დიდი შეკრებები გახშირდა და ეპიდსიტუაცია, რომელიც დაბლა მიდიოდა, ბოლო ერთი კვირაა ერთ დონეზეა და პირიქით, უარესდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ბოლო პერიოდში ხშირად ირღვევა რეგულაციები.
„ერთადერთი რჩევა არის, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, ავარიდოთ თავი შეკრებებს, გავიკეთოთ პირბადე ღია სივრცეებში და მასობრივი თავშეყრის ადგილებში. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაცია“, – ამბობს გამყრელიძე.
ის მოქალაქეებს ვაქცინაციის კუთხით გააქტიურებისკენ მოუწოდებს.