• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ – მიმოხილვა

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ – მიმოხილვა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მეცნიერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია.

COVID-19-ის  ახალი სახეობის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ლონდონის ჩათვლით, ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი – მეოთხე დონე და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს.

გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვიტეს. გაერთიანებული სამეფოდან ავია და საზღვაო რეისებზე შეზღუდვები დააწესა ირლანდიამაც. ამასთან, ქვეყანასთან საჰაერო და სარკინიგზო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ბელგიამაც მიიღო.

ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან საქართველოში ჩამომსვლელმა ადამიანებმა 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

|რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება

არსებობს სამი მიზეზი, რატომაც კოვიდის ახალმა შტამმა საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია.

  • ახალმა შტამმა მალევე ჩაანაცვლა ვირუსის სხვა არსებული ვარიანტები
  • ახალი მუტაცია გავლენას ახდენს ვირუსის ისეთ ნაწილზე, რომელიც შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს
  • პირველადმა ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთმა მუტაციამ ვირუსის მიერ უჯრედის დაინფიცირების უნარი გაზარდა

თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რადგან მეცნიერები კვლევის პროცესში არიან.

|რამდენად სწრაფად ვრცელდება

WHO-ს განცხადებით, კოვიდის ახალი ფორმა დიდ ბრიტანეთში პირველად სექტემბერში აღმოაჩინეს. ნოემბერში ლონდონში დაფიქსირებული ვირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით მეოთხედი ახალ შტამს უკავშირდებოდა. ეს რიცხვი დეკემბრის შუა რიცხვებში 2/3 გახდა.

„ჯერჯერობით წინასწარ რამის თქმა ძალიან ადრეა. მაგრამ რასაც ვუყურებთ, ვირუსი  დღემდე ცნობილ შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება. მეცნიერებმა, რომლებიც ახალ სახეობას იკვლევენ, მითხრეს, რომ, შესაძლოა ვირუსის ეს სახეობა 70%-ით უფრო სწრაფად გავრცელებადი იყოს. უნდა დავაკვირდეთ“,- განაცხადა Imperial College-ის პროფესორმა, ერიკ ვოლცმა.

ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.

|რომელ ქვეყნებში გავრცელდა ახალი ტიპის კორონავირუსი

WHO-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, კოვიდის ახალი სახეობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის ახალი შტამი აღმოჩენილია დანიაში, ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, სამხრეთ აფრიკასა და იტალიაში.

|მსგავსი რამ ადრეც მომხდარა?

დიახ.

კოვიდის ის ფორმა, რომელიც თავდაპირველად ქალაქ უჰანში აღმოაჩინეს და COVID-19-ის მსოფლიოში შემდგომ გავრცელებული ვარიანტი ერთი და იგივე არ არის.

კოვიდის მუტირებული ფორმა D614G ევროპაში თებერვლის თვეში გამოჩნდა და შემდეგ გლობალურად გავრცელდა.

მოგვიანებით ევროპაში ვირუსის კიდევ ერთი სახეობა A222V-ი გამოჩნდა, რომლის წარმოშობაც მეცნიერებმა ესპანეთში საზაფხულო არდადეგებს დაუკავშირეს.

არსებობს კოვიდის მუტირებული სხვა ფორმებიც.

|საიდან წარმოიშვა კოვიდის ახალი შტამი

ვირუსის ახლადაღმოჩენილი შტამი უჩველოდ არის მუტირებული.

სავარაუდოდ, ახალი ვარიანტი  იმ პაციენტის ორგანიზმში წარმოიშვა, რომლის იმუნურმა სისტემამაც კოვიდის დამარცხება ვერ შეძლო და ამიტომ ვირუსმა ორგანიზმი მუტაციისთვის გამოიყენა.

ლონდონის Imperial College-ის კოლეჯის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელის, ვენდი ბარკლაის განცხადებით, კორონავირუსის ახალ სახეობას, რომელიც ამ დროისთვის ბრიტანეთში ვრცელდება, ბევრი მუტაცია აქვს.

„ჩვეულებრივი ვირუსები ერთმანეთისგან ერთი ან ორი ცვლილებით განსხვავდებიან, მაგრამ ახალ შტამს ერთდროულად 22 მუტაცია აქვს. ეს არის ერთგვარი საგანგაშო ზარი, მაგრამ ბიოლოგიურად შესაძლებელია, რომ ვირუსმა ამ მუტაციების გამო ქცევა შეიცვალოს“,- აღნიშნა ვენდი ბარკლაიმ.

რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ – მიმოხილვა

|ნიშნავს ეს იმას, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახდა?

ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

|ვაქცინა კოვიდის  ახალი სახეობის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება?

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, Pfizer/BioNTech-ის  ვაქცინა კოვიდის ახალი სახეობის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება.

მისი თქმით, ვაქცინა თავის ეფექტიანობას შეინარჩუნებს.

იენს შპანის განცხადებით, ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მათ ვირუსთან დაკავშირებით იციან,  კოვიდის ახალი სახეობა ვაქცინაზე გავლენას ვერ მოახდენს.

თუმცა, დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რადგან სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

Share1Tweet1

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

საინტერესო

„აფბა“: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს

აფბა: “მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება”

10 years ago
ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ტურისტებს თბილისის მონახულებას ურჩევს

ირლანდიის ტურიზმის სააგენტო ტურისტებს თბილისის მონახულებას ურჩევს

11 years ago
სიგარეტებზე ფასი გაიზარდა

სიგარეტებზე ფასი გაიზარდა

11 years ago
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

7 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by