• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: “არცერთ დეპუტატს არ გაუკეთებია ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა”

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე: მთავრობის სტრუქტურაში დამატებითი რგოლის გაჩენაზე საუბარი არ არის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა, არის, უბრალოდ, შეუძლებელი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზებიც. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, იქნება თუ არა ცვლილებები უმრავლესობაში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი არ არის.

„რაც შეეხება კონკრეტულად, ამ ერთ შემთხვევას, ეს იყო, მე ვიტყოდი, დაგვიანებული გადაწყვეტილება, თუმცა, ამ დაგვიანებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. რაც შეეხება შემდგომ ცვლილებებს უმრავლესობის შემადგენლობაში, მე ვფიქრობ, რომ ეს მოსალოდნელი არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გუნდში, მათ შორის, კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ  გუნდში ერთიანობის შენარჩუნებას ზუსტად ისევე, როგორც ვახერხებდით ამას გასული სესიების განმავლობაში, გასული ორი წლის განმავლობაში. გუნდი არის ერთიანი, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, საერთო პრინციპები და ამ პრინციპების გარშემო ვიქნებით, რა თქმა უნდა, გაერთიანებული მომავალშიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, ის, რაც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, არის „ყოველგვარი წითელი ხაზის გადაკვეთა“, რაც აქამდე არცერთ სხვა დეპუტატს არ გაუკეთებია.  ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაადგილებები მოსალოდნელი არ არის.

„ის, რაც გააკეთა ამ კონკრეტულმა დეპუტატმა, არ გაუკეთებია არცერთ სხვა დეპუტატს. როდესაც შენ შენს კოლეგებს უწოდებ კომკავშირელებს, კოლექტიურ ზარდიაშვილებს და ასე შემდეგ, ეს არის ყოველგვარი წითელი ხაზის გადაკვეთა. ასეთი რამ სხვა დეპუტატებს არ გაუკეთებიათ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, ბუნებრივია, ვერავის ასეთი მოლოდინი ვერ ექნება. ეს იყო ერთი კონკრეტული დეპუტატი, რომელმაც გადაკვეთა ყველა ზღვარი. ჩემთვის მართლა აუხსნელია, რატომ შეიძლებოდა, ეს გაეკეთებინა ამ კონკრეტულ დეპუტატს. არ ვიცი, შეიძლება, რაღაც ეჭვები და ვარაუდები არსებობდეს, მაგრამ ნადვილად აუხსნელია ის, რომ ასეთი რამე კეთდება კონკრეტული დეპუტატის მხრიდან. შესაბამისად, რაც შეეხება შემდგომ რაიმე გადაადგილებას, ეს მოსალოდნელი არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, აქტიურ რეჟიმში წარიმართება კონსულტაციები ყველა საკითხთან დაკავშირებით გუნდში და ამ კონსულტაციების საფუძველზე გაგრძელდება ჩვენი მუშაობა უმრავლესობაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ისე იქნა წარმოჩენილი, რომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან მის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო გარიცხეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არის გუნდის არაერთი წევრი, მიმართაც, დეპუტატმა შეურაცხყოფელი განცხადება გააკეთა.

„ასე ცდილობენ წარმოაჩინონ, თორემ მე ჩამოგითვლით არაერთ წევრს ჩვენი გუნდისას, რომლის მიმართაც შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოვიდა ეს კონკრეტული დეპუტატი, დაწყებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით, დამთავრებული, მთავრობის კონკრეტული წევრებით. იყო არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები ზოგადად გუნდის მიმართ, პარტიის მიმართ. ყველა წითელი ზღვარი გადაიკვეთა. მე ვუსმენდი კონკრეტულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც გაუგონარ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ, თითქოს, პარტიული დისციპლინა, ასეთი რამ, არ არსებობს დემოკრატიულ სივრცეში, რაც არის ღიმილისმომგვრელი, ვინც ოდნავ ერკვევა. მე თვითონ,დისერტაცია მაქვს დაცული პარტიებთან დაკავშირებით. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა იმაში, თუ როგორ მუშაობს ევროპული პარტიული სისტემები, ყველამ იცის, რომ პარტიული დისციპლინა არის მათი მოგონილი და მათი შენარჩუნებული. ასეთი ექსპერტები გვყავს ჩვენ, სამწუხაროდ. არასწორად ხდება ხოლმე იმ მოვლენების წარმოჩენა, რომელიც ვითარდება პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ რომელიმე ოპოზიციური პარტია: მაგალითად, „ევროპულ საქართველოში“ ოთარ კახიძემ რომ თქვას, ვიღაცეებზე, რომ პირობითად, ესენი არიან „გიგა ბოკერიები“ ან „ხათუნა გოგორიშვილები“, ბუნებრივია, ეს გახდება მყისიერად, მისი გარიცხვის საფუძველი, ანუ, ანბანურ ჭეშმარიტებებზე არ შეიძლება ვიდაოთ და სამწუხაროა, როდესაც ე.წ. ექსპერტები, ხანდაზმული თუ არა ხანდაზმული, საუბრობენ ასეთ თემებზე. ანუ, არასწორად ხდება ამ ყველაფრის წარმოჩენა. როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს რის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა, არის, უბრალოდ, შეუძლებელი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოში შეუძლია. მისივე განცხადებით, პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისას, აქტიური კონსულტაციების რეჟიმი მიმდინარეობს პარტიის შიგნით და პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარესთან.

„პროცედურა არის დადგენილი პარტიის წესდებით. პარტიის წესდების თანახმად, სამდივნოს გადაწყვეტილება საჩივრდება პოლიტიკურ საბჭოში, 14 დღის ვადაში, შესაბამისად, კონკრეტულ დეპუტატს შეუძლია ამის გასაჩივრება პოლიტსაბჭოში და იქ თავისი თვალით ნახავს იმას, თუ ვინ იყო მომხრე და ვინ არ იყო მომხრე მისი გარიცხვისა პოლიტიკური პარტიიდან. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ გვაქვს ძალიან აქტიური კონსულტაციების რეჟიმი პარტიის შიგნით, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გვაქვს კონსულტაციები პარტიის თავმჯდომარესთან, როდესაც მიიღება პრინციპული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს კონკრეტული მოლოდინები გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პოლიტსაბჭოში არის შესაძლებელი ამის გასაჩივრება და ბუნებრივია, იქ შეიძლება, ხელმეორედ განვიხილოთ ეს საკითხი. მაგრამ, რაც შეეხება გარიცხვის საფუძვლებს, ამის ეჭვქვეშ დაყენება, ბუნებრივია, არ ჯდება არანაირ ლოგიკაში და მე უნდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცეები მოვისმინე ე.წ. ექსპერტების მხრიდან და ასევე, ჩვენი გუნდის წევრების მხრიდანაც იყო ასეთი განცხადებები. საფუძველი რომ არსებობდა გარიცხვის, ეს ყველასთვის არის, ბუნებრივია, თვალნათელი. როდესაც კაცი თვეების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებს თავის თანაგუნდელებს, ბუნებრივია, საფუძველი ამ შემთხვევაში, არსებობს და განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვიღაც კრიტიკისთვის გაირიცხა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ან არის დაკვეთილი, როგორ შეიძლება, ექსპერტმა ასეთი რამ თქვას, რომ კრიტიკისთვის გაირიცხა ჭიჭინაძე, როცა ყველამ იცის, რომ კრიტიკისთვის არ გარიცხულა, არ ვიცი, ამის უკან რა შეიძლება იდგას. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკურ, მედია თუ საზოგადოებრივ სივრცეში ხშირად ასეთი ალოგიკური განცხადებები კეთდება ხოლმე და მერე აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ამ განცხადებების უკან შეიძლება იდგას გარკვეული ინტერესები, მათ შორის, მერკანტილური გარიგებებიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

დავით ახალაიას მიმართ ინტერპოლის ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

10 years ago
კახა კალაძე – „ქართული ოცნების” პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს

კახა კალაძე – მეეჭვება, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, ამისთვის არ აქვს არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობები

7 years ago
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის

11 years ago
მამუკა ხაზარაძე – გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა – მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ვართ დაზარალებულები, საქმეს პოლიტიკური პროკურატურის გარდა, მომჩივანი არ ჰყავს

7 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by