• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, June 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ მართავს ჩვენი გარემო ჩვენს თვითშეფასებას

6 years ago
კატეგორია: რჩევები
A A
როგორ მართავს ჩვენი გარემო ჩვენს თვითშეფასებას
17
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია, შევხვდეთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ ან პირიქით – საკუთარ უნარებს სათანადოდ არ აფასებენ. ამ ადამიანების თვითშეფასებას რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს. ძირითადად, გარემო განსაზღვრავს, როგორ ვახარისხებთ ჩვენ საკუთარ პიროვნებას. რა იწვევს ადამიანში მაღალ თუ დაბალ თვითშეფასებას? საკითხის ირგვლივ „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ფსიქოლოგი თეო კოკოსკერია პასუხობს

რა განსაზღვრავს ადამიანში თვითშეფასებას?

თვითშეფასება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ წარვმართავთ საკუთარ ცხოვრებას. უფრო უკეთ რომ ჩავწვდეთ მის მნიშვნელობას, განვსაზღვროთ, თუ რას წარმოადგენს იგი. „მე“  კონცეფცია გულისხმობს ცოდნას საკუთარი თავის, გარეგნობის, ქცევის, გარშემომყოფებთან სოციალური ურთიერთობების, შინაგანი მოტივებისა და გუნება-განწყობილებების შესახებ. თვითშეფასება კი ამ ცოდნის სუბიექტური შეფასებაა, ჩვენ თავად როგორ ვაფასებთ იმ თვისებებს, რომლებსაც საკუთარ თავს მივაწერთ.

თვითშეფასების ფორმირება ბავშობიდანვე იწყება და, ერთი მხრივ, განსაზღვრავს სოციალიზაციის პროცესი, კულტურა, რელიგია, გარშემომყოფთა წრე და მათთან ურთიერთობა. კერძოდ, ოჯახის წევრები, მასწავლებლები, მეგობრები, თანამშრომლები და ა.შ. როგორ აღიქვამს და აფასებს ჩვენს პიროვნებას, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი თანდაყოლილი პიროვნული თვისებები. სწორედ  ამ ფაქტორების ურთიერთქმედება ახდენს გავლენას დაბალი ან მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე. თუმცა ამ შემთხვევაში აღსანიშნავია პიროვნების ინდივიდური ცხოვრებისეული გამოცდილებაც. თუ მას ბავშვობაში აძლევდნენ ინიციატივის, დამოუკიდებლობის გამოვლენის საშუალებას, აგრეთვე გარშემომყოფები ადეკვატურად აფასებდნენ მის შესაძლებლობებსა და მიღწევებს, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მაღალი თვითშეფასების ფორმირებას. ხოლო თუ ბავშვს არ აქვს ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა, არ სჯერათ მისი წარმატების, დიდია ალბათობა იმისა, რომ სამომავლოდ მანაც დაკარგოს რწმენა საკუთარი თავისადმი და საერთოდ უარი თქვას  ცხოვრებისეული მიზნების დასახვაზე.

როგორ შეუძლია ადამიანს, აიმაღლოს თვითშეფასება?

საბედნიეროდ, შესაძლებელია გარკვეული ტექნიკების გამოყენებით თვითშეფასების ამაღლება და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება.  პირველ ყოვლისა  მნიშვნელოვანია საკუთარი თავი მივიღოთ, როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებთან ერთად. ყველა ადამიანია უნიკალურია, საკუთარი ნაკლოვანებებით და უპირატესობებით, ამიტომ მხოლოდ უარყოფით თვისებებზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. შევამციროთ თვითკრიტიკა. მობილიზება მოვახდინოთ ჩვენს დადებით მხარეზე და შევეცადოთ რეალური მიზნების დასახვასა და განხორციელებას. წარუმატებლობის შემთხვევაში, მხოლოდ უარყოფითი კუთხით ნუ შევხედავთ მას, ვეცადოთ, ობიექტურად გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია მარცხი, რა გვასწავლა ამ შემთხვევამ, რათა შემდგომში გავითვალისწინოთ და თავიდან ავიცილოთ წარუმატებელი შემთხვევები. ასევე, ნუ ჩავიკეტებით საკუთარ თავში, რამაც ბოლოს დეპრესიამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს. გავიხსენოთ, რომ გვერდზე გვყავს ადამიანები, რომლებიც მხარს გვიჭერენ, სჯერათ ჩვენი შესაძლებლობების და მზად არიან დახმარებისთვის. ასევე, უმჯობესი იქნება, რომ ნაკლებად შევადაროთ თავი სხვებს, რადგან ზოგჯერ ეს შედარებები იმდენად არასწორია, რომ ადამიანის თვითშეფასებაზე ძლიერი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

რატომ არის ცუდი დაბალი თვითშეფასება?

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს, ძირითადად, უარყოფითი წარმოდგენა აქვთ როგორც საკუთარ თავზე, ასევე – თავიანთ შესაძლებლობებზე. ახასიათებთ პესიმისტური განწყობები, რის გამოც სკეპტიკურად უყურებენ მომავალს და ხშირ შემთხვევაში არც ცდილობენ მიზნების დასახვას, რადგან მათი აზრით, მაინც ვერაფერს მიაღწევენ ან ისეთ არარეალურ მიზნებს ირჩევენ, რომელთა განხორციელების ალბათობა ძალიან მცირეა. მსგავსი ტიპის გამოცდილება კი ამ ადამიანების თვითშეფასებას კიდევ უფრო აქვეითებს. კერძოდ, მწვავედ განიცდიან მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება, როგორც ფიზიკურ და ემოციურ მხარეზე, აგრეთვე – ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

როგორ შეუძლია ერთ ადამიანს, გავლენა მოახდინოს მეორე ადამიანის თვითშეფასებაზე?

ადამიანები სოციალური არსებები ვართ, შესაბამისად, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნება, არამედ ის სოციალური, კულტურული, რელიგიური ჯგუფები, რომლებთანაც მიკუთვნებულობის მაღალი განცდა გვაქვს. თუმცა კონკრეტულად, პიროვნულ გავლენებზე, რომ ვისაუბროთ, ადამიანის თვითშეფასების ფორმირებაზე მოქმედებს იმ ადამიანთა შეხედულება, რომელთა აზრიც მისთვის ღირებულია. მაგალითად, ბავშვისთვის თავიდან მშობლის, მასწავლებლის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისთვის სწორედ ისინი წარმოადგენენ ამ პერიოდში ავტორიტეტს, ამიტომაც დიდი სიფრთხილე მართებს თითოეულ მათგანს ბავშვთა პიროვნების ფორმირებისა და სწავლა-განათლების მიმართულებით, რადგან არასწორმა მიდგომებმა შეიძლება, ბავშვს იმდენად დაუქვეითოს თვითშეფასება, რომ ყოველგვარი ინტერესი დაკარგოს და გამოიწვიოს ემოციური და ქცევითი დარღვევები.

მოზარდობის პერიოდში, თანატოლების, მეგობრების აზრი ხდება პრიორიტეტული. ამ ეტაპზეც შეიძლება, მოზარდის თვითშეფასებას საფრთხე დაემუქროს, რადგან ისედაც სხვა სირთულეებთან ერთად, რაც დამახასიათებელია ამ პერიოდისთვის, ხშირია ბულინგის შემთხვევებიც.  საერთო ჯამში, ცხოვრების ყველა ეტაპზე არიან ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს თვითშეფასებაზე. ამიტომ სასურველია, თუ კარგად გავაცნობიერებთ, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენი და სხვისი ცხოვრების განვითარებაზე – საჭიროებისამებრ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დავეხმარებით ერთმანეთს მოტივაციის ამაღლებასა და ადეკვატური თვითშეფასების ფორმირებაში.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share7Tweet4

ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად
ახალი ამბები

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად

05/05/2026
მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
ახალი ამბები

მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

03/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
რამდენად ეფექტურია სარეცხი საპნით კანის დაბანა – ზაზა თელია განმარტავს
ახალი ამბები

რამდენად ეფექტურია სარეცხი საპნით კანის დაბანა – ზაზა თელია განმარტავს

01/03/2026
„ჯანმრთელ ახალშობილს წინდა წინდაზე არ უნდა ჩავაცვათ…ქუდი სასურველი არ არის” – პედიატრი ჩვილების ჩაცმულობის შესახებ საუბრობს
ახალი ამბები

„ჯანმრთელ ახალშობილს წინდა წინდაზე არ უნდა ჩავაცვათ…ქუდი სასურველი არ არის” – პედიატრი ჩვილების ჩაცმულობის შესახებ საუბრობს

01/02/2026

საინტერესო

facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგის ახალი გეგმა

facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგის ახალი გეგმა

10 years ago

მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

10 years ago
„ლაზეთი“ ბავშვის ტანსაცმლის ხაზის დამატებას გეგმავს

„ლაზეთი“ ბავშვის ტანსაცმლის ხაზის დამატებას გეგმავს

8 years ago
კიევში ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

კიევში ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

12 years ago

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

„სიტყვის აკადემიის“ ორგანიზებით, 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მასშტაბურ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა და ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას, მხარდაჭერა გამოუცხადა. ვიდეოს მთავარი გზავნილი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by