• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, June 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
შალვა თადუმაძე – ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ასევე არ დასტურდება, რომ შალვა თადუმაძის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდებოდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, შალვა თადუმაძეს მოუწოდებს, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება.

„მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, პარლამენტში გასაუბრებისას, მის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებულ შეუსაბამობებზე განმარტებები გააკეთა. მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ორგანოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან წერილიც წარადგინა.

აღნიშნული ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არ დასტურდება მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა. კერძოდ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

დასტურდება თუ არა შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისათვის გაგზავნილი წერილით? – არ დასტურდება, რადგან განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხში პირდაპირ იკითხება, რომ შალვა თადუმაძეს მისთვის დიპლომის ნამდვილობის შესწავლის თხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად, ცენტრს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძემ 5-წლიანი სასწავლო კურსი გაიარა? – არ დასტურდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არსებობდა თუ არა 1994-1998 წლებში ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე 5-წლიანი სასწავლო კურსი, ვინაიდან ცენტრი არ ფლობს ამ საკითხზე დოკუმენტურ ინფორმაციას. ამის შესახებ ინფორმაცია არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშია დაცული. საარქივო მასალაში ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც იძებნება, რექტორის მიერ 1997 წლის 2 სექტემბერს დამტკიცებული იურიდიული ფაკულტეტის 1997-1998 სასწავლო წლის გეგმაა, რომლის მიხედვითაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წელს შეადგენდა.

დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს? – არ დასტურდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცენტრმა ჰუმანიტარული ინსტიტუტის 1998 წლის კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრა, მიუხედავად იმისა, რომ თავად სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა. თუმცა, დამატებითი ინფორმაციის ძიებისას აღმოჩნდა, რომ ასეთი 3 შემთხვევა არსებობს და სამივე შემთხვევაში სტუდენტებმა სწავლა 1993 წელს სხვა სასწავლებლებში დაიწყეს, შემდეგ თადუმაძის სასწავლებელში გადავიდნენ და მასთან ერთად, 1998 წელს დაამთავრეს, მაგრამ თადუმაძისგან განსხვავებით, მათი სწავლის ხანგრძლივობამ მთლიანობაში 5 წელი შეადგინა. დიპლომის ნამდვილობის დადასტურება გულისხმობს სწავლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის ინდივიდუალურ გამოკვლევას, ამდენად, თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა სხვა მაგალითების საფუძველზე ისედაც ვერ დადასტურდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში წარდგენილი არ არის შალვა თადუმაძის დიპლომის მაგისტრთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, იურიდიულმა კომიტეტმა ცენტრს ჰკითხა, უთანაბრდება თუ არა თადუმაძის დიპლომი არანაკლებ მაგისტრის დიპლომს. ცენტრის პასუხში ხაზგასმულია, რომ შალვა თადუმაძეს არც აღნიშნული კითხვით მიუმართავს მათთვის და შესაბამისად, ცენტრს ამის შესახებ არც უმსჯელია. ამის შესახებ არც უმსჯელია.

დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძეს სასწავლებლის ექსტერნატის წესით დამთავრება შეეძლო?- არ დასტურდება. წერილში მოყვანილია „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (01.08.1997) მუხლები, რომელთა თანახმად, განათლების მიღება შეიძლებოდა ექსტერნატის ფორმით. თუმცა, ამ პასუხში არ არის დაზუსტებული, რომ იმავე კანონის 57-ე მუხლის „ზ“ და „თ“ პუნქტების მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დამტკიცებულიყო ექსტერნატის ფორმით სწავლების დებულება, რომელიც, წესით, განათლების სამინისტროს უნდა მიეღო. თუმცა, ოფიციალური მიმოწერის საფუძველზე გავარკვიეთ, რომ მსგავსი დოკუმენტი არც განათლების სამინისტროსა და არც ცენტრს არ მოეპოვებათ და სავარაუდოდ, არც ყოფილა მიღებული.

ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შალვა თადუმაძეს, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სააპელაციო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის განაჩენი ძალაში დატოვა

7 years ago
ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

5 years ago
“ჩემზე ამბობენ, ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო, არადა, ასე არაა… რაჭველი ვარ, იქ სასტუმრო ავაშენე, მეურნეობასაც ვაპირებ” – “პოლიციელ ზვერაძის” რეალური ცხოვრება

“ჩემზე ამბობენ, ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო, არადა, ასე არაა… რაჭველი ვარ, იქ სასტუმრო ავაშენე, მეურნეობასაც ვაპირებ” – “პოლიციელ ზვერაძის” რეალური ცხოვრება

3 years ago

N3 საჯარო სკოლის შენობა თავიდან აშენდება

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by