• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მარხვის მნიშვნელობა ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებაში

6 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
მარხვის მნიშვნელობა  ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებაში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მარხვა – ღმერთთან მიმყვანებელი გზაა. გზა, რომელზეც თავად უფალმა დაგვაყენა თითოეული ადამიანი. უფალმა თავის უსაზომო სიყვარულით შექმნა ადამიანი და მას ამ სიყვარულის ბეჭდად თავისუფლება არგუნა. ამ თავისუფლებისკენ მიმავალს კი, როგორც მზრუნველმა მამამ მისცა რჩევა და კურთხევა, თუ რომელი გზით შეძლებდა სრულყოფას ღმერთში. ეს გზა იყო შემეცნების, რომელიც თავშეკავებულობაზე(მარხვაზე) გადიოდა. როგორც ღვთაებრივი მამა წმინდა იოანე დამასკელი წერს: „კეთილმა  და  ზეკეთილმა  ღმერთმა  არ  იკმარა  თავისი  თავის ჭვრეტა,  არამედ  სიკეთის  სიჭარბის  გამო  ისათნოვა  მან  იმგვართა  შექმნა,  რომლებიც  მიმღებნი იქნებოდნენ  მისი  ქველმოქმედებისა  და  წილმქონენი  მისი  სიკეთისა “.

ზოგაგად მარხვის მნიშვნელობასა და მის დანიშნულებაზე ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებაში და აღდგომის დიდმარხვასთან დაკავშირებით “თბილისი თაიმსს“ ესაუბრა, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.

„სვეტი მღვდელმთავრობისა დიდი ბასილი ამბობს, რომ „მარხვა  და  კაცობრიობა თანადროულნი  არიან”. მარხვა ადამიანისათვის არის და მას ქრისტიანული სწავლების თანახმად ცალკეულად ვერ განვიხილავთ, მაგრამ  მსჯელობის უკეთსაყოფად მარხვას და ადამიანს თუ განვაცელკევებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარხვა ჯერ კიდევ  ადამიანის შექმნამდე იყო – უფლის წინასწარგანზრახულობაში, როდესაც ღმერთი სამოთხის შუაგულში ქმნის ხეს, რომელზეც ეძლევა კურთხევა ადამს, რათა არ მიიღოს მისი ნაყოფი.

წმინდა წერილი მრავალგზის მოგვითხრობს მარხვის შესახებ და დროთა განმავლობაში მის სხვადასხვა ფორმებზეც მიგვითითებს. ორმოცი დღე-ღამე იმარხულა დიდმა მოსემ: „ორმოცი დღე  და  ორმოცი  ღამე,  უსმელ-უჭმელი,  ყველა  თქვენი  ცოდვის  გამო,  რომლითაც სცოდავდით,  ბოროტებას  რომ  სჩადიოდით  უფლის  თვალში  და  აჯავრებდით  მას (2 რჯ. 9,18 )”.

მარხვის და მისი ფორმების შესახებ მოგვითხრობს წმინდა ესაიას წიგნი: „აჰა,  მარხულობთ,  რომ იდავოთ   და  იშუღლოთ,  და  ბოროტად   ურტყათ  მუშტები,  არ  მარხულობთ  როგორც  დღეს, რათა  ცას  მისწვდეს  თქვენი  ხმა.  განა  ასეთი  მარხვაა  სასურველი  ჩემთვის,  როცა  კაცი  თავს იტანჯავს  და  ლერწამივით  ხრის  თავს  და  ქვეშ  ჯვალო  და  ნაცარი  აქვს  დაგებული?

განა  ამას  ჰქვია  მარხვა  და  უფლის  სათნო  დღე?  განა  ეს  არ  არის  მარხვა,  მე  რომ  ავირჩიე: რომ  დახსნა  ბოროტების  საკვრელნი,  დაწყვიტო  უღლის  აპეურები,  თავისუფლად  გაუშვა დათრგუნვილნი  და  დალეწო  ყველა  უღელი?  რომ  მშიერს  გაუყო  შენი  პური  და  უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი  სახლში  შეიყვანო,  რომ  შემოსო  შიშველი,  როცა  დაინახავ,  და  შენს  სისხლსა და  ხორცს  არ  დაემალო?  მაშინ  განთიადივით  გამობრწყინდება  შენი  ნათელი  და  დაჩქარდება შენი  განკურნება,  შენი  სიმართლე  წაგიძღვება  წინ  და  უფლის  დიდება  უკან  გამოგყვება.

მაშინ  მოუხმობ  და  ხმას  გაგცემს  უფალი;  შეჰღაღადებ  და იტყვის:  აქ  ვარ!  თუ  შეწყვეტ ჩაგვრას,  ცილისწამებას  და  ავსიტყვაობას;  თუ  სულს  არ  დაიშურებ  მშიერისთვის  და  ტანჯულ კაცს  გულს  მოუფონებ,  წყვდიადში  ამოგიბრწყინდება  ნათელი  და  შენი  ბნელი  შუადღესავით იქნება  (ის. 58, 4-10)“.

ასევე გავიხსენოთ ნინეველთა გულშემუსვრილი მარხვა (იონა. 3, 5-7) .

მთელი ძველაღთქმისეული მარხვის ცენტრალიზირება და მისი სათნოყოფის ბეჭედი კი, თავად ღმერთ-კაცის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვა იყო (ლკ. 4,1-2).

ახალმა ადამმა, როგორც მაცხოვარს მოციქულთა თავი პავლე უწოდებს, გვიჩვენა მაგალითი მარხვისა და უდაბნოში ჩვენთვის გამოაწრთო მარხვა, რადგან  პირველ ადამის მიერ მარხვის დარღვევით – დაეხშო სამოთხის კარი. უფალმა მარხვის დაცვით – მოგვიწოდა დავბრუნებდეთ სამოთხისეულ იმ მდგომარეობაში სანამ ადამიანი შესცოდავდა.

მარხვა ქრისტიანთათვის არასოდეს ყოფილა მიზანი. მიზანი ღმერთთან მყოფობა და მასთან თანაზიარებაა, ხოლო საშუალება და გზა ამისა არის მარხვა. გზა – რომელიც ადამიანმა სინანულით, თავშეკავებით და თავმდაბლობით უნდა გავლოს.

ეკლესიის ისტორიაში მარხვას და მის ფორმებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახე ჰქონდათ და ეს ცხადყოფს, რომ მარხვას არასოდეს განიხილავდა ქრისტიანობა თვითმიზნად, არამედ ის შესაბამისი დროის და გარემოების მიხედვით იყო საშუალება ადამიანის ღმერთთან მიახლებისა.

ქრისტიანობა მთლიანად შემოკრებილია ქრისტეს აღდგომის გარშემო. ამიტომაც აღდგომის მარხვა სხვადასხვა ფორმებით პირველ ქრისტიანთა პერიოდიდან არსებობდა, რაც გულისხმობდა მომზადებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად. თითოეული ჩვენგანი საყვარელი ადამიანის დღესასწაულზე, განსაკუთრებული მზრუნველობით და ყურადღებით ვარჩევთ საჩუქარს, რათა დღესასწაულზე ჩვენს საყვარელ ადამიანს მივართვათ. ასეა მარხვაც. მარხვა ის ძღვენია, რომელიც ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღებით და მზრუნველობით უნდა შეარჩიოს და დღესასწაულზე საყვარელ ღმერთს მიართვას. მიართვას არა იმიტომ, რომ ეს საჩუქარი უფალს სჭირდება, არამედ იმიტომ რომ საჩუქრის გაცემა და რაიმეს გაღება – ეს იმ სიყვარულის გამოხატულების ერთ-ერთი გზაა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

აღდგომის მარხვის თითოეულ კვირას თავის მნიშვნელობა აქვს.

ეს ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ მოგზაურობას. ყოველი ახალი კვირა ახალი სულიერი გამოწვევის და შინაარსის წინაშე გვაყენებს და ამ უდიდესი და წმინდა მოგზაურობის შედაგად დაგროვილი შემეცნება და  გამოცდილება კი, გვეხმარება რომ უფრო ახლოდან შევიმეცნოთ შემოქმედი.

დასაწყისში ვახსენეთ, რომ მარხვა არის გზა, რომელიც არ არის ლიტონი. არამედ  გზა, რომელსაც ღმერთამდე მივყავართ, აღდგომის მარხვის კვირეები კი, ის ქუჩებია, რომელსაც სიხარულით გავდივართ, რადგან ვიცით ამ ქუჩათა  ბოლოს ჩვენს მიერ შეყვარებულ ღმერთს შევხვდებით“.

თეოლოგი, ლაშა ჯიხვაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

კომისიამ ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების ბაზრის ქვესეგმენტზე „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“ ახალი ვალდებულებები დააკისრა

კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური გაერთინება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო რგოლის განთავსებასთან და შემდგომ ეთერიდან მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 years ago
„ნაკრების გოლი, აღმოჩნდა მისი უკანასკნელი სიხარული!“ – ჟურნალისტი ალეკო თხილაიშვილი ფეხბურთის ყურების დროს გარდაიცვალა

„ნაკრების გოლი, აღმოჩნდა მისი უკანასკნელი სიხარული!“ – ჟურნალისტი ალეკო თხილაიშვილი ფეხბურთის ყურების დროს გარდაიცვალა

2 years ago
მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

7 years ago

მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოში თანამშრომლობის გააქტიურებისთვის

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by