• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნამახვანჰესი არსებული პროექტით აღარ აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა. ღარიბაშვილის თქმით, პირობა, რომ ჰესი ინვესტორს 100 წლით გადაეცემოდა, მას, როგორც პრემიერ–მინისტრს, მემკვიდრეობით დახვდა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაიხედება.

433 მგვტ დადგმული სიმძლავრის ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა 200 დღეზე მეტია აპროტესტებს. მათი ნაწილისთვის ზოგადად ჰესია მიუღებელი, ნაწილისთვის კი კონტრაქტის პირობები, მათ შორის ტარიფი, უსაფრთხოების არსებული გარანტიები და თავად კონტრაქტის ხანგრძლივობა.

ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების მხრიდა ყველაზე მეტი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ისმება. აქტივისტების მტკიცებით, მიწისძვრის შემთხვევაში კაშხალი ჩამოინგრევა და ქუთაისს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა წალეკავს, რასაც მშენებელი კომპანია ENKA კატეგორიულად არ ეთანხმება.

ნამახვანჰესის პროექტზე მუშაობა 70-იან წლებში დაიწყო. ტექნიკურ-ეკონომიკური რეზიუმე ჯერ 2007 წელს პოლონურმა „ჰიდროდიზაინმა,“ შემდეგ 2011 წელს შვეიცარიულმა „შტუკმა,“ 2013-2014 წლებში კი იტალიურმა „StudioIng. G. Pietrangeli“-მა მოამზადა.

ჰესი კასკადურია და 2 წყალსაცავისგან შედეგება. ქვემო ნამახვანის სიმძლავრევ 333 მგვტ, სარკის ფართობი – 5.1 კვადრატული კილომეტრი და ზემო ნამახვანის სიმძლავრეა 100 მგვტ, სარკის ფართობი – 1 კვადრატული კილომეტრი. სავარაუდო ჯამური წლიური გამომუშავება 1.560 მლრდ კვტ/სთ, რაც წლიურად 750 000 ტონა CO2-ის გამოფრქვევის ალტერნატივას ნიშნავს. საინვესტიციო ღირებულება $800 მლნ-ს შეადგენს. ჰესი მაგნიტუდით 7.0 სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი. ჰესს თურქული ENKA აშენებს, რაც მოწინააღმდეგეებისთვის დამატებით არგუმენტს წარმოადგენს.

ტარიფთან დაკავშირებით მთავრობა აცხადებს, რომ 6.2 ცენტი პიკური ფასია, საშუალო შეწონილი კი 4.91 ცენტს შეადგენს, ხოლო 15 წლიანი საშუალო 5.74 ცენტს. ნამახვანჰესი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია.

 

სხვა ჰესების მსგავსად ნამახვანიც უაღრესად პოლიტიზირებულია. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებაში არიან 10 წლის წინ დაგეგმილ ჰესების მშენებლობას უპირისპიდებოდნენ დღეს ემხორბიან. დამოკიდებულება შეიცვალა მესამე პრეზიდენტმაც რომელიც არამხოლოდ ნამახვანს ნენსკრასა და ხუდონჰესის მშენებლობასაც გეგმავდა, ხოლო ახლა ქარის ტურბინებისა და მზის პანელების განთავსების იდეით გამოდის.

ფასების ვარდნის გამო, ელექტროენერგიის გენერაციაში გლობალური მასშტაბით მზისა და ქარის ენერგიების წილი მართლაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ჯამურად 10%-ს აჭარბებს, როდესაც საუკუნის დასაწყისსი 1%-იც არ იყო.

ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოს ეკონომიკურად მომგებიანი ქარის ენერგიის პოტენციალი 1350 მეგავატია, მზის – 500. მათ ჯამში 4 მლრდ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეუძლიათ, მაგრამ ამ პოტენციალის ათვისებისთვის მარეგულირებლიანი სადგურების არსებობაა აუცილებელი. მზე გარდა იმისა, რომ ღამე არ ანათებს, მისი სადგურის სიმძლავრე დღის განმავლობაში ღრუბლიანობის ცვალებადობის დროსაც იცვლება, რაც ქსელში პრობლემებს ქმნის.

მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება. საქართველოში გენერაციაზე სწრაფად, რაც ქვეყანას მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის რუსეთზე დამოკიდებულს ხდის. 2010 წელს საქართველოში არსებული ელექტროსადგურების ჯამურმა გენარეაციამ 10.058 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, მოხმარებამ – 8.441 მლრდ კვტ/სთ. 2020 წელს გენერაციამ 11.160 მლრდ კვტ/სთ–ს მიაღწია, ხოლო მოხმარებამ 12.157 მლრდ კვტ/სთ–ს. 10 წელიწადში გამომუშავება 11%-ით, ხოლო მოხმარება 44%-ით გაიზარდა. მოხმარების ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წელს მოთხოვნა 17.506 მლრდ კვტ/სთ–ს მიაღწევს. თუ გენერაცია მხოლოდ 4 მლრდ კვტ/სთ–ით გაიზარდა, მაშინ იმავე 2030 წელს გენერაცია 15.160 მლრდ კვტ/სთ–ს, დეფიციტი კი 2.346 მლრდ კვტ/სთ–ს მიაღწევს, ამჟამინდელზე 2.34-ჯერ მეტს. თუ სასადგურე და ქსელის დანაკარგებსაც გავითვალისწინებთ დეფიციტი კიდევ უფრო მეტი იქნება და 3 მლრდ კვტ/სთ–ს გადააჭარბებს. იმ შემთხვევაში თუ ახალი ელექტროსადგურები საერთოდ არ აშენდა, რეალური დეფიციტი 7 მლრდ კვტ/სთ–ს გადააჭარბებს.

დღეს საქართველოში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომლის დროსაც, ადამიანთა დიდი ნაწილი და შესაძლოა უმრავლესობაც ჰესების წინააღმდეგაა განწყობილი. ეკოლოგიურ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით ისინი გიგანტურ ჰესებს ეწინააღმდეგებიან და მცირე ჰესებთან, პრობლემა არ აქვთ, თუმცა ნებსით თუ უნებლიეთ პრობლემები გაცილებით მცირე ზომის ჰესებსაც ეხება. 2019 წლის აპრილში პანკისში სულ რაღაც 5.4 მეგავატი სიმძლავრის „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის დაწყებას დაპირისპირება მოჰყვა. ხელჩართული ჩხუბისა და აქციებზე სროლის შედეგად 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი დაშავდა. ასევე დაზიანდა პოლიციის ავტომობილები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი. საბოლოოდ სახელმწიფომ უკან დაიხია და ჰესი არ აშენდა.

დიდი ჰესებიდან ნამახვანის გარდა ასევე შეჩერებულია ნენსკრას მშენებლობაც. ხუდონჰესი კი არც განახლებულა, რომელიც სხვა პროექტებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ მისი აშენების შემთხვევაში ენგურჰესის გენერაცია 500 მლნ კვტ/სთ-ით გაიზრდებოდა.

დღეს არსებული მონაცემებით საქართველოში ენეგეტიკაში განსახორციელებელი $4 მლრდ-ის ინვესტიციაა დაპაუზებული. შედარებისთვის გასულ წელს საქართველოში პირდაპირი უცხუური ინვესტიციების მოცულობამ 6.5-ჯერ ნაკლები მხოლოდ $617 მლნ შეადგინა.

საქართველოში ასაშენებელი ჰესების შემთხვევაში სიტყვა „გიგანტურის“ ხსენება რამდენან მართებულია საკამათოა. თუ 433 მეგავატიანი ნამახვანი გიგანტურია, მაშინ რა უნდა ეწოდოს მასზე 52-ჯერ უფრო მძლავრ 22.5 გიგავატიან (30 მლნ ცხენის ძალა) „სამი ხეობის კაშხალს“ რომელმაც 2020 წელს 112 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც იმავე წლის საქართველოს ჯამურ ჰიდროგენერაციას 1260%-ით აღემატება?

ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას საინტერესოა კიდევ ერთი გარემოების გათვალისწინება. ბოლო ათ წელიწადში საქართველოში 2 დიდი თბოსადგური „გარდბანი 1“ და „გარდაბანი 2“ აშენდა. თითოეულის სიმზლავრე 230 მგვტ-ა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრ 187 მეგავატიან შუახევი ჰესზე მეტია. თბოსადგურები წლიურად მინიმუმ 600 მლნ კუბურ მეტრ იმპორტირებულ ბუნებრივ გაზს საჭიროებენ, რაც გარემოსთვის ბევრად უფრო მეტი ზიანის მომტანია ვიდრე ჰესი, მაგრამ თბოსადგურების მშენებლობა არავის გაუპროტესტებია.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

World bank: მსოფლიოს 10 საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანა – აშშ კვლავ პირველია

World bank: მსოფლიოს 10 საუკეთესო ეკონომიკის მქონე ქვეყანა – აშშ კვლავ პირველია

9 years ago
“არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს” – ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე

“არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს” – ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე

3 years ago
წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავა

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავა

12 years ago
ერთ წელიწადში სურსათი 8 პროცენტით, თამბაქო კი, 29 პროცენტით გაძვირდა

ერთ წელიწადში სურსათი 8 პროცენტით, თამბაქო კი, 29 პროცენტით გაძვირდა

7 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by