ხელმოცარული ვარ — კიმ კარდაშიანმა იურისტის გამოცდა ვერ ჩააბარა

ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ მოდელმა და რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა 2019 წელს განაცხადა, რომ იურისტობას აპირებდა. თუ ამ დროის განმავლობაში იმის ინტერესი გკლავდათ, თუ როგორ მიდიოდა მისი სწავლის საქმეები, გეტყვით, რომ არც ისე შესაშურად…

ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკული რეალითი შოუს Keeping Up with the Kardashians ახალი სეზონის თიზერი გამოქვეყნდა, სადაც კიმი თავის დებს, ქლოისა და კორტნის მწუხარებით ამცნობს, რომ ვერ ჩააბარა გამოცდა, რომელიც სამართლისმცოდნეობის სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის იყო საჭირო.

როგორც ვიდეოში ჩანს, კიმს თავისი მენტორი, ადვოკატი ჯესიკა ჯექსონი ეუბნება, რომ გამოცდის ჩასაბარებლად 560 ქულა იყო საჭირო, კიმმა კი 474 დააგროვა.

“ეს ძალიან კარგი ქულაა იმ რთულ ტესტში, რომელსაც პანდემიაში ადამიანების დიდი ნაწილი არც კი აბარებს”, — ეუბნება პირადი მენტორი კიმს.

ამის მიუხედავად, კარდაშიანი მაინც დამწუხრებულია:

“ხელმოცარული ვარ. ექვსი კვირის განმავლობაში დღეში 10-12 საათი ვმეცადინეობდი და ამ ტესტის ჩაბარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ახლა კი სტიმული გამიქრა და ლამის, ხელი ავიღო ჩემს მიზანზე”, — ამბობს კიმი ვიდეოში.

როგორც მისი დები ამხნევებენ, მას შეუძლია გამოცდაზე ხელმეორედ გავიდეს, რომელიც ნოემბერში ტარდება, თუმცა კიმის თქმით, მას ამის დრო თითქმის აღარ აქვს.

“ჩვენი შოუს ფინალი უნდა გადავიღოთ. მალევე ჩემი დაბადების დღეც მოდის, 40 წლის ვხვდები და უკვე ყველაფერი დავგეგმე, ვერაფერს გავაუქმებ. თუ ისევ ჩავიჭრები გამოცდაზე, რაღა აზრი აქვს?”, — აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, რომ რეალითი შოუ Keeping Up with the Kardashians წელს სრულდება მეოცე სეზონით. ასევე შარშან კერძო კუნძულზე გადახდილი კიმ კარდაშიანის დაბადების დღე დიდი განხილვის საგნად იქცა.

მოკლედ, ნამდვილად რთული გამოწვევების წინაშეა აწ უკვე მილიარდერი კიმ კარდაშიანი.

ფოტო: Tenor

მსგავსი სტატიები

Next Post

Discussion about this post

ახალი ამბები

ახალგაზრდული შესაძლებლობების პირველი, ქართული ონლაინ პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოში პირველად, ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინ პლატფორმა – youthplatorm.gov.ge ჩაეშვა. „ახალგაზრდობის პლატფორმა“ ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე  შესაძლებლობების ონლაინ სივრცეა, რომელიც აერთიანებს...

სრულად

საინტერესო

Welcome Back!

Login to your account below

Create New Account!

Fill the forms below to register

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.