18 საათის წინ
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი
18 საათის წინ
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
18 საათის წინ
11 წლის გოგონამ ბავშვებისთვის 500 საბანი და 1100 პირბადე შეკერა
18 საათის წინ
სოფო კილაძე – საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე, რაც გვქონია ბოლო წლების განმავლობაში
18 საათის წინ
საქართველოს პროკურატურა – ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის დახურული სხდომა, სადაც მსჯელობენ, თუ რა ხდება ჩინეთში, ასევე მსჯელობენ გამოცხადდეს თუ არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გლობალურად.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩრდილოეთ კორეის გარდა, ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ჩინეთთან არ ჩაუკეტავს საზღვარი. მისივე თქმით, რუსეთმა ნაწილობრივ, შორეულ აღმოსავლეთთან ჩაკეტა საზღვარი.

„სხვას არავის ჩაუკეტავს საზღვარი ჩინეთთან. საქართველოსთან ერთად, ასევე ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა პირდაპირი რეისების შეჩერება.

ამჟამად, ზუსტად ამ დროს მიმდინარეობს საგანგებო კომიტეტის სხდომა და ალბათ, ის რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რაც ხდება ჩინეთში, გამოცხადდეს თუ არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გლობალურად. ის დღეს მხოლოდ ჩინეთისთვის არის გამოცხადებული. ამიტომ, ამ სხდომის შედეგები ჩვენ ალბათ, გვიან ღამე გვეცოდინება, როდესაც დისკუსიის შეჯამების შემდეგ ბრიფინგი დაიწყება. ალბათ, ხვალ დილას ან გვიან ღამე იქნება ცნობილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ვებ-გვერდზე დადებს რეკომენდაციებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Please follow and like us: