• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფეხსაცმლის დიზაინერი ქუთაისიდან ანუ რამდენად რთულია ბიზნესის დაწყება რეგიონებში

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
ფეხსაცმლის დიზაინერი ქუთაისიდან ანუ რამდენად რთულია ბიზნესის დაწყება რეგიონებში
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენ გარშემო ბევრი ნიჭიერი , შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოვებული ადამიანი ცხოვრობს. მათ სურვილი აქვთ საკუთარი ნიჭი ბიზნესად გადააქციონ და საზოგადოებას მათი  შრომის შედეგი უფრო ახლოს გააცნონ. ბიზნესის დაწყება, თუნდაც სტარტაპის ფორმით საკმაოდ რთულია, ბევრ დროს, ენერგიას და გარემოში ხელსაყრელი პირობების არსებობას მოითხოვს. განსაკუთრებით რთულადაა საქმე რეგიონებში, სადაც სოციალურ- ეკონომიკური ფონი მეტწილად უქმნის დამწყებ ბიზნეს საფრთხეებს.

მიუხედავად სირთულეებისა, ბევრი შემოქმედი ადამიანი იბრძვის, არ ნებდება და მიზანს აღწევს. დაუღალავი შრომისა და მონდომების ნათელი მაგალითია ანა ნიკოლაძე, 36 წლის  დიზაინერი ქუთაისიდან. ანამ დაასრულა ა.წერეთლის უნივერსიტეტის   ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოდელირებისა  და დიზაინის ფაკულტეტი. მალევე დაიწყო მუშაობა ფეხსაცმლის პატარა საამქროში და მესამე კურსიდან მიიღო საკუთარ საქმიანობაში პრაქტიკული გამოცდილება. მალე ანამ ცნობილი ფეხსაცმელების ფაბრიკიდან – ლევანტო მიიღო შემოთავაზება და ეს შანსი გამოიყენა, როგორც განვითარებისა და კარიერული ზრდის საშუალება. დღეს ანა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს, მისი შემოქმედებითი შრომის შედეგი მრავალფეროვანია და ის ამზადებს როგორც ტყავის ნივთებსა და ფეხსაცმელებს, ასევე ხელნაკეთ აქსესუარებსა და საფულეებს , რომლებსაც ფეისბუქის გვერდის საშუალებით არეკლამებს. თუმცა დიზაინერი რეგიონში არსებულ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას და თავის სამომავლო გეგმებს თბილისი თაიმსს უზიარებს .

„ ლევანტოში მუშაობის დროს ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, აქ ვხატავდი ესკიზებს და თარგებსაც ვაკეთებდი .ა ნუ დიზაინის გარდა კონსტრუქტორიც ვარ და ამ ტიპის საქმიანობითაც ვარ დაკავებული, რაც საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესოა ამავდროულად. აქსესუარებით დაინტერესება უეცრად არ მოსულა. სულ რაღაცას ვკერავდი,ვქსოვდი და ვიგონებდი, სწორედ ამ დროს მომივიდა იდეა, რომ ხელნაკეთი ნივთები შემექმნა და მათთვის სხვადასხვა ფორმა მიმეცა.

შემდეგ ტყავთან რადგან ძალიან მჭიდრო კავშირი მქონდა დავიწყე ჯერ საყურეების გაკეთება, შედეგმა გაამართლა.მანამდე კი ბროშებს და სამაჯურებსაც ვაკეთებდი.

ტყავი ტრენდულია და აქტუალობას არ კარგავს , ამიტომაც გადავწყვიტე ამ მასალასთან მუშაობა არ შემეწყვიტა და  დავიწყე ტყავის სამაჯურების,ჩანთების და საფულეების გაკეთება.

აქსესუარებსა და სხვა ტიპის ნივთებზე მუშაობის დროს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამუშაო გარემოს. აუცილებელია რომ იყოს სასიამოვნო მუსიკა. განწყობის მიხედვით მუსიკა განსხვავებულია , ეს მეხმარება მეტად კრეატიული ვიყო და შემოქმედებითობა უკეთ გადმოვიტანო ჩემს ნამუშევრებში.  ტყავზე მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია, ალბათ ბევრისთვის გასაკვირია, მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომ ტყავის დამუშავებასა და მისგან ნივთების დამზადებაზე მუშაობს, თუმცა უზომოდ საინტერესო პროცედურაა და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყველაზე დიდ სირთულეს ტყავის აჭრა წარმოადგენს, რასაც სჭირდება საკმაოდ დიდი ფიზიკური ძალა.

შარშან გამოვუშვი  ფეხსაცმლის ჩემი  ხაზი  A&A shoes. ვაწარმოებ მეგობარ საწარმოში, სადაც ადრე ვმუშაობდი flimoda-ში. ამ ეტაპზე პანდემიის გამო სახლში  ვმუშაობ ტყავის აქსესუარებზე. გეგმაში  გვაქვს  პატარა სახელოსნოს  გაკეთება, სადაც ვიმუშავებ ტყავზე. ვგეგმავ ასევე  საფულეების და ქამრების შეკერვასაც, მაგრამ ბევრი სირთულეა ამ საქმეში. მასალა ანუ ტყავი საკმაოდ ძვირია და ხელსაწყოების ნაწილიც ჯერ კიდევ საყიდელია, თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა ბევრი მონდომებით და შრომით ყველაფერი გამომივა .

ბევრი გეგმა მაქვს, პანდემია და რეგიონში არსებული პრობლემები საქმიანობაში ხელშემშლელი ფაქტორებია. შემიძლია ვთქვა, რომ არაა რეგიონში ხელმისაწვდომ ფასებში მასალები და თბილისში ხშირად წასვლა -წამოსვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია . ასევე პრობლემები არსებობს   ფინანსების მხრივაც. აქ ძვირია ყველაფერი. ამავდროულად ხალხს არ აქვს საშუალება შეიძინოს ესა თუ ის აქსესუარი , არადა ყველას მოსწონს. ასევე პრობლემა არის ისიც, რომ ბევრმა არ იცის ხელნაკეთი ნივთების ფასი და ეს კულტურა ჯერ კიდევ არ არის ჩვენს ქვეყანაში, ეს სტარტაპ ბიზნესმენებს ბევრ გართულებას გვიქმნის.

ბევრი სამომავლო იდეა მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე სამწუხაროდ შეჩერებულია ყველაფერი. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ვიქირავო პატარა ოთახი , რომელსაც გადავაკეთებ სახელოსნოდ. აქ  შევძლებდი  ჩემი ამ უამრავი იდეის შესრულებას და განხორციელებას .  სახლში კაკუნი უხერხულია და წებოს სუნიც გვაწუხებს. ბევრი იდეა მაქვს და იმედია გაზაფხულისთვის ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას მოვახერხებ . „

მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ 

Share4Tweet3

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026

საინტერესო

“განსაკუთრებული ჟურნალი” ხვალ შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს

“განსაკუთრებული ჟურნალი” ხვალ შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს

9 years ago

გვაქვს შესაძლებლობა, რომ მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი – კახა კალაძე

9 years ago
ახალი 5-ლარიანი მიმოქცევაში პირველი სექტემბრიდან გამოვა

ახალი 5-ლარიანი მიმოქცევაში პირველი სექტემბრიდან გამოვა

9 years ago

მიწის ნაკვეთი გადავეცით კომპანიას, რომელიც წინა ხელისუფლებამ დააზარალა – ჯაბა სამუშია

9 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by