• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხს და „თბილისის მიკროავტობუსში“ გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ხმალაძის თქმით, მიკროვტობუსების კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ ვალუტის კურსიდან, ასევე, საწვავის ფასიდან გამომდინარე, დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პრობლემები ახალი არ არის.

„საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროვტობუსების კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემები. ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს კურსიდან და საწვავის ფასიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პრობლემები არ დაწყებულა წელს და შარშან. სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ მუნიციპალიტეტის არც ერთმა მენეჯმენტმა არ მოისურვა პრობლემების მოგვარება. როცა პრობლემას არ გასცემ პასუხს, დამძიმდება და ოდესღაც უფრო მძიმე მოცემულობის გადაწყვეტა მოგიწევს. ახლა გვაქვს ეს მძიმე მოცემულობა“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებების დროს უთანხმოებას, ვიცე-მერის განმარტებით, ეს ზარალის თაობაზე კომპანიის განცხადებას უკავშირდება.

„კომპანიასთან ჩემი უთანხმოება მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია აკეთებს განცხადებებს, რომ მიიღეს ზარალი. ხარჯები და შემოსავლები არის ერთმანეთის საპირწონე. ამაზე აუდიტორული დასკვნა მზადდება და რეკომენდაციებს იძლევა, რომ იაფი სესხის ჩადება მოხდეს კომპანიაში, გარკვეული კაპიტალის მოძიება და ტარიფის გადახედვა მოხდეს, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია ვერ შესრულდება და არ შესრულდება. თუმცა გამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. კომპანია ჯერჯერობით ზარალზე არ არის. ისინი ზარალს ეძახიან მიუღებელ შემოსავალს. ისინი მუშაობენ ნულოვან მოგებაზე. ხარჯავენ იმდენს, რამდენიც შემოსავალი აქვთ. მათთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულება, რომ ახალი მიკროავტობუსები იყიდონ, ეს გაარღვევს კომპანიას, მაგრამ განსხვავებული ვარიანტებია მოსაძებნი“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ „სითი პარკის“ ბედს კომპანია ვერ გაიზიარებს.

რაც შეეხება ტარიფს, „თბილისის მიკროავტობუსი“ ავტოპარკის განახლების შესაძლებლობას მხოლოდ ტარიფის ზრდის შემთხვევაში ხედავს. ხმალაძე განმარტავს, რომ თუ კომპანია მოგებას ვერ ნახულობს, ტარიფის ზრდა მართლაც გამოსავალია, თუმცა, მისივე თქმით, როცა მერია ხალხს მოუწოდებს, კერძო მანქანებით არ გადაადგილდნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა გაუმართლებელია.

„თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ კომპანია გავაგდოთ და სხვა შემოვიყვანოთ, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება. ტარიფის ზრდას რაც შეეხება, აუდიტორიც ამ რეკომენდაციას იძლევა და ჩვეულებრივ შემთხვევაშიც ეს ყველაზე სწორი გამოსავალია, როდესაც კომპანია მოგებას ვერ ნახულობს გაიზარდოს ტარიფი. მაგრამ არსებობს სხვა ალტერნატივებიც. როდესაც ატარებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას და ხალხს მიუწოდებ, გააჩერო კერძო მანქანები სახლებთან, ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ არის სწორი. ეს კიდევ უფრო უკეთებს დრამატიზებას ამ სიტუაციას. ერთი კვირის ვადაში მექნება გეგმა. ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც, დიდი ალბათობით, ჩვენ არ დავთანხმდებით. ტარიფის ზრდით ფინანსური პრობლემების მოგვარება არის ყველაზე მარტივი და სწორი გზაც, მაგრამ ვითვალისწინებთ ქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ პოლიტიკას, რომელსაც მუნიციპალიტეტი ატარებს. ყველა ვარიანტს განვიხილავ, გარდა ტარიფის ზრდისა“ , – განცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიკროავტობუსების საკითხზე პირველად 27 ნოემბერს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.  კალაძის თქმით, შეგნებულად იკავებდა თავს მიკროავტობუსებთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადების გაკეთებისგან, ვიდრე ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის კვლევის შედეგი არ გახდებოდა ცნობილი. მისივე განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში მიკროავტობუსების როლი, მათი არსებობა მნიშვნელოვანია. თუმცა, მერის განცხადებით, მიკროავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, სასწრაფოდ დაეწყო აქტიური კომუნიკაცია კერძო კომპანიასთან, რომლის მფლობელობაშიც მიკროავტობუსებია. კალაძის განცხადებით, ორი კვირის ვადაში უნდა იყოს წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება.

კალაძის განცხადებას იმავე დღეს უპასუხეს „თბილისის მიკროავტობუსში“.

„თბილისის მიკროავტობუსში“ განმარტეს, რომ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2011 წელს დაიწყეს და გეგმის მიხედვით, შვიდი წლის თავზე ავტოპარკი სრულად უნდა განახლებულიყო. თუმცა „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის, დავით ასანიძის თქმით, იმ პერიოდში დოლარის კურსი დაახლოებით, 1.65-ს შეადგენდა და მათი ბიზნეს გათვლაც ამ კურსზე იყო. „თბილისის მიკროავტობუსის“ გენეალური დირექტორის განცხადებით, წინასწარი გათვლებით, დოლარის კურსი 10 ან 20 პროცენტზე მეტად რომ არ შეცვლილიყო, 2018 წელს ყველა სამარშრუტო ტაქსი განახლდებოდა.

დავით ასანიძე ამბობს, რომ დოლარის კურსის ცვლილებამ, რომელმაც, მისივე განმარტებით, კომპანიას დაახლოებით 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა, ავტოპარკის განახლებას ხელი შეუშალა. „თბილისის მიკროავტობუსში“ პრობლემების არსებობა არ უარყვიათ. ასანიძის თქმით, მიკროავტობუსები მართლაც ამორტიზირდა, დაძველდა და გამოცვლას საჭიროებს. თუმცა, დავით ასანიძემ განმარტა, რომ პარკის განახლება მხოლოდ მგზავრობის საფასურის გაზრდის ხარჯზე იქნებოდა შესაძლებელი. საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდმა ცოლი მოიყვანა

მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდმა ცოლი მოიყვანა

8 years ago
შემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს

შემოსავლების სამსახური გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის საბაჟო კონტროლს განახორციელებს

11 years ago

თენგიზ კიტოვანი: „აი, ასე დაამთავრეს ჟვანიასა და უსუპოვის სიცოცხლე!..“

13 years ago

ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

11 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by