• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხურჩაში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეუფარდათ

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2008 წელს ხურჩაში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულებს მალხაზ მურღულიასა და რომან შამათავას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკავებულების პატიმრობასთან დაკავშირებით. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული, ალტერნატივად კი ადვოკატები მურღულიას შემთხვევაში 3000 ლარიან, ხოლო შამათავას შემთხვევაში, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

დღევანდელ პროცესზე, პროკურატურის მხრიდან განიმარტა ის არგუმენტი, რის გამოც, პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ ბრალდებულებისთვის.
პროკურორმა გიორგი კავსაძემ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელიშეშლის საფრთხე ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების პირობებში.

დაცვის მხარის ადვოკატებმა პროკურატურის აღნიშნულ განცხადებაზე საპასუხოდ განმარტეს, რომ არც ერთი ბრალდებული არ აპირებდა მიმალვას.

“მალხაზ მურღულია სამეგრელოდან ჩამოიყვანა სამეგრელოს სუს-ის უფროსმა “უზბეკამ” და როდესაც გავიგეთ, რომ მურღულია დაკითხვაზე მოჰყავდათ ჩვენ მას დავახვედრეთ ე.წ.მოდულთან ადვოკატი. “უზბეკამ” მურღულიას უთხრა, რომ იმ დღეს არ დაიკითხებოდა. მურღულია მეორე დღეს თავისი ნებით, ისე, რომ არც ყოფილა დაბარებული, მაინც გამოცხადდა მოდულის შენობასთან ადვოკატთან ერთად, თუმცა ის მაინც არ დაიკითხა და მხოლოდ მესამე დღეს დაიკითხა. მას რომ მიმალვა სდომოდა, იგი ამ პერიოდს გამოიყენებდა”, – განმარტეს დაცვის მხარის ადვოკატებმა გოგა ონიანმა და რომეო საჯაიამ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში ბევრი შეუსაბამობა არსებობს. კერძოდ, გოგა ონიანის განცხადებით, ე.წ. ხურჩის აფეთქების საქმეში 5 მოქმედი სუს-ელი საკუთარ მონაწილეობას აღიარებს, თუმცა მათ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ადვოკატის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებული რომან შამათავა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია, როდესაც შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები აღიარებენ მონაწილეობას და ისინი თავისუფლებაში იმყოფებიან, ხოლო თავად და მალხაზ მურღულია ბრალს არ აღიარებენ და დააკავეს.

ამასთან, ორივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას, რომელიც ტერაქტის მოწყობას გულისხმობს, კატეგორიულად უარყოფს.

დღევანდელ პროცესზე, ადვოკატმა რომეო საჯაიამ აღნიშნულ საქმეს “ისტორიული საქმე” უწოდა და თანაც სასამართლოს მიმართა, რომ თუკი აღნიშნულ საქმეზე მისი დაცვის ქვეშ მყოფებს პატიმრობა შეეფარდებოდათ, ეს ქვეყნის სირცხვილიც იყო, რადგან გარკვეულწილად იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ ხურჩაში მომხდარი აფეთქება არა რუსებმა, არამედ ქართველებმა მოაწყვეს.

რომეო საჯაის თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ხურჩაში სროლები აფხაზეთის ე.წ. საზღვრიდან, ნაბაკევიდან ხდებოდა.

ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, რომ როდესაც პროცესის არსებითი განხილვა დაიწყება, დადასტურდება, რომ გამოძიება, რომელიც ერთი კვირის წინ დაიწყო, ემსახურება პოლიტიკურ კალენდარს და წინასაარჩევნოდ გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით ხმების მოპოვებას.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკავებული მურღულია არის ჯარისკაცი, რომელიც ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას და მის მიმართ პატიმრობის გამოყენება იმას ნიშნავს, რომ იგი შერცხვება როგორც საკუთარი შვილების წინაშე, ასევე სახელი გაუტყდება მის ოჯახს, რაც უსამართლობაა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა მალხაზ მურღულიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარადგინეს, თუმცა ბრალდების მხარის პროკურორებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი პროცესუალური დარღვევით არის მოპოვებული.

ხურჩაში მომხდარი აფეთქების საქმეზე ბრალი რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნებიან გადაყვნილები.

მათ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

24.10.13

Tags: ხურჩაში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეუფარდათ
ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

„ხვიჩას და ნიცას საქორწილო ტორტი რანაირი უბრალო და ლამაზი იყო, ხამებივით კი არა, სამმეტრიანი და 200 კაცი რომ მოათრევს“ – გოდერძი შარაშია

„ხვიჩას და ნიცას საქორწილო ტორტი რანაირი უბრალო და ლამაზი იყო, ხამებივით კი არა, სამმეტრიანი და 200 კაცი რომ მოათრევს“ – გოდერძი შარაშია

3 years ago

მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გადახდას მგზავრები ყველა საბანკო ბარათით შეძლებენ

8 years ago
საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება

საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება

4 years ago

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება

13 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by