მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბავშვები მოძალადეების პირისპირ აღმოჩნდებიან ხოლმე. სხვადასხვა მიზეზის გამო, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ხშირად მალავენ მსგავს ფაქტებს. მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, რომ მისი შვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ასევე, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, როგორ ამოიცნონ სავარაუდო მოძალადე.
აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს ფსიქოლოგი, მარიამ იველაშვილი პასუხობს.
როგორ უნდა ამოიცნონ ბავშვებმა, მოზარდებმა სავარაუდო მოძალადე? (სექსუალური)
-ბავშვზე სავარაუდო სექსუალური მოძალადე შეიძლება, იყოს ნებისმიერი მასთან ან მის ოჯახთან დაახლოებული პირი, რომელიც ცდილობს, ბავშვის გამოყენებით მიიღოს სექსუალური კმაყოფილება.
-თუ ბავშვს არ აქვს შესაბამისი ცოდნა სექსუალობასთან დაკავშირებით, მისთვის ნებისმიერი მსგავსი ტიპის ქმედება გამოიწვევს შიშს, შფოთვას, აგრესიას, დაუცველობისა და უნდობლობის განცდას. ამის გამო იგი ვერ შეძლებს, ვერბალიზება მოახდინოს სექსუალური ძალადობის შემთხვევის და ეს ფაქტი ხელს შეუწყობს სექსუალური ძალადობის გახშირებისა და გამრავლებას, რაც, თავის მხრივ, უფრო მეტ ზიანს მიაყენებს მას.
-გარდა ამისა, ბავშვები, რომლებიც განიცდიან სექსუალურ ძალადობას, მასთან ერთად სხვა ტიპის ძალადობასაც შეიძლება, განიცდიდნენ, ამიტომ, სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირება უფრო მეტ წინააღმდეგობასთან ხდება დაკავშირებული.
-იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს, ამოიცნოს სექსუალური მოძალადე, უნდა ჰქონდეს ცოდნა სექსუალობასა და სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებით.
როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ბავშვზე სექსუალური ძალადობა?
-ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ სექსუალურ ძალადობაზე. ბევრი რამ ახდენს გავლენას ბავშვების რეაგირებაზე, მათ შორის, რამდენი წლის არიან ბავშვები, რამდენად ხშირი და მძიმეა ძალადობა, რა ხდება ძალადობის დროს და ვინ ახდენს ძალადობას.
-ზოგიერთ ბავშვს შეიძლება, ჰქონდეს მხოლოდ ძალიან გამოკვეთილი ნიშნები და ზოგს შეიძლება, საერთოდ არ ჰქონდეს რაიმე ნიშანი.
-თუ თქვენს შვილს აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ნიშანი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას სექსუალური ძალადობა ჰქონდა. თქვენი ბავშვის ქცევა შეიძლება, შეიცვალოს მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ მნიშვნელოვანია სექსუალური ძალადობის შესაძლებლობის გათვალისწინება. ასევე, მნიშვნელოვანია, ენდოთ თქვენს ინსტინქტებს.
ცვლილებები, რომლებიც შეიძლება, გამოხატავდეს ძალადობას 0-11 წლის ბავშვებში:
ემოციური ცვლილებები
- ჩვეულებრივზე უფრო მშვიდი ან უფრო განრიდებულია
- ტირის აშკარა მიზეზის გარეშე
- იწყებს საწოლის დასველებას ან შარვლის დაბინძურებას
- სვამს კითხვებს, როგორიცაა “ადამიანებმა საიდუმლოები უნდა შეინახონ?”
- აგრესიულია ან, როგორც ჩანს, გაბრაზებულია გაურკვეველი მიზეზის გამო
- ამბობენ, რომ მათი თავი ან მუცელი სტკივათ და, როგორც ჩანს, ამისი ფიზიოლოგიური მიზეზი არ არსებობს
- სიზმარში ხშირად ხედავს კოშმარებს
ქცევის ცვლილებები
- არ არის დაინტერესებული თამაშით, ან ერიდება კონკრეტულ ადგილებს ან ხალხს
- აჩვენებს პრობლემურ სექსუალურ ქცევას
- ძილის პრობლემები აქვს
- ნაკლებად კარგად სწავლობს სკოლაში.
- ჩაკეტილია
ფიზიოლოგიური ცვლილებები
- შეშუპება ან სიწითლე გენიტალიების მიდამოში
- ტკივილი ტუალეტში შესვლისას
- გართულებული სიარული ან ჯდომა
- სისხლჩაქცევები მათი რბილ ნაწილებზე, როგორიცაა დუნდულოები ან ბარძაყები
- საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა წვა ტუალეტში შესვლისას
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა სასქესო ორგანოდან გამონადენი.
ცვლილებები, რომლებიც შეიძლება, გამოხატავდეს ძალადობას 12 წლის ზემოთ (თინეიჯერ) ბავშვებში:
ემოციური ცვლილებები
- აგრესიულია ან გაბრაზებული აშკარა მიზეზის გარეშე
- აქვს თავის ტკივილი ან კუჭის ტკივილი ფიზიკური ტკივილის გარეშე
- გაბრაზდება ან გაღიზიანდება, კონკრეტული ადამიანის ან ადგილი მიმართ
- უჭირს ურთიერთობების განვითარება ან შენარჩუნება
- ტირის აშკარა მიზეზის გარეშე
- კოშმარები აქვს
- აქვს დაბალი თვითშეფასება
- დაბნეულია მისი სექსუალური იდენტურობის გამო.
ქცევის ცვლილებები
- სხვანაირად იცვამს
- აქვს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, საიუველირო ნაწარმი ან ელექტრონიკა უცნობი წყაროდან
- აჩვენებს პრობლემურ სექსუალურ ქცევას, მათ შორის, სარისკო სექსუალურ ქცევაში მონაწილეობას
- იწყება პრობლემები ალკოჰოლთან ან სხვა წამლებთან
- თავს ირცხვენს ან თვითდაზიანებას ახორციელებს სხვა გზით
- დიდ დროს ხარჯავს ინტერნეტში და ფარავს ონლაინ კომუნიკაციებს
- ჭამს მეტს ან ნაკლებს
- ძილის პრობლემები აქვს.
სოციალური ცვლილებები
- უფრო მეტ დროს ხარჯავს საკუთარ თავზე, ვიდრე ჩვეულებრივ
- შეიცვალა მეგობრობის წრე
- ერიდება კონკრეტულ ადამიანებს ან ადგილებს, მაგალითად მეგობრის სახლს ან სპორტულ ჯგუფს
- ერიდება საქმიანობას ან მოვლენებს, რომლებითაც ადრე სარგებლობდა, ან სვამს კითხვებს, როგორიცაა “დღეს უნდა წავიდე მუსიკაზე?”
- ნაკლებად კარგად სწავლობს სკოლაში.
ფიზიოლოგიური ცვლილებები
- შეშუპება ან სიწითლე გენიტალიების მიდამოში
- ტკივილი ტუალეტში შესვლისას
- სიარულის ან ჯდომის გართულება
- სისხლჩაქცევები მათი რბილ ნაწილებზე, როგორიცაა დუნდულოები ან ბარძაყები
- საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა წვა ტუალეტში შესვლისას
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა სასქესო ორგანოებიდან გამონადენი
- პერიოდის დარღვევები.
ამ მხრივ, რა არის ის შეცდომები, რომლებსაც საზოგადოება/მშობლები/მასწავლებლები უშვებენ ბავშვებთან ამ თემის ირგვლივ?
ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა სექსუალური ძალადობის საკითხის მიმართ არის ტაბუ, რომელიც ჯერ კიდევ ხელს გვიშლის, ღიად ვისაუბროთ სექსუალობაზე ერთმანეთთანაც და ბავშვებთანაც. სექსუალობა ჩვენს საზოგადოებაში ასოცირებულია სირცხვილთან, გარყვნილებასთან, არაბუნებრივ ქცევასთან. ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება კიდევ უფრო ართულებს სექსუალური ძალადობის როგორც ზრდასრულების, ასევე, ბავშვების მიმართ იდენტიფიცირების, გამოვლენისა და გაზიარების საკითხებს, რაც ერთადერთი საშუალებაა თავისა და ბავშვების დასაცავად.
აქაც, როგორც სხვა სტერეოტიპულ და ტაბუირებულ საკითხებს, სჭირდება ცნობიერების ამაღლება, ტრენინგები, საინფორმაციო კამპანიები, რასაც კვალიფიციური კადრი უზრუნველყოფს. მშობლებისა და მასწავლებლების წვლილი ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, სწორედ მათი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებით უნდა დავიწყოთ.
როდიდან არის სასურველი, მათ მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, რათა მზად იყვნენ თავის დასაცავად?
-ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარება იწყება მუცლად ყოფნის პერიოდიდან და გადის ბევრ ფაზას სრულ ჩამოყალიბებამდე. ამიტომ, თავიდანვე აუცილებელია, ბავშვს ეტაპობრივად მიეწოდოს სწორი ინფორმაცია საკუთარ და სხვის სექსუალობათან დაკავშირებით.
-კონკრეტულად როდის, ეს აბსოლიტურად ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის, თუცა, როგორც წესი, ბავშვი თვითონ მიგვანიშნებს ხოლმე თავისი შეკითხვებით მისთვის განვითარების იმ კონკრეტულ ეტაპზე, რა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი.
-მშობლები ხშირად უგულებელყოფენ ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს, უბრაზდებიან კიდეც ამის გამო და ეს არასწორია. მშობლისთვის საყურადღებო უნდა იყოს ნებისმიერი შეკითხვა, რომელსაც ბავშვი სვამს, თუ იმ მომენტშივე არ აქვს ადექვატური პასუხისთვის შესაბამისი ცოდნა, უნდა სთხოვოს ბავშვს დრო, რათა მოიძიოს ინფორმაცია ამის შესახებ და ისე გასცეს მის შეკითხვებს პასუხები.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ