აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე, „ქართული ლეგიონის“ წევრი, დათო შარტავა დაიღუპა. ამის შესახებ თავის ფეისბუკში ცნობა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, გამოაქვეყნა.
„სამწუხაროდ დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა, ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ ერთ ბრიგადაში, დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს”, – წერს მამულაშვილი.
დათო შარტავა 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინის სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.






