• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ ვიმოგზაუროთ სტუდენტებმა დიდი ხარჯების გარეშე?

7 years ago
კატეგორია: მოგზაურობა
A A
როგორ ვიმოგზაუროთ სტუდენტებმა დიდი ხარჯების გარეშე?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სტუდენტობა არის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც გაქვს ბევრი ენერგია, ძალიან ცნობისმოყვარე ხარ და გაინტერესებს სხვადასხვა ქვეყანა, რამდენის ოცნებაა პარიზი, რომი, მადრიდი, ბარსელონა, ლონდონი და ა.შ. რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი, როდესაც არსებობს არაერთი საშუალება ამ ოცნებების ასასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა დიდ ხარჯებთან ასოცირდება. The Tbilisi Times გაესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ათინა სიხარულიძეს, რომელიც არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი და რამდენიმე რჩევასაც სთავაზობს ჩვენს მკითხველს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვიმოგზაუროთ თავისუფლად და ეკონომიურად.

მოგვიყევით თქვენ შესახებ.

მოგესალმებით. მე ვარ ათინა სიხარულიძე, 22 წლის. წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მივიღე ნეოგრეცისტის (ახალი ბერძნული ენის სპეციალისტის) ბაკალავრის ხარისხი. ამჟამად მთარგმნელობითი საქმით ვარ დაკავებული. ვფლობ რუსულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებს, ასევე სასაუბრო დონეზე ვიცი ესპანური და პორტუგალიური ენები. ყველაზე მეტად სწორედ ენების სწავლა მიყვარს, რადგან სიამოვნებას მანიჭებს, და ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი უცხო ენის, ინგლისურის ცოდნა, ამიტომ ყოველი ახალი შესწავლილი ენა ჩვენ კარს გვიხნის ახალ სამყაროში.

რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი?

ვარ ნამყოფი საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.

რითია თითოეული მოგზაურობა დასამახსოვრებელი?

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, როგორც მოგზაურობას უფრო იტალიასა და ესპანეთს განვიხილავდი, რადგან საბერძნეთსა და პორტუგალიაში სასწავლებლად ვიყავი.  თუმცა სწავლასთან ერთად სწორედ ამ ქვეყნებში შევიძინე მოგზაურობის გამოცდილება როგორც მარტომ, ასევე ჯგუფთან ერთად. საბერძნეთი, ალბათ,  არის ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე ისეთ გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ამ ქვეყანაში არავის არასდროს მობეზრდება მოგზაურობა. ეს ქვეყანა გამორჩეულია თავისი ღირშესანიშნაობებით, ნაციონალური საჭმელებით, კლიმატით, და ეგეოსის ზღვის ულამაზესი სანაპიროებით. იტალია, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავს საბერძნეთს თავისი სანაპიროებით და ანტიკურობის ძეგლებით. ესპანეთში, განსაკუთრებით მადრიდსა და ბარსელონაში იგრძნობა ფლამენკოს სული. ეს ქვეყანა ასევე გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა (ბარსელონა) და მუზეუმებით. ჩემი ოცნება იყო, რომ მადრიდში მოვხვედრილიყავი, ელ პრადოს მუზეუმი მენახა და ესპანური სული შემეგრძნო. პორტუგალიას რაც შეეხება, ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყანამ გამაკვირვა. ყოველთვის მეგონა, რომ ამ ქვეყანაში სანახავი დიდი არაფერია მანამ, სანამ თვითონ არ ჩავედი და არ დავრწმუნდი, რომ ოკეანეს ნახვა და ლისაბონის დიდი აკვარიუმის მონახულება ნამდვილად ღირდა ასე შორს მოგზაურობად.

განსაკუთრებით, რომელ ქვეყანასა თუ ქალაქს გამოარჩევდით?

განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლისაბონს. შარშან, სექტემბერში უნივერსიტეტში დავიწყე პორტუგალიური ენის შესწავლა. პირველივე დღესვე ჩვენმა პორტუგალიელმა ლექტორმა ლისაბონის უნივერსიტეტის ერთ თვიან სასწავლო პროგრამაზე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯგუფიდან მხოლოდ ერთ სტუდენტს უშვებენ ამ პროგრამით. მე რატომღაც სკეპტიკურად შევხედე ამ ყველაფერს, არ მჯეროდა, რომ ის ერთი სტუდენტი შესაძლებელი იყო, რომ მე ვყოფილიყავი. რამდენიმე თვეში გავაგზავნე საბუთები უნივერსიტეტში და გრანტიც მოვიპოვე. ეს იყო, ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტი, რადგან აქამდე მხოლოდ ერთ ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი, საბერძნეთში, თან საკმაოდ ხშირად მიწევდა იქ ჩასვლა სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. ყოველთვის მინდოდა სხვა გარემოში ავღმოჩენილიყავი, შესაბამისად, ლისაბონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ხალხმა, რომელიც ძალიან სტუმართმოყვარეა და არ არსებობს რამეში რომ არ დაგეხმაროს.

როგორ გეგმავთ თქვენს მოგზაურობას?

მოგზაურობა წელს პირველად დავგეგმე. ეს უკვე აღარ იყო არც საქმიანი ვიზიტი და არც სასწავლო პროგრამა.

პირველ რიგში ვეძებ შედარებით იაფ ავიაბილეთებს, (სასურველია, რომ ეს იყოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები), შემდეგ სასტუმროს, გესთ ჰაუსს ან ოთახს ვეძებ მისაღებ ფასად, ბოლოს კი ქვეყანაში სამოგზაურო გეგმას ვაწყობ, თუ რა უნდა ვნახო, სად დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები და ა.შ

რა რჩევები გაქვთ იმათთვის, ვინც მოგზაურობას გეგმავს?

სტუდენტებს მინდა ვურჩიო, რომ გამოიყენონ სტუდენტური წლები და სრული დაფინანსებით მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საზაფხულო თუ გაცვლით პროგრამებში.

მოგზაურებს, ზოგადად ვურჩევდი თავი შეიკავონ ტურისტული სააგენტოების მომსახურებით და თავად დაგეგმონ მოგზაურობა. ეს გაცილებით უფრო იაფი და მომგებიანი გამოვა. უპირველეს ყოვლისა ბილეთები ეძებონ მისაღებ ფასად. საქართველოს მოქალაქეებს უკვე გვაქვს იმის საშუალება რომ ისეთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით ვისარგებლოთ როგორიცაა: WizzAir და Ryanair. მე პირადად ბევრჯერ ვიმგზავრე ამ ავიაკომპანიებით და საკმაოდ იაფადაც გამოვედი. ჩემს მაგალითებს მოგიყვანთ: თბილისი-მილანი – 26 ევრო (Ryanair),  მილანი-მადრიდი – 10 ევრო (Ryanair), მადრიდი-მილანი – 10 ევრო ( Ryanair ) და ბოლოს მილანი-ქუთაისი 22 ევრო (WizzAir), ჯამში გამოდის 68 ევრო, რაც ნამდვილად არ არის ძვირი. აღსანიშნავია, რომ ამ ავიაკომპანიებით მთელი ევროპა სარგებლობს. მეორე არის საცხოვრებელი ადგილი. არ არის აუცილებელი იყოს სასტუმრო, შეიძლება იყოს ბინა ან ოთახი. უმჯობესია, რომ ღირშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობდეს ესა თუ ის საცხოვრებელი ადგილი. მესამე, ყველაზე მთავარი, მუზეუმების ბილეთების წინასწარ შეძენა, რადგან ხშირ შემთხვევაში სალაროებთან უშველებელი რიგია.

ავტორი: სოფო გიორგაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  
ახალი ამბები

დღეიდან გერმანია და იტალია ქვეყანაში შესვლაზე ყველა კოვიდრეგულაციას აუქმებს  

06/01/2022
საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 
ახალი ამბები

საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 

02/12/2022
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 
ახალი ამბები

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე შეხვალთ: ტურისტებისთვის კოვიდ შეზღუდვები მარტივდება 

02/12/2022
ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა
ახალი ამბები

ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა

01/24/2022
პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება
ახალი ამბები

პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება

12/13/2021
ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი ამბები

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

11/26/2021

საინტერესო

თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა

თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმება გაფორმდა

11 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ნაბაკევსა და ოტობაიაში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს გმობს

9 years ago
სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა კახეთში – “ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში”

სასტიკი მკვლელობა მეგობრის ხელით: რა მოხდა კახეთში – “ყველაფერი 31 დეკემბერს დაიწყო, როცა ნოდარი მეკვლედ იყო ლევანის ოჯახში”

6 months ago

„112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

9 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by