ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, სექტემბერში პირბადეები გარე სივრცეში მოვიხსნათ, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, 30%-40%-ის მიღწევის შემთხვევაში, ამ რეკომენდაციის გაცემა უკვე შესაძლებელი იქნება.
„30%-40%-ის მიღწევის შემთხვევაში, ამ რეკომენდაციის გაცემა უკვე შესაძლებელი იქნება. ჯერ სამწუხაროდ, ჩვენ შორს ვართ ამ ციფრისგან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ტემპს, რა ტემპითაც ქვეყანაში მიდის ვაქცინაციის პროცესი, თუ გავითვალისწინებთ ივლისში მოსალოდნელი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებას, შესაძლებელია, ჩვენ ოპტიმისტური პროგნოზით, სექტემბერში, აგვისტოს ბოლოს მივიღოთ ის 40%-იანი მაჩვენებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ამ მნიშვნელოვანი შეზღუდვის მოხსნის“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.