• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

BBC: საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლოც კი იყოს

6 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
BBC: საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლოც კი იყოს
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბრიტანული ბი-ბი-სის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია ქართული ყველის ისტორია. გამოცემასთან მკვლევარი ანა მიქაძე- ჩიკვიაძე ქართული ყველის თანამედროვე სახეობებსა და ზოგადად მის წარმომავლობაზე საუბრობს. როგორც სტატიიდან ვიგებთ, საქართველო შესაძლოა ყველის სამშობლოც კი იყოს და ამის თქმის უფლებას მისი საუკუნოვანი ისტორია გვაძლევს.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:
 
“თბილისიდან 26 კილომეტრში, ქალაქი მცხეთა მდებარეობს. სწორედ მცხეთაში ასვლით, მისი დათვალიერებითა და არქეოლოგიური მონაპოვარი მასალის ხილვით ვხვდებით, რომ შესაძლოა საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ათასობით

წლის წინ, ყველს უძველესი ტრადიიციისამებრ აკეთებდნენ. ქართველები კი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად დაიწყეს ყველის ამოყვანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ყველის გაკეთების ერთმანეთისგან გამორჩეული ტრადიცია აქვს.

 

საქართველოს უცხო და გამორჩეული ისტორია აკავშირებს ყველთან. ქვეყანაში წლების განმავლობაში საბჭოთა არასწორი ეკონომიკა მძვინვარებდა, ამან ყველის გამორჩეულად

დამზადების ტრადიცია შეაფერხა და თითქოს გაანადგურა კიდეც.

ახლა ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელიც “ქართული ყველის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარეა, საქართველოს სხვადსხვა რეგიონსა და სოფელში მოგზაურობს და ქართული ყველის წარმომავლობასა და მრავალფეროვნებას იკვლევს. ამ პროცესს სწორედ ეს ორგანიზაცია წარმართავს, რომლის წევრები ცდილობენ მოძებნონ ის ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც უძველეს, ტრადიციულ და გამორჩეულ ყველს აკეთებენ.
1921-1991 წლებში საბჭოთა სისტემის დროს პოლიტიკური და სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე, მასობრივად მხოლოდ 4 მარტივი სახეობის ყველის წარმოება დაიწყეს: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდის ყველი. საოჯახო მეურნეობებში განსხვავებული სახეობებიც იწარმოებოდა, მაგრამ ადამიანებს ეშინოდათ თავისი უცხო და გამორჩეული ნაწარმის გარეთ გამოტანის, რადგან არ იცოდნენ ამას საბჭოთა ხელმძღვანელობისგან რა რეაქცია მოჰყვებოდა. სწორედ ამ 7 ათეული წლის შემდეგ მივიღეთ ის, რომ დღესდღეობით ფართოდ ხელმისაწვდომი ისევ მხოლოდ 4 სახეობის ყველია და საზოგადოებამ არც კი იცის სხვა ათობით ყველის არსებობის შესახებ.

ქალბატონმა ანამ ქართული ყველის მრავლასახეობის თაობაზე რამდნეიმე წლის წინ, ეთნოგრაფ თამილა ცაგარეიშვილისგან შეიტყო. როგორც თვითონ ამბობს, მანამდე როგორ სხვა ბევრი საქართველოში, ისიც მიიჩნევდა, რომ აქ მხოლოდ 4 სახის ყველი არსებობდა. ის გაოცდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყველის კულტურის გაცნობით და მიზნად დაისახა ეპოვნა და გაეცოცხლებინა ყველა ძველი სახეობა. მუშაობის პროცესში აღმოაჩინა, რომ ხშირად შორს, მთის სოფლებში უფრო მიყვებოდნენ ძირძველ ტრადიციებს, ვიდრე ბარში.
ანა მიქაძე- ჩიკვიაძე წლების განმავლობაში მოგზაურობდა სხვადასხვა მხარეში, სტუმრობდა სოფლებს, ესაუბრებოდა ხანშიშესულ ადამიანებს და სწავლობდა მათგან ყველის დამზადების შედარებით უცნობ წესებს.
ასე აღოაჩინა მიქაძემ გალინა ინასარიძე, რომელიც ყველს ოჯახური ტრადიციის მიხედვით ამზადებდა.
გალინა ინასარიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდას ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ძირითადი სოფლიდან 12 კილომეტრით შორსაა. ეს არის ადგილი, სადაც საოჯახო მცირე მეურნეობაში ამზადებენ ტენილს – ბაწარივით დაჩეჩილ ყველს.
გალინა ინასარიძებ ამ ტრადიციით ყველის გაკეთება დედისგან და ბებიისგან ისწავლა და შემდეგ თავის შვილებს ასწავლა. ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გალინა ინასარიძეს დაეხმარა შეექმნა ყველის მაღაზია თბილისში, სადაც ყოველთვიურად 500 კილომდე ყველი იყიდება.
სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კავკასიონის მთებში ყველის რამდენიმე პოპულარული სახეობაა გავრცელებული.

 

ტენილი: ძროხის რძისგან დამზადებული ყველი, სამცხე ჯავახეთის კულტურიდან, რბილი და ცოცხალი გემოთი. ის მზადდება ხელით, მისი გაწელვითა და დაჩეჩვით.
 
გუდა: ამ სახეობის დამზადება უძველესი ტრადიციული რეცეპტით ხდება. ამზადებენ თუშეთში. მის გაკეთებას 6 თვე სჭირდება. მარილიანი და არომატულია.

ნარჭვი: სვანეთში დამზადებული ტრადიციული ყველია, რომელიც პატარა ხეში იდება და ქვებით რამდენიმე თვის განმავლობაში იპრესება. ეს არის რბილი, კარაქის ტექსტურის ყველი, მკვეთრად გამოკვეთილი გემოთი.

დამბალხაჭო: მცხეთა-მთიანეთისთვის დამახასიათებელი მშრალი ყველი, რომელიც ძროხის რძისგან კეთდება და სპეციფიკური არომატით გამოირჩევა.
იმისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს ყველაფერი ყველის შესახებ, ანა მიქაძე-ჩიკვიაძემ 2015 წელს ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყელის სახეობების ფესტივალი მოაწყო, რომელიც უკვე ყოველწლიურად იმართება.
ამ დროისთვის ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში 60-ზე მეტი სახეობის ყველი აღმოაჩინა. ქვეყანაში უკვე 10 რესტორანია, სადაც ქართული ყველის სხვადასხვა სახეობების ყიდვა და დაგემოვნებაა შესაძლებელი.
წყარო: BBC
Share6Tweet4

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან

10 years ago
“პატივი ეცით საკუთარს!” – ხათუნა იოსელიანი

“პატივი ეცით საკუთარს!” – ხათუნა იოსელიანი

12 years ago
ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს

10 years ago
დიმიტრი ქუმსიაშვილი: “ამ კვირაში ლარის კურსი ქვევით წამოვა”

დიმიტრი ქუმსიაშვილი: “ამ კვირაში ლარის კურსი ქვევით წამოვა”

12 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by