• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სად იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის დადგენილება

6 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სად იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის დადგენილება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის ადგილები, სადაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო კანონი პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით. გარკვეულ სივრცეებში, კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომლითაც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების წესი და ჩვენ ეს დადგენილება დღეს მივიღეთ, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ამ დაწესებულების თანამშრომლებისთის, იქნება სავალდებულო“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ჯგუფისა და კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გარკვეული გამონაკლისები. კერძოდ, ამ ადამიანებს პირბადის არ გამოყენების შემთხვევაში არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული ვალდებულება.

„სად არის სავალდებულო პირბადის ტარება: არჩეული იქნა ის ადგილები, დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია. კერძოდ, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება: საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტია შემხებლობა მოქალაქეებთან, სადაც ყველაზე მეტი მოქალაქეების რაოდენობა იყრის თავს. ასევე, სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია ორი მეტრი დისტანციის დაცვა. მაგალითად, უფრო გასაგები რომ იყოს მოქალაქეებისთვის – უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე თუ შეუძლებელი იქნება ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, აქ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ასევე, შეხვედრებზე თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე მოხსენების გაკეთებისას, პრეზენტაციისას. მაგალითად, ვგულისხმობ შემთხვევას, რომელშიც ახლა მე ვიმყოფები. თუ შესაძლებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დისტანციაში და ამიტომ არ მიკეთია პირბადე. ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში და სავაჭრო ობიექტებში. ესენიც გახლავთ მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეები. სილამაზის სალონებში და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სადაც ასევე მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში, აქაც მოგეხსენებათ რისკი მაღალია და პირბადის გამოყენება სავალდებულოა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, პირბადის გამოყენება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

„ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. არა მხოლოდ მთავრობის დადგენილებაში, არამედ კანონშიც პირდაპირ არის მითითება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. იგულისხმება, მათ შორის, მეტროპოლიტენი და ტაქსები. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილებზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს და ამ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სადაც ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები, აქაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, შშმ და ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე პირებისთვის.

ახალი კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

8 years ago
ზესტაფონში წამყვან დარგებს ალბათ ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ – კახა კუჭავა

ზესტაფონში წამყვან დარგებს ალბათ ყავის ინდუსტრიაც უნდა დავამატოთ – კახა კუჭავა

5 years ago
ომბუდსმენის რეკომენდაცია კულტურის სამინისტროს –  საყდრისისთვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების შესახებ

ომბუდსმენის რეკომენდაცია კულტურის სამინისტროს – საყდრისისთვის კულტურის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების შესახებ

12 years ago

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები დავით უსუფაშვილს შეხვდნენ

13 years ago

ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026

მძიმე ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში - ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო...

მეტის ნახვაDetails
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026
  • „ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by