• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება

6 years ago
in ეკონომიკა
A A
ევროკავშირი – საქართველოსთვის 20 მილიონზე მეტი გამოიყოფა და არსებული პროგრამებიდან 70 მილიონზე მეტი კრიზისის დასაძლევად გადამისამართდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ ეხმარება ქვეყნებს კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გამკლავებაში. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ახალი საგანგებო დახმარებისთვის. ასევე მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად და არაერთ რეგიონულ ფონდზე წვდომის უზრუნველყოფა. ეს არის ნაწილი აღმოსავლეთ პარტნირობისთვის გამიზნული დახმარების დიდი პაკეტისა, რომელიც მოიცავს 140 მლნ ევროს ოდენობის ახალ დახმარებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 700 მლნ-მდე ევროს დახმარების გადამისამართებას.

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით, ეს ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის.

„ეს ძალიან რთული დროს ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული დარტყმის შესარბილებლად. დღევანდელი დახმარების პაკეტი მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემების გადაუდებელ საჭიროებებზე, ასევე საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და ექვსი ქვეყნის ეკონომიკების საყრდენის, მცირე და საშუალო საწარმოების, უფრო გრძელვადიან საჭიროებებზე“, – აცხადებს ვარჰეი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კი განაცხადა, რომ ამ რთულ დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას.

„დღეს მოხარული ვარ გამოვაცხადო ევროკავშირის სპეციალური სოლიდარობის პაკეტის შესახებ, რომელიც საქართველოს კორონავირუსის გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში დაეხმარება. დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, საქართველოს ექნება წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ღირებულების რეგიონალურ საგანგებო სამედიცინო აღჭურვილობასა და მოწყობილობებზე, როგორიცაა ნიღბები, ხალათები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები; ევროკავშირი საქართველოს ექსპერტული ცოდნითაც დაეხმარება. ასევე, მივმართავთ თანხებს იმისთვის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაუცველ ჯგუფებს კრიზისის დასაძლევად დამატებითი გზების მონახვაში დაეხმარონ. მომდევნო თვეებში, ევროკავშირი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის მობილიზებას მოახდენს, რათა დაეხმაროს ქართულ ბიზნესებს კრიზისის შემდეგ მათი კომპანიების სტიმულირებისა და აღდგენის მიზნით გრანტებზე და კრედიტებზე ლარში წვდომა გაუმარტივოს. გარდა ამისა, უახლოეს თვეებში საქართველოში ვგეგმავთ 20 მილიონი ევროს მოცულობის დამატებითი ადგილობრივი მიზნობრივი საგრანტო პროგრამის დაწყებას. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ამ ზომების საშუალებით ხელშესახებ წვლილს შევიტანთ იმ მიმდინარე თავდაუზოგავ შრომაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ეწევა“, – აცხადებს ჰარცელი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ დახმარების პაკეტი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ეხმარება – ევროკავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) გამოუყოფს 30 მილიონ ევროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სამედიცინო მოწყობილობებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიცაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები, ნიღბები, დამცავი სათვლეები, ხალათები და დამცავი ეკიპირება. უახლოეს კვირებში ჯანმო-ს მიერ ჩატარებული ქვეყნების საჭიროებების შეფასებაზე დაყრდნობით მიღებული იქნება გადაწყვეტილება ქვეყნების იხედვით თანხების ზუსტი განაწილების თაობაზე. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება დახმარება სამედიცინო და ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად.

„ჩვენ ასევე მცირე ზომის დახმარებასაც გავცემთ. ევროკავშირისა და გერმანიისგან მიერ აღჭურვილობის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო ტექსტილის ქართულმა საწარმომ უკვე შეძლო 40,000 სამედიცინო ხალათის წარმოება.

სამოქალაქო პარტნიორებთან ერთად ეხმარება კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებულებს: ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მცირე გრანტების სახით 11.3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ეს თანხები გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უკვე გამოიყენება რეგიონული „სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ მეშვეობით, მაგალითად, ადგილობრივ სკოლებში დისტანციური სწავლებისთვის. ზაფხულისთვის, ევროკომისია დაიწყებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამას“, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე დაზარალებული ნაწილისთვის დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და განსაკუთრებით, მცირე ადგილობრივ ორგანიზაციებისთვის ქვეგრანტების გაცემის საშუალებით. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უკვე შეუძლიათ განაცხადების შემოტანა ევროკავშირის 4 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამიდან (https://europa.eu/!VG39wY) გრანტების მისაღებად ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოციალური მეწარმეობა, სოციალური სერვისები და ადამიანის უფლებები.

დახმარების პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური დარტყმის შერბილებას: საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის საშუალებით: ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს ევროპის კოორდინირებული რეაგირება ეკონომიკის რეალური სექტორისთვის: მინიმუმ 70 მილიონი ევრო გრანტების სახით, რომ ქართულ ბიზნესს და თვითდასაქმებულებს გაუადვილდეს ადგილობრივი ვალუტის საკრედიტო ხაზებსა და გრანტებზე წვდომა, კრიზისის შემდეგ თავიანთი ბიზნესის სტიმულირებისა და აღდგენის ხელშესაწყობად. თანხების მოწოდება მოხდება ფინანსური პარტნიორების მეშვეობით, და ეს ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის განმავლობაში; 20 მილიონამდე ევრო მიზნობრივი საგრანტო დაფინანსება, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ბიზნესის, ფერმერებისა და კერძო პირების დასახმარებლად, იმისთვის რომ მათ შეიძინონ უნარები და განავითარონ ბიზნესები ან კრიზისიდან გამოვიდნენ. პროგრამა 2020 წელს დაიწყება. მიკრო დონეზე, ევროკავშირის პროექტები ამჟამად იურიდიულ კონსულტაციას აწარმოებენ მცირე ბიზნესებისთვის, რომელიც ჩართულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ევროკავშირმა მიმდინარე პროცესში ჩართო მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი (EFSD), რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბრუნი კაპიტალი, სავაჭრო დაფინანსება, ან მორატორიუმი სესხის დაფარვასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით.

„ე​ვროკავშირი საქართველოს ასევე უწევს მაკროფინანსურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც თანხები ხელმისაწვდომი გახდება, როგორც კი კონკრეტული ერთობლივად შეთანხმებული ქმედებები განხორციელდება. ევროკომისია მზად არის საქართველოს ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მეშვეობითაც დაეხმაროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტული ცოდნის, გამოცდილების და კარგი პრაქტიკის მაგალითების გამოყენების საშუალებით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის სქემებისა და ჯანმრთელობის სისტემების შესაფასებლად“,- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში და ასევე, ავრცელებენ სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის მოქალაქე დააკავა

11 years ago
შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის მომზადების ბრალდებით 4 პირი დააკავა

9 years ago
ჩინეთის პრეზიდენტმა ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა  

ჩინეთის პრეზიდენტმა ჯარს საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა  

4 years ago
პოლონური რესტორანი: პუტინისტებისა და ძაღლების შესვლა აკრძალულია

პოლონური რესტორანი: პუტინისტებისა და ძაღლების შესვლა აკრძალულია

10 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by