• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არა ჰესებს, ნიშნავს არა საქართველოს მომავალს… ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს – გოცირიძე

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
არა ჰესებს, ნიშნავს არა საქართველოს მომავალს… ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს – გოცირიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს. რომან გოცირიძე ჰესების აშენების აუცილებლობაზე ვრცლად საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს, გარდა ჰესებისა, სხვა ალტერნატივა არა აქვს.

„როცა ვამბობთ “გიგანტური ჰესი”, ეს უკვე ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო ლოზუნგია. არაა ჰესი გიგანტური, რომლის წყალსაცავი ჟინვალის წყალსაცავზე ორჯერ ნაკლებია. დიდი ჰესია. ათჯერ ნაკლებიც რომ იყოს, ბუნებაზე ზემოქმედებას ვერ ავიცილებთ. ნებისმიერი ჰესი ზემოქმედებს გარემოზე და ყოველთვის მოიძებნება მისი მშენებლობის გაჩერების საბაბი. ორმოცდაათამდე ჰესის მშენებლობაა გაჩერებული. თუ რატომ მოხდა ეს, ცალკე საუბრის თემაა. მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა, რომელსაც ხალხი არაფერში ენდობა და ამის სამართლიანი საფუძველიც აქვს.

საქართველოს, გარდა ჰესებისა, სხვა ალტერნატივა არა აქვს. სხვა ალტერნატივა კიდევ უფრო უარესია. იმ ტყის ფართობი, რაც გაზისა და ენერგეტიკის სექტორის კოლაფსის გამო გაიჩეხა საქართველოში, ყველა ასაშენებელი ჰესის მიერ ჩასაძირი ტყის ფართობს აღემატება. ქარსაფარი ზოლებიც კი განადგურდა, რომლის აღგენა ფინანსურად და ფიზიკურად წარმოუდგენელია. ამის რესურსი რომც იყოს, მრავალი ათეული წელი დასჭირდება“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

მისივე თქმით, ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰესების მშენებლობა ფინანსურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, პირველ რიგში იმისთვის, რომ ოკუპანტ ქვეყანაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.

„საქართველოს ენერგეტიკა დღეს მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე და არა მხოლოდ მზარდი იმპორტის გამო. ენგურზე დენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამომუშავდება. ნებისმიერ წამს შეუძლია რუსეთს ქვეყნის ჩაბნელება. რატომ არ აკეთებს ამას? არ უღირს. მოუწევს აფხაზეთის მოსახლეობისა და მისი სამხედრო ბაზების მომარაგება რუსეთიდან, თანაც წამგებიანად-ღატაკ აფხაზეთში ვერავინ გადაიხდის დენის საფასურს საბაზრო ფასებში. მრავალი ათეული წელი იქნება სუბსიდირებული. დღეს ამას საქართველო აკეთებს უფასოდ – ვაწვდით დენს, შიდა დისტრიბუციაც ფაქტობრივად უფასოა, სიმბოლური ფასის გადახდაც კი უჭირთ.

რუსეთისათვის აფხაზეთი უფრო პოლიტიკური თავის ტკივილია, ვიდრე – ეკონომიკური. რომ დასჭირდეს, მისთვის  ზღვაში წვეთია ის ხარჯები, რომლის გაღებაც შეიძლება მოუწიოს.

რატომ ვართ იძულებული, ვიხადოთ სულ უფრო მზარდი ხარკი ნატურით? იმიტომ, რომ ენგურის, მარეგულირებელი სადგურის გარეშე არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკა. სულაც ასი პროცენტი რომ წაიღოს აფხაზეთმა (რუსეთმა), მას მაინც ვერ გავაჩერებთ, რადგან, როგორც ითქვა, გარდა დენის მიწოდებისა, მას სხვა ფუნქციაც აკისრია. ამ ვითარების დაძლევას სჭირდება უზარმაზარი ინვესტიციები და პირველ რიგში, ჰიდროენერგეტიკის სექტორში.

ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ნიშნავს ტრადიციული ენერგეტიკის განვითარებასაც. მზე ღამით არ ანათებს და ქარიც ყოველთვის ერთნაირად არ უბერავს. თანაც, მის განვითარებას სჭირდება მსყიდველობითუნარიანობის მქონე მოსახლეობა და ბიზნესი ანუ მშპ-ის იმ დონემდე ზრდა, რომ ძვირი ელექტროენერგიის შეძენა შეგეძლოს. ესეც მრავალი ათეული წლის პერსპექტივაა.

ბუნებამ გვიბოძა სიმდიდრე და ახლა ის უნდა მოვიხმაროთ გონივრულად.

არ არსებობს საქმის მცოდნე არცერთი ადამიანი (გარდა იმ გულუბრყვილო მოსაუბრეებისა, რაც ტელეეკრანებიდან გვესმის), რომ ჩვენი რესურსების და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში (ღატაკები ვართ, ერთ სულზე 4 ათასი დოლარი მშპ-თი) რაიმე სხვა ალტერნატივა დაასაბუთოს.

არა ჰესებს, ნიშნავს არა საქართველოს მომავალს.

ეს სულაც არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას.

დიახ, გვინდა მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებით აშენებული ენერგოობიექტები, ალტერნატიულებიც, ოღონდ, როცა ევროპაში დენი 20-30 ცენტი ღირს და მხოლოდ კოსოვო და საქართველოა ის ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის ღირებულება მხოლოდ 6 ცენტია ( მოლდოვაშიც კი თითქმის ორჯერ ძვირია), შანსი ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა უკიდურესად რთულია (ამიტომ იძლევა სახელმწიფო გარანტიებს, რაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს). დაბალია ტარიფი, ღატაკია ქვეყანა; როცა შემოსავლები გაგვეზრდება, მაშინ ბევრი გვექნება ქარისა და მზის სადგურებიც (რაც მაინც ვერ შეცვლის საბაზო სადგურებს) და ინვესტორებსაც არ ექნებათ თავიანთი დაბანდებების დაკარგვის შიში.

სიმდიდრის ცვლილება აზროვნების ცვლილებასაც იწვევსო – ამბობენ ფილოსოფოსები. ერთი ცნობილი მატერიალისტი ფილოსოფოსის აზრით, ქოხში უფრო სხვანაირად აზროვნებენო, ვიდრე – სასახლეში. ამის თქმა იმის დასამტკიცებლად სჭირდებოდა, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და არა – პირიქით. ვინაა სწორი არავინ იცის – ქათმისა და კვერცხის ამბავია. ეს მუდმივი დავაა მატერიალისტებსა და იდეალისტებს შორის. თუ დიდი ფილოსოფიური პრობლემიდან ჩვენი ბედკრული საქართველოს ყოფით პრობლემებს დავუბრუნდებით, როცა დენი გაქვს, უფრო სხვანაირად აზროვნებ, ვიდრე როცა არა გაქვს. ეს ჩვენს თავზეც გამოვცადეთ ოთხმოცდაათიან წლებში“, – წერს რომან გოცირიძე facebook-ში გვერდზე.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

„პატრიარქის როლი ჩემს მოქცევაში გადამწყვეტია“ – მამა გურამ ოთხოზორია

„პატრიარქის როლი ჩემს მოქცევაში გადამწყვეტია“ – მამა გურამ ოთხოზორია

11 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი  ანგელა მერკელს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

12 years ago
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა

5 years ago
მტკვარში, კაცის ცხედარი იპოვეს

მტკვარში, კაცის ცხედარი იპოვეს

10 months ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by