ქართლში. კვართი სიდონიას გაციებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ამასთანავე მიცვალებულიც ვერ დაძრეს ადგილიდან. ელიოზმა თავისი და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა. ამ სასწაულის შემდეგ ყველა მხრიდან მოდიოდა ხალხი და ადრეკი მეფემ ერთი ღმერთის არსებობაც დაიჯერა.

სულთმოფინების შემდგომ მოციქულებმა წილი ჰყარეს, რადგან ისინი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ და შესაბამისად გაინაწილეს მხარეები, სადაც იქადაგებდნენ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ქართლის მოქცევა ხვდა წილად, რაც ასევე არ არის შემთხვევით (მაცხოვრის კვართი საქართველოში ესვენა). მაცხოვარმა ყოვლადწინდა ღვთისმშობელს ანდია პირველწოდებულზე უთხრა, რომ იგი შვილი იყო მისი, ხოლო ანდრია პირველწოდებულის დედა კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. წილის ყრის შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა, რომ საზეპურო (ზეციურ) ერთან ანდია პირველწოდებული გაეგზავნა და წარეტანებინა მისი ხატი, რომელიც მხოლოდ სახის მიდებით გამოისახებოდა. ასე ხვდა წილად წმინდა ანდრია პირველწოდებულს საქართველოში ქადაგება. მან ქადაგება დაიწყო დიდაჭარიდან, გადმოიარა ოძრხის ხევი, იქადაგა კლარჯეთში, არტანუჯში და დაბრუნდა იერუსალიმში პასექის აღსასრულებლად. მოციქეულს მეორედ დაბრუნებისას თან ახლდნენ სვიმონ კანანელი და მატათა. მატათამ საქადაგებლად სვანეთს მიაშურა, წმიდა ანდრია და წმიდა სვიმონ კანანელი ოსეთს წავიდნენ და მრავალი მოაქციეს, შემდგომ კი აფხაზეთს მიმართეს. წმიდა სვიმონ კანანელი დარჩა ცხუმში, ხოლო წმიდა ანდრია ჯიქეთს წავიდა. ჯიქებმა არ შეიწყნარეს მოციქულის ქადაგება და მისი წამება სცადეს, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩა.

დიდი ხნის გასვლის შემდეგ საქართველოში დაივიწყეს ჯვარცმული მაცხოვარი და კვლავ კერპებს ეთაყვანებოდნენ. ხოლო იერუსალიმში იდევნებოდა ის ვისაც ერთი ღმერთის სწამდა. წმიდა გიორგი კაბადუკიელის წამების ჟამს კაბადოკიაში ცხოვრობდა მართლმორწმუნე ცოლ-ქმარი ზაბულონ და სოსანა. მათ ჰყავდათ ასული ნინო. სოსანა იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის და იყო. ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა თავი უფლისათვის შეეწირათ, თავიანთი ქონება ღარიბებს დაურიგეს, მცირეწლოვანი ასული ძიძას ჩააბარეს აღსაზრდელად, თვითონ კი განდეგილ ცხოვრებას შეუდგნენ. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ წმინდა გიორგი და წმინდა ნინო იყვნენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები. როცა წმინდა ნინომ შეიტყო, რომ უფლის უკერველი კვართი დაფლული იყო წარმართთა ქალაქში, გადაწყვიტა ქართველები ქრისტეს სჯულზე მოექცია. იგი დაუმეგობრდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის გამზრდელს, გაიანეს, რომლებიც ორმოცდაათ ქალწულთან ერთად ელტვოდნენ უსჯულო მეფის, დიოკლეტაინესგან და მათთან ერთად ჩავიდა სომხეთში. სომხეთის მეფის, თრდატის შეუყვარდა რიფსიმე, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი იყო, თუმცა უარის გამო რიფსიმესა და მასთან ერთად მყოფი ქალების წამება გადაწყვიტა, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ნინო ჯავახეთის მთებით ქართლში გადავიდა, იგი ამ დროს 14 წლის იყო. ფარავნის ტბაზე მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აკურთხა, როგორც იცით, მან ჯვარი საკუთარი თმებით შეკრა და მცხეთაში საქადაგებლად სწორედ ამ ჯვირით შემოვიდა. იგი ურიათუბანში დასახლდა.

ამ დროს ქართლში მეფობდა მირიანი. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს, ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც ჰქონდა გაგებული, მის ყურამდე მისული იყო წმიდა კონსტანტინე დიდის მიერ მტრის სასწაულებრივი ძლევის ამბავი. არმაზის დღესასწაულზე წმიდა ნინომ ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე და არმაზის, გაცის და გაიამის კერპები სასწაულებრივად დაიმსხვრა. ის ყველას ეკითხებოდა კვართის ამბავს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი არავის ახსოვდა. ამ ძიებაში ნინომ გაიცნო მცხეთელ ჰურიათა მღვდელმოძღვარი აბიათარი, ელიოზის შთამომავალი, მისი ასული სიდონია და კიდევ ექვსი დედა. წმიდა ნინომ ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქცია, მაგრამ, რადგან მღვდელი არ იყო, ნათლისღების საიდუმლო არ ჩაუტარებიათ. წმინდა ნინოს ქადაგებებს ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა სასტიკი სნეულებისგან სწორად წმინდა ნინოს ქადაგებამ იხსნა, რის შემდეგაც გახარებული მირიან მეფე სანადიროდ წავიდა. ამ დროს მას გულში კვლავ ჩაედო კერპთა და ცეცხლის სიყვარული და გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა საბოლოოდ ირწმუნდა ნინოს ღმერთი. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა, მღვდლები გამოეგზავნა ნათლისღებისთვის. მირიან მეფეს სურდა მღვდლებისა და ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე ტაძარი აეშენებინა, თუმცა მოჭრილი 7 ბოძიდან დედაბოძის აწერა ვერავინ ვერ შეძლო. მირიან მეფემ ლოცვით შეევედრა უფალს, რომ დახმარებოდა და მეორე დღეს, როგორც მემატიანე ამბობს, ცეცხლოვანმა ჭაბუკმა შეძლო ბოძის აწევა და იგი „გაცოცხლდა“ გაბრწყინდა. (სწორედ ამიტომ ეწოდება მას სვეტიცხოველი). ამასობაში კონსტანტინეპოლიდან დაბრუნდნენ მოციქულები. მათ ჩამოჰყვნენ: იოანე ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. წმიდა კონსტანტინე დიდმა ქრისტეს სჯულს შემდგარ მეფეს და ერს გამოუგზავნა ჯვარი და ხატი მაცხოვრისა, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი – კვარცხლბეკი და სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელ იღო მეფემ, დედოფალმა, სამეფო კარმა და სრულიად ქართლმა. საზეიმო ნათლისღების შემდეგ იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, ააშენეს ეკლესია და დატოვეს სასჭვალნი უფლისა, შემდგომ მანგლისს დაიწყეს ეკლესიის შენება და აქ ძელიცხოველის ნაწილი დაასვენეს. მირიან მეფე შეწუხდა. მას სურდა სატახტო ქალაქშიც ყოფილიყო დასვენებული სიწმინდეები. წმიდა ნინომ მეფეს უთხრა, რომ მცხეთაში დიდი სიწმიდე უფლის კვართი ინახებოდა. მეფემ აბიათარ მღვდელი დაიბარა, კვართის ამბავი გამოჰკითხა და სიხარულით აღივსო. მცხეთაში ერთი კლდის თავზე სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით და ერის თანხლებით, მოჭრა ხე, რტოებითურთ წამოასვენა და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი შეუცვლია, არც ფოთლები დასცვენია. შემდგომ სწორედ ამ ხისგან სამი ჯვარი გააკეთეს. ღამით ეკლესიას ვარსკვლავებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადის ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე კი – დასავლეთისაკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვს გაღმა, კლდოვანი ბორცვის თავზე ჩერდებოდა და იქიდან უჩინარდებოდა ზეცაში. ამ სასწაულის გამო წმიდა ნინოს რჩევით მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით თხოთის მთაზე აღამართინა, მეორე – ქალაქ უჯარმაში, მესამე ჯვრისთვის ადგილი ვერ შეარჩიეს და მირიან მეფემ კვლავ ლოცვით შესთხოვა ღმერთს დახმარება.  ღმერთმა მეფეს ანგელოზის პირით აუწყა, რომ ჯვარი აღემართა არაგვის გაღმა კლდოვან ბორცვზე. (იქ სადაც დღეს წმინდა ჯვრის მონასტერია). პატიოსანი ჯვრის აღმართება და ყველა კერპის დამსხვრევა ერთი იყო.

სწორედ წმინდა ჯვრის აღმართვა და საბოლოოდ კერპთა დამსხვრევა აღინიშნება 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას.

ამასთანავე, 14 ოქტომბერს არის წმინდა მელქისედეკის ხსენების დღე, რომელიც მოღვაწეობდა მეათე საუკუნეში და სწორედ მისი დამსახურებითაა სვეტიცხოვლის საბოლოო სახე მიღებული. ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Share4Tweet3

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

მამა ვიტალის ცნობილი გამონათქვამები

მამა ვიტალის ცნობილი გამონათქვამები

5 years ago
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

4 months ago
„დავიწყებთ  აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე,“-გრიგოლ ვაშაძე

„დავიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე,“-გრიგოლ ვაშაძე

7 years ago
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 192  სტუდენტი დააფინანსა

განათლების საერთაშორისო ცენტმა სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოაცხდა

9 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by