• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მარხვა და მოზარდები – არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

„ბავშვს სულიერი საზრდო აუცილებლად უნდა მივაწოდოთ, მაგრამ პირადი დაკვირვებით ზომიერად, რომ მან ეს ყველაფერი მიიღოს და არ გააკეთოს მექანიკურად“

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
მარხვა და მოზარდები – არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორც სხვა რელიგიებში, ქრისტიანობაშიც მარხვას უდიდესი იდეური არსი და დანიშნულება გააჩნია.

ცხადია, მარხვა არაა მხოლოდ საკვების შეზღუდვა, არამედ ეს არის დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდი. მარხვის პერიოდი უდიდესი გამოცდაა ნებისმიერი ქრისტიანისთვის და ეს არის ერთ-ერთი საშუალება -იზრუნოს მორწმუნემ საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე.

მორწმუნეებს შორის ისმის არაერთი კითხვა- რეკომენდირებულია თუ არა, რომ მოზარდმა დაიცვას მარხვა?  ჩვენი რესპოდენტი,სამების საკათედრო ტაძრის მღველმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი, სწორედ ამ საინტერესო თემის გარშემო ისაუბრებს.

მამაო, უპირველეს ყოვლისა,  მოკლედ გვითხარით, თუ რა დანიშნულება აქვს მარხვას ნებისმიერი ქრისტიანისთვის და რაოდენ მნიშვნელოვანია იგი ჩვენთვის?

როდესაც მარხვის შესახებ ვსაუბრობთ უნდა მოვახდინოთ დეფინიცია მარხვასა და დიეტას შორის, ასევე ვალდებულების მოხდასა და სულიერ განწმენდას შორის, ქრისტიანისათვის მარხვა რომ აუცილებელია ამას თავად უფალი გვაჩვენებს, როდესაც ის თავად მარხულობს, მარხვა არის საშუალება და შანსი განწმენდისა, რომ განანათლოს გონება, გააღვიძოს და გააღვივოს გრძნობები და ჩვენს თავისუფალ ნებას კეთილი ღვაწლისაკენ უბიძგოს. ხშირად უმარხველობით ამაოებაში ვვარდებით, საკუთარ თავში ვრყვნით და შეურაცხვყოფთ უფლის ხატებას. გემოთმოყვარება და გაუმაძღრობა მიწისკენ მიგვაქცევს და ჩვენს სულს ფრთებს აკვეცს. არადა, რაოდენ მაღლა მიისწრაფიან მმარხველი ადამიანები! ვინც მარხვას უარყოფს, ის ივიწყებს, თუ რის შედეგად მოხდა პირველი ადამიანების ცოდვით დაცემა და რა იარაღზე მიგვითითა უფალმა ცოდვით დაცემის წინააღმდეგ საბრძოლველად მაშინ, როცა თავადვე მარხულობდა უდაბნოში. ასეთმა კაცმა ან არ იცის, ან არ სურს იცოდეს, რომ ადამიანი ღმერთს ყველაზე ხშირად სწორედ თავშეუკავებლობის გამო შორდება, მარხვა აუცილებელი საშუალებაა ჩვენი განწმენდისა და ღმერთთან ერთობისათვის. იგია საშუალება იმისა, რომ თანაზიარი გავხდეთ ღვთის მადლისა წმინდა ბასილი დიდი ამბობს: “რადგან არ ვმარხულობდით, სამოთხიდან გამოგვაძევეს! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ დავბრუნდეთ სამოთხეში” მათეს სახარებაში მოხსენიებულია, რომ როცა იესო ქრისტემ ეშმაკეული განკურნა, მოციქულებს უთხრა: ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება (მთ. 17, 21) ასე, რომ ეს ერთგვარი კურთხევაა ღთისგან, რომ მარვა უნდა დავიცვათ.

საზოგადოებაში არსებობს არაერთი მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ მოზარდებისთვის მარხვის დაცვა არ არის რეკომენდირებული. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

ყველა მოზარდის სულიერი შესაძლებლობები განსხვავდებულია, ამიტომ ეს საკითხი უშუალოდ მოზარდის მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა არსებობს საეკლესიო საზოგადო აზრი, რომ მოზარდისთვის (12 წლამდე) მარხვის შენახვა სავალდებულო არაა, ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარხვა ავნებს მას, პირიქით, ეს იქნება ერთგვარი წინარე-მომზადება აქტიური ვარჯიში და გამოწრთობა სულიერი ძალის მოსინჯვა, რაც მომავალში ყველას გამოადგება.

უნდა დაიცვას თუ არა მოზარდმა სრული მარხვა?

მოზარდისათვის სრული მარხვის შენახვა შეიძლება სარგებლობის ნაცვლად ზიანის მომტანი იყოს, რადგან ძალდატანება, და თვით-გვემა, ხშირად იწვევს უკუ-ქმედებას, რაც როგორც წესით მომავალში იჩენს ხოლმე თავს, გულის აცრუებით მოძღვრისა და ეკლესიის მიმართ, ამიტომ ამ საკითხს, ფრთხილი და ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება.

რელიგიური კუთხით რომ აგვიხსნათ,  რა მნიშვნელობა აქვს მარხვას მოზარდისთვის?

როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანისთვის, ისე მოზარდისთვის აუცილებელია მარხვა, ცხადია სხვადასხვაგვარი კუთხით, მაგრამ მაინც მარხვა, რადგან მოზარდის სული არ მიეცეს მცონარებას, ადამიანის სული იწრთობა მაშინ, როცა ამაში ეხმარება ვიღაც – და ეს ვიღაც არის, პირველ ყოვლისა, ღმერთი ხოლო ღვთის დახმარებით ეკლესია და სულიერი მოძღვარი, ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან მოზარდია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა მოძღვარი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ მარხვაზე უნდა ვიცოდეთ რომ მოძღვარმა ყველაზე უკეთ იცის მისი სულიერი შვილის (არ აქვს მნიშვნმელობა მოზარდი იქნება თუ ზრდასრული) სულიერი პოტენციალი და შესაძლებლობები, და არ დააკისრებს მისთვის საზიანო მისიას.

რას ურჩევთ მარხვასთან დაკავშირებით  მშობლებს, რომელთაც მოზარდი შვილები ჰყავთ?

ბავშვს სულიერი საზრდო აუცილებლად უნდა მივაწოდოთ, მაგრამ, ზომიერად, პირადი დაკვირვებით, რომ მან ეს ყველაფერი მიიღოს და არ გააკეთოს მექანიკურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მშობლები აძალებენ. მის მოქმედებას სულიერი მდგომარეობა, იმის გაცნობიერება უნდა ახლდეს, თუ რატომ და რისთვის იქცევა ასე. თუ ჩვენ ბავშვს ძალას დავატანთ, ილოცოს და იმარხულოს, ის ამას ჩვენ გამო შეასრულებს, მაგრამ, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით, ბავშვი ამას აღარ გააკეთებს, ან, გააკეთებს ზერელედ და ამით საკუთარ თავს ვნებს. როდესაც გაიზრდება და არჩევანის საშუალება ექნება, შეიძლება, მან ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთოს, რადგან მანამდე ყველაფერი ძალდატანებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა და ამით მას უფლის მცნებების მიმართ, შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი ჩამოუყალიბდეს.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, რომ მოზარდი ეკლესიითა და რელიგიური ცხოვრებით დააინტერესოს?

ბავშვებთან მიმართებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვებს მარხვის შენახვა, ზიარება, იმის აღსრულება, რაც ჯერ არ შეუძლიათ, თუმცა, მათთვის ამ ყველაფრის არმოთხოვნაც არ გვეპატიება, რადგან შემდეგში ამას თავად უფალი მოგვკითხავს. უფალი ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავს არ აბარებს – როდესაც გვყავს ოჯახი, შვილები, ჩვენ არა მარტო საკუთარ თავზე, შვილების, ოჯახის წევრების ქცევასა და, ცხოვრებაზეც ვაგებთ პასუხს და ჩვენი მხრიდან გულგრილობა არ იქნება სწორი. მათდამი უსიყვარულობა და გულგრილობაა, როდესაც ყრმობიდანვე არ ჩავუნერგავთ მათ უფლის შიშს, სიყვარულს, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს არა ძალდატანებით, არამედ პირადი მაგალითის საფუძველზე. ჩვენ თუ ვიქნებით სამაგალითო მშობლები, ბავშვები ამას დაინახავენ და შეითვისებენ.

მასალა  მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა.

Share2Tweet1

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა

2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა

9 years ago
1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია თავისუფალი რეჟიმისთვის – გაბუნია

1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია თავისუფალი რეჟიმისთვის – გაბუნია

5 years ago
“შეიძლება ვაღიაროთ, რომ უკრაინაში მეტი აქტიურობა იყო საჭირო”

“შეიძლება ვაღიაროთ, რომ უკრაინაში მეტი აქტიურობა იყო საჭირო”

12 years ago
კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი დუმილის უფლებას იყენებს

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი დუმილის უფლებას იყენებს

2 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by