• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ხატვა ციფრებით” და ბევრი სხვა გასართობი – შემოთავაზებები საახალწლოდ

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
“ხატვა ციფრებით”  და ბევრი სხვა გასართობი – შემოთავაზებები საახალწლოდ
27
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორ წესი, ადამიამები ვცდილობთ, ვაკეთოთ, რაც ყველაზე დიდ ხალისს გვანიჭებს და გვამშვიდებს, გვაბედნიერებს. ვსარგებლობთ შეთავაზებებით და გვაქვს სურვილი, ჩვენც შევთავაზოთ სხვებს საკუთარი იდეები, რესურსი.

წინასაახალწლო პერიოდი არის ეტაპი, როდესაც ჩვენ ვეძებთ ყველაფერს ჯადოსნურს, განსხვავებულს. ამ პირობებში, რას სთავაზობს “ქრაფთსი” საზოგადოებას? დეტალებზე “თბილისი თაიმსს”  თამარ მუმლაძე, „ქრაფთს“-ის დამფუძნებელი ესაუბრა.

უფრო დეტალურად, რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?

ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ გასართობი და სარელაქსაციო პროდუქცია. რატომღაც გასართობი პროდუქტები ყოველთვის საბავშვოსთან ასოცირდება, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ რომ თითოეული ჩვენგანისთვის  ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სტრესული გარემოებებით.

წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ,  გაატაროთ დრო საკუთარ თავთან ერთად, სრულ სიმშვიდეში. მცირე ხელსაქმე საშუალებას გაძლევთ, რომ გონებითაც და ფიზიკურადაც დაკავდეთ ამ ერთი კონკრეტული საქმით, რაც კონცენტრაციისა და რელაქსაციისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ან სულაც, შეგიძლიათ, თქვენს შვილებთან ან პარტნიორებთან ერთად გაატაროთ რამდენიმე საინტერესო საათი და სამახსოვროდაც დაგრჩეთ ულამაზესი ნივთი, რომელსაც უკვე ექნება თავისი ისტორია.

“ხატვა ციფრებით” – რა იგულისხმება?

ეს გამოგონება ეკუთვნის ამერიკელ დენ რობინსს, რომელმაც პირველი ნაკრები 1940 წელს შექმნა. პროდუქტი გულისმობს ციფრების მიხედვით ნახატის შექმნას. უფრო დეტალურად, ის მოიცავს სამხატვრო ტილოს, რომელიც დაყოფილია კონტურებად და თითოეულ კონტურს აქვს თავისი ნომერი. თითოეულ ამ ნომერს შეესაბამება თავისი აკრილის საღებავი, რომელიც ასევე დანომრილია.

ვინაიდან რამდენიმე მხატვარმა გვისაყვედურა, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ არის ხელოვნება, ეს არის უბრალოდ განტვირთვისა და გართობის საშუალება.

ნამუშევრებს რის მიხედვით ქმნით?

თავდაპირველად, ნამუშევრები შევარჩიეთ ჩვენი გემოვნებით: კლიმტი, ვანგოგი, ფრიდა, უბრალოდ ლამაზი ხედები და პეიზაჟები – ის, რაც ყველას უყვარს. დღეს კი უკვე სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს, რაც საშუალებას გვაძლევს,  დავაკვირდეთ და მოვერგოთ მათ მოთხოვნებს, ამასთანავე, შევთავაზოთ რაიმე ახალიც.

უმეტესად, მომხმარებლებს რა სურვილები აქვთ?

მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს შევთავაზეთ თანამედროვე ილუსტრაციები, მათი სურვილების უმეტესობა უკვე სწორეს ამ თემის გარშემო ტრიალებს. ძალიან უყვართ ემი ჯადისა და Ohkii studio-ს ილუსტრაციები და ნახატებიც ულამაზესი გამოდის. თუმცა, ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნახატი არის ფრიდას თანამედროვე ილუსტრაცია.

ასევე, საკმაოდ ხშირია სურვილები საკუთარი ფოტოსგან შექმნილ ციფრებით ხატვის კომპლექტზე და უკვე რამდენიმე თვეა, ამ სერვისსაც ვთავაზობთ მომხმარებელს. ახლო მომავალში კი უფრო ფართოდ გავაცნობთ ამ პროდუქტს.

საახალწლოდ რა გეგმები გაქვთ?

სულ რაღაც 2-3 დღის წინ დავიწყეთ ადგილობრივი ციფრებით ხატვის დიზაინების წარმოება და მომხმარებელს შევთავაზეთ ახალი, მინი კატეგორია, პატარა ფორმატის ციფრებით ხატვა, გამარტივებული დიზაინებით, რომლის დასრულებისთვისაც 1 საათიც კი საკმარისია. გვაქვს ულამაზესი საახალწლო დიზაინები და უკვე ყველას შეგვიძლია,  ჩვენით დავხატოთ საკუთარი საახალწლო დეკორაციები. მიუხედავად ეპიდსიტუაციის გამო შექმნილი დეფიციტისა, ჩვენ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ვერ ვუღალატებთ და მაინც შევთავაზებთ საახალწლო ფასდაკლებებს. ასევე, ვგეგმავთ მცირე საქველმოქმედო აქციასაც, გვინდა – რომ საახალწლო დღეები ყველასათვის ერთნაირად სასიხარულო იყოს.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ 

Share11Tweet7

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026

საინტერესო

51-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

51-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

12 years ago
“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“

“საინტერესოა, რომ უკვე არჩევნების დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკან დაიხია”

10 years ago
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: “საქართველომ  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ კალათაშია“

8 years ago
„20 წლის იყავი და ყველას უყვარდი..შენნაირ პოზიტიურ ადამიანს არ ვიცნობ და ვერც გავიცნობ.. სულ ცეკვავდი, იცინოდი, მღეროდი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი და უჭკვიანესი იყავი“ – რას წერენ შოვში დაღუპულ სალომე ხეთაგურზე

3 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by