• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ართულებს თუ არა, კოვიდის მიმდინარეობას გრიპის ვაქცინა – ინფექციონისტის განმარტება

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ართულებს თუ არა, კოვიდის მიმდინარეობას გრიპის ვაქცინა – ინფექციონისტის განმარტება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო დროს გრიპის ვაქცინის მოწინააღმდეგეები არგუმენტად კორონავირუსის მიმდინარეობის გართულებას ასახელებენ. ამ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ეხმიანება.

 

„ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო, ანუ ადამიანებს აქვთ შიში, რომ გრიპის ვაქცინამ შეიძლება გაართულოს კოვიდის მიმდინარეობა და ამიტომ, მაგალითად, კოვიდის მქონესთან კონტაქტში მყოფები, რომლებსაც რისკი აქვთ, რომ კოვიდი დაემართოთ, თავს იკავებენ ვაქცინაციისგან.

 

ეს მოსაზრება არაფრით არ არის გამყარებული, არც ბიოლოგიური მექანიზმით და არც კვლევები მინახავს ამის სასარგებლოდ (თუ ვინმეს ასეთი კვლევა გეგულებათ, გთხოვთ, გაგვიზიაროთ).

 

ანუ თუნდაც ადამიანს ჰქონდეს უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდი, ან იყოს სიმპტომების განვითარებამდე პერიოდში, გრიპის ვაქცინა მის ჯანმრთელობას დამატებით რისკებს არ შეუქმნის.

 

რაც შეეხება არსებულ რეკომენდაციას, რომ გრიპზე ვაქცინაცია გადაიდოს იზოლაციის ან კარანტინის პერიოდის დასრულებამდე, ამას ერთადერთი ის აზრი აქვს, რომ იზოლაციაში მყოფი ადამიანი ფიზიკურად ვერ მივა ასაცრელად და არა იმიტომ, რომ მას ეკრძალება ვაქცინის გაკეთება და ჯანმრთელობის მდგომარეობას გაურთულებს.

 

ასევე მინდა გამოვეხმაურო ბატონ ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომელიც მასიურად ვრცელდება სოციალური ქსელით, იმის თაობაზე, რომ არც ერთ ექიმს და სამედიცინო დაწესებულებას არა აქვს უფლება პაციენტს თანხა გადაახდევინოს გრიპის ვაქცინაში. დარწმუნებული ვარ, ამ ნათქვამში იგულისხმება სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა და რა თქმა უნდა, თუ ვინმე ამაში პაციენტს ფულს გადაახდევინებს, ეს დანაშაულია.

 

თუმცა ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა ეს სხვანაირად გაიგო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადასახადი გრიპის ვაქცინაში. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვისაა გათვალისწინებული და ის არ უკეთდება ნებისმიერ მსურველს. ამიტომ იმათთვის, ვინც რომელიმე წინასწარ განსაზღვრულ რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება, ერთადერთი არჩევანია ვაქცინის ღირებულების გადახდა (თუმცა ეს ვაქცინაც კი დეფიციტურია ამჟამად)“, – წერს მაია ბუწაშვილი. 

Share1Tweet1

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე
ახალი ამბები

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026
„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან

07/01/2026
იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026

საინტერესო

ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

7 years ago
რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ „ოპერაციას“ ბოლომდე მიიყვანს – ლავროვი 

“მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდით, რომ სპორტსმენებს და ინტელიგენციას შეეხებოდა” – ლავროვი

4 years ago
ამირან გამყრელიძე – არაფერს ვმალავთ, დიახ, არის პანდემია, ინფექციის გავრცელების მეტი საშიშროება, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ, ამაში ჟურნალისტები უნდა მოგვეხმაროთ

ამირან გამყრელიძე – მიმდინარეობს ჯანდაცვის სექტორის სერიოზული მზადება, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატების შემთხვევაში, ყოველმხრივ მზად იყოს

6 years ago

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

8 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by