• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი გახარია – გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გიორგი გახარია – 27 სექტემბერი თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ენერგოეფექტურობა და ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გარდაბანში, „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თბოელექტროსადგური ეფექტიანი და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემისთვის.

„ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობა და საერთოდ, ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში, უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და რაც მთავარია, ამასთან ერთად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული თანხები იყო ინვესტირებული საერთოდ გენერაციაში. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჩვენს ენერგოსისტემას 1 მილიარდ 100 ათასამდე მეგავატის სიმძლავრეები დაემატა, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეს მუშაობა არ უნდა შევაჩეროთ და უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება ქვეყანაში იზრდება და სისტემის მდგრადობისთვის გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გიორგი გახარიას შეფასებით, რეფორმები, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სფეროში ატარებს, ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველო თუ არის დღეს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა სტაბილური, მდგრადი სხვადასხვა ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით და არის აბსოლუტურად განჭვრეტადი პარტნიორი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროკავშირისთვის, მეზობლებისთვის, ზუსტად ასე უნდა გავხდეთ ელექტროენერგიის ტრანზიტის მიმართულებითაც ძალზედ მნიშვნელოვანი და სტაბილური სატრანზიტო ქვეყანა. ეს არის ის ამოცანები, რომლებიც ენერგოსისტემის წინაშე, ასევე ეკონომიკის სამინისტროს წინაშე დგას და ამოცანები, რომლებიც დგას საქართველოს მთავრობის წინაშე“,  – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა უწყებასა და პირს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო – ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ეკონომიკის სამინისტროს და, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ კოლეგებს, რომლებმაც ფაქტობრივად რეკორდულ ვადებში, დაახლოებით ორ წელიწადში ნავთობის და გაზის კორპორაციასთან ერთად, დაასრულეს ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი, დღეიდან უკვე ჩართულია და ჩვენს ენერგოსისტემას დაემატა 230 მგვტ დამატებითი სიმძლავრე. ასევე მადლობა თითოეულ მუშას, რომელიც აქ მუშაობდა, ინჟინერს, ჩვენს სტუმარს ჩინეთიდან, ქართველებს, მშრომელებს, ყველას გილოცავთ ამ დღეს და რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი და ასეთი ძლიერი ნაბიჯები ჩვენს გენერაციაში კიდევ ბევრი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ირაკლი ალასანია საფრანგეთში გაემგზავრა

12 years ago
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2931-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2931-მდე გაიზარდა

7 years ago
ფსიქოლოგები პროექტში – “ნიჭიერი” მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან

ფსიქოლოგები პროექტში – “ნიჭიერი” მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან

11 years ago
„იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს…“ – დათუნა ჟღენტს თანაგუნდელები ემშვიდობებიან

„იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს…“ – დათუნა ჟღენტს თანაგუნდელები ემშვიდობებიან

3 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by