• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, აპრილი 22, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
17 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ახალი ამბები
ყველა ადამიანს, ვინც ახლა კოვიდ ინფექციას ებრძვის, გთხოვთ მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია – ექიმი ნანა სხილაძე

ყველა ადამიანს, ვინც ახლა კოვიდ ინფექციას ებრძვის, გთხოვთ მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია – ექიმი ნანა სხილაძე

2020/12/29
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
15 0
2
SHARES
188
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ექიმი ნანა სხილაძე, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს აფრთხილებს. ექიმი თრომბის განვითარების რისკების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თრომბოემბოლია ჯანმრთელ, ძლიერ ადამიანებსაც ემართებათ. ამასთან, ის გასცემს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ავირიდოთ მსგავსი გართულებები თავიდან.

„ყველა ადამიანს, ვინც ახლა კოვიდ ინფექციას ებრძვის, გთხოვთ მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია, რომ მეორედ არ განმეორდეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა!

როგორც ეს ჩემი კოლეგის 23 წლის გიორგი ბუაძის გარდაცვალებით მოხდა . კოვიდ სასტუმროდან სამსახურში დაბრუნებული, ამავე სამსახურის საპირფარეშოში იპოვეს გარდაცვლილი, სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა ..

რატომ უნდა ხდებოდეს ეს? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ყველას (აქამდე მეც მეგონა) გვგონია ეს პრობლემა არ შეგვეხება.. და ეს პრობლემა სადღაც მუდამ ჩვენგან შორს ხდება..

მინდა მისი ამბავით ბევრი ადამიანის რისკ ჯგუფი გამომჟღავნდეს, რადგან მეტად ჩაეძიონ თავიანთ ჯანმრთელობას და ბევრის სიცოცხლე გადარჩეს!

მითუმეტეს კოვიდ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში!

არ არის აუცილებელი იყოთ ქრონიკული დაავადებების მქონე პირი, ან ასაკოვანი.. აი, ჩვენ თვალწინ ემართებათ ძლიერ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ადამიანებსაც!

აუცილებლად მოსთხოვეთ ოჯახის ექიმს ანალიზებზე ნებართვა და კონტროლი!

აუცილებლად ჩაიტარეთ კოაგულოგრამის ანალიზი !

რა არის თრომბი? და რატომ ხდება მისი ასე უცაბედად თავდასხმა ჩვენ ორგანიზმზე?

რატომ ვითარდება თრომბოზი ახალგაზრდებში?

რამდენად ლეტალური გამოსავალი აქვს თრომბოემბოლიის განვითარებას?

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ ჭრილობების დროს სისხლდენა რა გზით ჩერდება? რატომ ჩერდება? ჯანმრთელი ორგანიზმი ამ პროცესისთვის რამდენიმე გზას გადის . ერთ-ერთი ასეთი გზა კი დაზიანებულ უბანში თრომბის წარმოქმნის უნარია.

რაში გვჭირდება თრომბის წარმოქმნა? – მის გარეშე სისხლდენა არ შეჩერდება და პატარა ჭრილობაზეც კი ადამიანი სისხლისგან დაიცლება.. არსებობს ასეთი დაავადება ჰემოფილია – რა დროსაც ადამიანი პატარა ჭრილობის დროსაც კი იღუპება. გოგოები კი პუბერტატულ (გარდატეხის) ასაკსაც ვერ აღწევენ რადგან პირველი ციკლის დროს ადამიანი უბრალოდ სისხლისგან იცლება.

ამასთან დამეთანხმებით რომ თრომბის წარმოქმნის ფუნქცია ცოცხალი ორგანიზმის თავდაცვის და სიცოცხლის გადარჩენის ერთ ერთი უნარია.

თუმცა. არსებობს ერთი დიდი თუმცა.. როდესაც თრომბის წარმოქმნას სასიკვდილოდ იყენებს ჩვენი ორგანიზმი.

ასეა, მაგალითად, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს, რომელიც დღესდღეობით კარდიოინტენსიური განყოფილებაში პაციენტების მოთავსების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

როგორ წარმოიქმნება თრომბი?

სისხლი შედგება ერტითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტებისაგან და პლაზმისგან.

თრომბი სისხლის შედედების საბოლოო პროდუქტია. შეწებებული თრომბოციტები და სისხლის წითელი უჯრედები ცილა ფიბრინის ბადეში ექცევა და ყალიბდება თრომბი.

სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევისას თრომბის წარმოქმნა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის მივა დაზიანებულ უბანთან და ამოავსებს მას , ამით შეაჩერებს სისხლდენას . კედლის მთლიანობის აღდგენისთანავე თრომბული მასა დაიშლება.

თუმცა ხდება ისეც, რომ თრომბი სისხლძარღვში ყოველგვარი გარეგანი დაზიანების გარეშე წარმოიქმნება

ჩვეულებრივ, ამას საფუძვლად უდევს ავადმყოფობა, გენეტიკური ფაქტორები, ცხოვრების წესი,უმოძრაობა თამბაქოს წევა ზოგჯერ – ქირურგიული ჩარევა და ახლა უკვე კოვიდ ინფექციაც.

ჰიპერკოაგულაციის და თრომბოემბოლიური გართულებების არსებობა აღინიშნა დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან,თუმცა არა აუცილებლად და შეიძლება აღინიშნოს მსუბუქად მიმდინარე ინფიცირების დროსაც.

COVID-19-ის პათოფიზიოლოგია ჯერ კიდევ გასაგებია. ცნობილია, რომ დაავადება პირველ რიგში ახდენს რესპირატორულ სისტემის ჩართვას პროცესში, მაგრამ სხვა სისტემების ჩართვა არც თუ ისე იშვიათია.

სავარაუდოდ, სისხლძარღვთა სისტემის ჩართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ავადობას და რაც არსებობს მრავალი მექანიზმი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელს უწყობენ COVID-19 თრომბოემბოლიის მომატებულ რისკს.

პროფილაქტიკური ციტოკინების პათოლოგიურად მომატებული დონე აღმოჩენილია ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში.

შედეგად მომატებული სისტემური ანთება, ენდოთელიუმის დაზიანებასთან ერთად, გამოწვეულია ენდოთელური უჯრედების ანგიოტენზინ -2 რეცეპტორზე ვირუსის მიერთებით და ვირუსული რეპლიკაციით, რაც იწვევს პროთრომბოზული ენდოთელიუმის დისფუნქციას.

თრომბოციტების აქტივაცია, იმობილიზაცია, მექანიკური ვენტილაცია და ცენტრალური ვენური კათეტერების გამოყენება აგრეთვე ითვლება დამატებიტ რისკ ფაქტორად რომლებიც ხელს უწყობენ პროთრომბოზულ მდგომარეობას COVID-19ის დროს.

სავარაუდო თრომბოემბოლიით გარდაცვლილი ადამიანის გვამის გაკვეთის შედეგად მკვლევარებმა წარმოადგინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ პროთრომბოზული მდგომარეობის შესახებ COVID-19 ის დროს.

ბოლოს ჩატარებულმა გაკვეთამ აჩვენა, რომ სხეულის თითქმის ყველა ორგანოში ხდება თრომბის განვითარება. ანტიკოაგულაციური სტატუსის მიუხედავად და ზოგჯერ დაავადების მიმდინარეობის დასაწყისშიც კი აღინიშნება მრავალ ორგანოში მნიშვნელოვანი მაკროვასკულარული და მიკროვასკულარული თრომბოზის განვითარება.

COVID-19- თან დაკავშირებული თანმხლები პროთრომბოზული მდგომარეობის პროფილაქტიკისათვის, თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების (IშთH) შუალედური ინსტრუქცია რეკომენდაციას იძლევა, რომ უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, პროფილაქტიკური დოზა დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა პაციენტში (ინფიცირების სიმძიმის მიუხედავად) . მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით და დოზებით!

ვენური თრომბოემბოლიის მაჩვენებლები, განსაკუთრებით კრიტიკულ პაციენტებში მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მოსალოდნელია მწვავე ინფექციების მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

ანტიკოაგულანტებმა შესაძლოა შეცვალოს კლინიკური მიმდინარეობა და გააუმჯობესოს COVID-19 ინფიცირებული პაციენტების პროგნოზი.

სტანდარტიზებული ანტიკოაგულანტური პროტოკოლები უნდა იქნას გამოყენებული COVID-19 პაციენტებში უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში .თრომბოემბოლიის განვითარების რისკის შესამცირებლად.

პრობლემის დროს თრომბი სისხლძარღვის შიგნით სისხლის მიმოქცევაში უფრო და უფრო იზრდება, ახშობს სისხლძარღვის სანათურს და აფერხებს ქსოვილებისკენ სისხლის მიდინებას. უარეს შემთხვევაში ის შესაძლოა მოწყდეს სისხლძარღვის კედელს და სისხლის ნაკადს რომელიმე ორგანოსკენ გაჰყვეს, დაახშოს მისი მომმარაგებელი სისხლძარღვი და სიკვდილი გამოიწვიოს.

ვინაიდან რესპირატორული სიმპტომები წარმოადგენს დაავადების ფუნდამენტურ მახასიათებელს, ვლინდება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება ასოცირდება შედედების დისფუნქციასთან, რაც პაციენტებს მიდრეკილებას უქმნის როგორც ვენური, ასევე არტერიული თრომბოემბოლიის (თE) რისკზე და ამის შედეგად პოტენციურად ზრდის სიკვდილიანობის რისკს.

თრომბოზი ახალგაზრდებში!

თრომბოზი ყველაზე ხშირად ხდება მიოკარდიუმის ინფარქტის, ცერებრალური ინფარქტის ან ვენური თრომბოემბოლიის სახით, ანუ ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. ყველა სახის თრომბოზის სიხშირე მკაცრად არის დამოკიდებული ასაკზე.

ახალგაზრდა პირებში, 40 წლამდე, ვენური თრომბოზი არის თრომბოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა.

არტერიული და ვენური თრომბოზის რისკფაქტორები განსხვავდება და ამ უკანასკნელთა შორის ჰემოსტაზის დარღვევები უფრო აშკარაა.

ბავშვებში ვენური თრომბოზი თითქმის მხოლოდ კლინიკაში ცენტრალურ ვენურ კათეტერებთან ასოცირდება, გარდა ახალშობილის თირკმლის ვენის თრომბოზისა, რომელსაც უცნობი ეტიოლოგია აქვს.

მოზრდილებში, ვენური თრომბოზის რისკის ფაქტორები არსებითად იგივეა, რაც ხანდაზმულ პირებში, გარდა პერორალური კონტრაცეპტივების, ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში, რომლებიც შემოიფარგლება მხოლოდ ახალგაზრდა ქალებით.

ახალგაზრდა ქალებში უმეტესად ვენური თრომბოზული მოვლენები შეიძლება მიეკუთვნებოდეს პერორალურ კონტრაცეპტივებს.

ვენური თრომბოზი არის მრავალი მიზეზობრივი დაავადება: თრომბოზის წარმოქმნამდე საჭიროა ერთზე მეტი რისკფაქტორის არსებობა.

რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო მეტი რისკფაქტორია საჭირო თრომბოზის წარმოქმნისათვის.

ბავშვებში ხშირად სამი ან ოთხი და ახალგაზრდებში ხშირად ორი ან მეტი.

რისკფაქტორები:

თრომბოზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდის მისი განვითარების რისკს:

  •  დატვირთული მემკვიდრეობა – თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გქონიათ ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რისკი იმატებს;
  • ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი;
  • ცხოვრების უმოძრაო წესი;
  • ხანგრძლივი უძრაობა, მაგალითად, ავადმყოფობის გამო წოლა, ფრენა თუ სახმელეთო ტრანსპორტით შორ მანძილზე მგზავრობა;
  • სისხლის შემდედებელი სისტემის მკვეთრი გააქტიურება, რასაც მედიცინაში ჰიპერკოაგულოპათია ეწოდება. ის შესაძლოა ჰორმონული პრეპარატების, მაგალითად, კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბების) მიღებით იყოს გამოწვეული;
  • ზოგიერთი დაავადება, მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა სისტემისა (განსაკუთრებით – გულის უკმარისობა), კიბო (განსაკუთრებით – პანკრეასისა, საკვერცხისა და ფილტვისა, თუმცა ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნე მეტასტაზების განვითარების პერიოდში შეიძლება თრომბების ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს). რისკის ფაქტორია ქიმიოთერაპიაც;
  • თამბაქოს წევა;
  • ჭარბი წონა;
  • ქირურგიული ოპერაცია;
  • ორსულობა;
  • 40 წელზე უფროსი ასაკი;
  • ქვედა კიდურების ტრავმა.

იშვიათად ფილტვის არტერია შესაძლოა დაახშოს არა თრომბულმა მასამ, არამედ აირის ბუშტუკებმა, სიმსივნურმა ქსოვილმა, ცხიმმა ძვლის მოტეხილობისას, კოლაგენმა.

დაავადების სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, ფილტვის რამდენად დიდ ნაწილს მოიცავს თრომბული მასები, ასევე – თრომბის ზომაზე და ფილტვების ან გულის თანმხლები დაავადებების არსებობა-არარსებობაზე.

SOS!

უმეტესად გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, რომელიც, ჩვეულებრივ, უეცრად ვითარდება და ყოველთვის მძიმდება ფიზიკური დატვირთვისას. მას, შესაძლოა, თან ახლდეს გულმკერდის ტკივილი, რომელსაც გულის შეტევის დროს განვითარებულ ტკივილს ამსგავსებენ. ტკივილი იმატებს სუნთქვის, ხველების, ჭამის, მოძრაობის დროს (და საგულისხმოა, რომ შეჩერების, შესვენების შემდეგ არ ყუჩდება). დამახასიათებელი სიმპტომია ხველა, რომელსაც შესაძლოა სისხლიანი ნახველი მოჰყვეს.

სხვა ნიშნებია:

  • ფეხის ტკივილი და შეშუპება, განსაკუთრებით – წვივის არეში;
  • ციანოზური (მოლურჯო) ელფერის კანი;
  • ცხელება;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • სწრაფი და არარეგულარული გულისცემა;
  • თავბრუხვევა, გონების დაკარგვა.

რეკომენდაცია:

ეცადეთ, ბევრი სითხე მიიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმის გაუწყლოება და, შესაბამისად, თრომბის წარმოქმნის კიდევ ერთი რისკფაქტორი.

ერიდეთ ალკოჰოლს, რადგან მას სითხე ორგანიზმიდან გამოაქვს.

ავტომობილით მგზავრობთ, საათში ერთხელ გააჩერეთ და რამდენიმე წუთი ფეხით ისეირნეთ. შეგიძლიათ, რამდენჯერმე ბუქნიც გააკეთოთ.

ჯდომისას 15-30 წუთში ერთხელ აამოძრავეთ კოჭები.

კიდურებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად

ექიმმა შესაძლოა კომპრესიული წინდებიც გირჩიოთ“,-წერს ექიმი ნანა სხილაძე.

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

რა განაპირობებს მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ნდობის გაქრობას?
ახალი ამბები

რა განაპირობებს მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ნდობის გაქრობას?

2021/04/22
ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის
ახალი ამბები

ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის

2021/04/22
დეკორაციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება – ფოტოკოლაჟი
ახალი ამბები

დეკორაციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება – ფოტოკოლაჟი

2021/04/22
Next Post
რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ – მიმოხილვა

რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ – მიმოხილვა

100 000 კაცზე ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ-  იმნაძე

პაატა იმნაძე: შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, ვითარება დასტაბილურდა

ლევან რატიანი: ეს ვირუსი ისე წავა, ვაქცინა აღარ დაგვჭირდება

1-2 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება – ლევან რატიანი

Discussion about this post

ახალი ამბები

რა განაპირობებს მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ნდობის გაქრობას?
ახალი ამბები

რა განაპირობებს მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ნდობის გაქრობას?

2021/04/22
0

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მრევლისა და სასულიერო პირების ურთიერთობა საკმაოდ თავისებური და კომპლექსურია. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში არაერთი მითქმა-მოთქმა არსებობს ამ თემის...

სრულად
ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის

ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის

2021/04/22
დეკორაციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება – ფოტოკოლაჟი

დეკორაციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება – ფოტოკოლაჟი

2021/04/22
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

2021/04/22
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს – გამყრელიძე

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს – გამყრელიძე

2021/04/22
ქეთი დოლიძის მიმართვა რობერტ დე ნიროს : ნუ მიეტენები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის

ქეთი დოლიძის მიმართვა რობერტ დე ნიროს : ნუ მიეტენები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის

2021/04/21
დღეს დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ – ტიკარაძე

დღეს დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ – ტიკარაძე

2021/04/21

საინტერესო

ვენაში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას უმასპინძლებს

3 წელი ago

ისრაელ-პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 14 აგვისტოს შედგება

8 წელი ago

ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტიის გააქტიურებას მივესალმებით”

6 წელი ago

“თბილისობა 2013-ისთვის” გიგანტური საწნახელის მოწყობა იგეგმება

8 წელი ago

კალენდარი

აპრილი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« მარ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

სიახლეები

  • რა განაპირობებს მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ნდობის გაქრობას? 2021/04/22
  • ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის 2021/04/22
  • დეკორაციები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება – ფოტოკოლაჟი 2021/04/22

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In