• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა.

შეხვედრის დასაწყისში ეკა ბესელიამ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ზედამხედველობის და აღსრულების კუთხით კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაამკაცროს.
„ჩვენ ყველანი შეძრული ვართ ამ ტრაგედიით, ამავე დროს მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიფიქროთ მაქსიმალურად კარგ და ეფექტიან კონტროლზე ზედამხედველობის და აღსრულების კუთხით, როდესაც საქმე ეხება მშენებლობას და მშენებლობის შემდგომ პროცედურებს. ამაზე ჩვენ, კანონმდებლებმა უნდა ვიფიქროთ, თუ კიდევ უფრო მეტად რა არის საჭირო, მათ შორის აღსრულების დონეზე კონტროლის კუთხით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრმა შეკრებილ საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნო. მისი განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ დაკომპლექტდება უზენაესი სასამართლო, ვინაიდან ამან უნდა განსაზღვროს უახლოეს ხანაში როგორი იქნება მართლმსაჯულება საქართველოში. მისი ინფორმაციით, თანამოაზრეებსა და იურისტებთან ერთად უკვე დაიწყო მუშაობა ორგანულ კანონში ცვლილებათა პროექტზე და ამდენად მეცნიერ-იურისტების, აკადემიური წრეების წარმომადგენელთა ხედვას, რეკომენდაციას, მოსაზრებას, რჩევასა თუ პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრაზე საუბარი დაეთმო სამართლებრივ საკითხებს, მართლმსაჯულების რეფორმას, მათ ხედვებს იმ პროცესზე, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესს. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ვენეციის კომისიის წევრმა, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მინდია უგრეხელიძემ, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრებმა.

მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის დაჩქარებული პროცესი. საერთო პოზიციაა, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად გახსნილი და საჯარო, ფართო კონსესუსზე დაფუძნებული და საზოგადოების მხარდაჭერით მიღებული გადაწყვეტილება, რათა სასამართლოს ყველაზე მაღალი ინსტანცია მაღალი რეპუტაციის და მაღალი სანდოობის მქონე მოსამართლეებისგან დაკომპლექტდეს. გამოითქვა საერთო მოსაზრება, რომ მოსამართლეობის კანდიდატებად უნდა დასახელდნენ არა მხოლოდ მოქმედი მოსამართლეები, არამედ პროფესიული წრეებიდანაც – იურიდიულ სფეროში ძალიან მაღალი გამოცდილების მქონე იურისტები.

შეხვედრაზე განხილული საკითხები ეკა ბესელიამ შეაჯამა და აღნიშნა, რომ საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები აისახება იმ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელსაც კოლეგებთან ერთად, თვის ბოლოსთვის პარლამენტში წარადგენს.

„ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ფართო კონკურსი და იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მარტო ის სია კი არ მიიღოს, რასაც იუსტიციის საბჭო მიიჩნევს საჭიროდ, არამედ ფართო სია, საიდანაც მოხდება შერჩევა. იუსტიციის საბჭო არ უნდა იყოს ისეთი ბარიერი, რომელიც არ მისცემს შესაძლებლობას პარლამენტს რეალურად შეარჩიოს საუკეთესო კანდიდატები და საუკეთესო მოსამართლეები უზენაესი სასამართლოსი. ერთ-ერთი მთავარი ჩემი რეკომენდაციაა, რომ სიაში არ უნდა იყოს მხოლოდ 10 ან 18 კაცი. სია გაცილებით ვრცელი უნდა იყოს და პარლამენტმა ამ სიიდან საუკეთესოები შეარჩიოს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრის თქმით, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „ამის მიზანია, რომ ის ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტი მიიღებს საგაზაფხულო სესიაზე, ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას და კონსესუსს ეფუძნებოდეს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც დააყენებს პოლიტიკური შერიგების ინიციატივას”

“ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც დააყენებს პოლიტიკური შერიგების ინიციატივას”

11 years ago
უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება იგეგმება

უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება იგეგმება

8 years ago
პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ტარდება

პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ტარდება

11 years ago
„მაიძულებდა, მის წინაშე გავშიშვლებულიყავი, თორემ მშობლებს მომიკლავდა… შემეშინდა და დავთანხმდი” – რას ჰყვებიან არასრულწლოვნები?

„მაიძულებდა, მის წინაშე გავშიშვლებულიყავი, თორემ მშობლებს მომიკლავდა… შემეშინდა და დავთანხმდი” – რას ჰყვებიან არასრულწლოვნები?

2 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by