• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით სერგეენკო – პარტნიორებს შევთავაზეთ, ცე ჰეპატიტის მედიკამენტების ნაწილი სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა, რადგან ვერ ხდებოდა ათვისება, მათ ხაზი გაუსვეს, რომ უფასო მედიკამენტი ექსკლუზიურად აქვს საქართველოს

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ცე ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები არ დაზარალებულან.

დავით სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნულ საკითხს გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა და გამომდინარე იქიდან, რომ დასკვნაში მითითებულ პერიოდში ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, თავი ვალდებულად მიიჩნია, განმარტებები გაეკეთებინა.

დავით სერგეენკო საკითხს რამდენიმე ნაწილად ჰყოფს და აცხადებს, რომ არც პაციენტები დაზარალებულან და არც ფინანსური ზარალი ყოფილა.

„პირველი ნაწილი არის პაციენტი, დაზარალდა თუ არა ერთი პაციენტი მაინც? არა, რადგან 2015-2016 წლებიდან, როდესაც პაციენტების მხრიდან ამ პროგრამაში ჩართვაზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა პაციენტების პროაქტიულად მოძიება პროგრამაში.  ჩასართავად. მეორე საკითხი – მკურნალობდნენ თუ არა პაციენტები ვადაგასული წამლებით? არა, რადგან ამ პერიოდში ჩვენ უკვე გვქონდა „ჰარვონის“ ახალი პარტია, რომელიც იყო ვადიანი. მესამე არის ფინანსური ნაწილი. ყველა დამეთანხმება, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ძალიან ბრუტალურად ჟღერს და ისმის კითხვა, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო განფასება გაეკეთებინა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რამე ასეთ პორტალში 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა. თუ აუდიტის სამსახურის მიერ დათვლილ ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ უკვე 17 მილიარდის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მისი თქმით, საკითხის შემდეგი ნაწილი პარტნიორების რეაქციაა – იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ და რა რეაქცია ჰქონდათ.

„მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ, ჩვენ გვქონდა შეთავაზება. რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა წამლის ნაწილი, რადგან ვერ ხდებოდა ათვისება. თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს ექსკლუზივი, უფასო მედიკამენტი მთელს მსოფლიოში აქვს ექსკლუზიურად საქართველოს. რა რეაქცია მოყვა მათგან ამ ამბავს? ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, 2019 წლის აპრილში ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ყველა პარტნიორის ჩართულობით, საქართველომ როგორც ქვეყანამ, მიიღო ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე არ შეუშვეს

ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა შეისწავლოს და პასუხი ერთ თვეში გასცეს

7 years ago
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს

5 years ago

გიორგი კვირიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

11 years ago
ისტორიული 16 დეკემბერი – ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი

ისტორიული 16 დეკემბერი – ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by