მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში დაგეგმილ აქციას ექსპრეზიდენტის მომხრეები იმერეთიდანაცუერთდებიან. მხარდამჭერები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებაა.
პარალელურად, ქუთაისის გასასვლელთან, მოქალაქეები ცოცხებით ხელში შეიკრიბნენ და მხარდამჭერების მანქანები სირცხვილის კორიდორში შეძახილებით გაატარეს. მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებულ და ნაწამებ ადამიანებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს გეგმავს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება.