საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „აეროპორტი“, იტალიიდან გამოგზავნილ საფოსტო გზავნილში, რომლის მიმღები იყო ფიზიკური პირი თ. ტ., შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა შედუღების აპარატში დამალული არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო წონამ 128.53 გრამი, ხოლო საბაჟო ღირებულებამ 16200 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.












