• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში შემოსული 30 ახალი ავტობუსი, ძირითადად, დედაქალაქის გარეუბნებს მოემსახურება

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისში შემოსული 30 ახალი ავტობუსი, ძირითადად, დედაქალაქის გარეუბნებს მოემსახურება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა, რომლებიც თერთმეტ მარშრუტზე გავლენ.

ახალი ავტობუსები 6 ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო 8 ნოემბერს – N1, N31, N124 მარშრუტებზე.

12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე.

ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია აგრძელებს დაგეგმილი სატრანსპორტო პოლიტიკის რეალიზებას, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება.

„პირველი და მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. მხედველობაში მაქვს არსებული ავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ დავისახეთ პრიორიტეტად, რომ ჩავანაცვლოთ არსებული ავტოპარკი ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით და ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. ძალიან მალე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც პრობლემურია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. პარალელურად, მეტროში დავიწყეთ მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება: ძალოვანი კაბელების გამოცვლა, არსებული ვაგონების რეაბილიტაცია; უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ასევე, მნიშვნელოვანი მიმართულება არის ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოგვცემს ქალაქში მოწესრიგებულად გადაადგილების შესაძლებლობას.

რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკას ჰყავს კრიტიკოსებიც. არიან ოპონენტები,  რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მერიის მიერ განხორციელებულ ყველა რეფორმაზე, ყველა წინგადადგმულ ნაბიჯზე და წინსვლაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ხაზი გაუსვა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის პარალელურ რეჟიმში განხორციელების აუცილებლობას.

„ჩვენ ვისმენთ და ყველა პროექტზე ხდება ეს: „რა დროს ეს იყო? ჯერ მოგვეცადა. ჯერ ერთი გაგვეკეთებინა და მერე მეორე“. არა, მეგობრებო. ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო. საზოგადოებამ აგვირჩია იმისთვის, რომ განვახორციელოთ რეფორმები, მოვაგვაროთ ქალაქში არსებული პრობლემები, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს.

ჩვენ ვიცდიდით 25 წელი და ვფიქრობ, არავის მოგვწონს ის, რაც ხდება ქალაქში და რა რეალობის წინაშეც აღმოვჩნდით. შესაბამისად, ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოგვარდეს ყველა პრობლემა.

ყველაფერი, რაც დაწყებული გვაქვს, პარალელურად რეჟიმში უნდა გაკეთდეს: ავტობუსების ჩანაცვლება, მეტროს მოწესრიგება, ტაქსის რეფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ნაბიჯი, ყველა პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, საერთო ჯამში მოგვცემს შედეგად იმას, რომ თბილისს ექნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარალელურად, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელსაც ვახორციელებთ, ვითვალისწინებთ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის განახლების მიზნით, 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსები შეიძინა. 50 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსი თბილისში გაზაფხულზე შემოვიდა და მგზავრებს N50, N55 და N71 მარშრუტებზე ემსახურება. რაც შეეხება ISUZU-ს მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე 60 ერთეული შემოვიდა და 10 მარშრუტზე, N4, N10, N28, N34, N42, N56, N66, N78, N103 და N108-ზე გადანაწილდა.

როგორც MAN-ის, ასევე ISUZU-ს მარკის ავტობუსები EURO 6 ემისიის სტანდარტისაა, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა, თითოეულ მათგანში განთავსებულია wifi მოდემი, რომელიც ავტობუსის სრულად დაფარვას უზრუნველყოფს.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

აშშ-ის მთავრობის სტრატეგიული ინვესტიცია საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის განხორციელდება

აშშ-ის მთავრობის სტრატეგიული ინვესტიცია საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის განხორციელდება

11 years ago
გრიპის შემთხვევები  დეკემბრის ბოლოდან  მოიმატებს

გრიპის შემთხვევები დეკემბრის ბოლოდან მოიმატებს

8 years ago
მიმართვა სკოლებს – პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს

მიმართვა სკოლებს – პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს

2 years ago
“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“

ირაკლი კობახიძე- ზაზა ოქუაშვილი გაუგებარი ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას

8 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by