დღეიდან, საქართველოს ერთი ქალაქიდან მეორეში გამგზავრება მხოლოდ მანქანით და 06:00 საათიდან 21:00 საათის პერიოდშია ნებადართული.

აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.

როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთი ქალაქიდან მეორეში გამგზავრება დასაშვებია მხოლოდ პირადი მანქანით ან ტაქსით იმ პირობით, თუ მანქანაში 3 ადამიანი იქნება.

„დასაშვებია დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ასევე იქნება ნებადართული”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

Please follow and like us: